ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51617

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს სოლომონ მიხეილის (გრიგოლის) ძე ოთარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918-1920 წლებში ქრისტინე შარაშიძე ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისას მიწვევით ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციაში მუშაობდა.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ილია ბადრიძე დაახლოებით 17 წლის ასაკში გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ილია (ილიკო) გიორგის ძე ბადრიძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკის მოხსენება ქართულ-გერმანულ სააქციო საზოგადოებათა ორგანიზაციისა და წესდების შემმუშავებელი კომისიის შესახებ. დაადგინეს, შემდგარიყო კომისია ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის, სოლომონ ექვთიმეს ძე წერეთლისა და ქუთაისის ქალაქისთავის, დ. კალანდარიშვილისაგან ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის თავმჯდომარეობით.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, ქუთაისის მკურნალის გიმნაზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო კონსტანტინე მკურნალი. ქუთაისში არსებობდა მისი სახელობის ქუჩა, სოფელ კულაშში კი – მისი სახელობის საშუალო სკოლა.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ქუთაისის ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის დირექტორი დავით გლუშაკოვი იყო, რეალური სასწავლებელს დირექტორი კი — ივანე ლეონტიევი. ორივე „რუსთა კავშირის“ პოლიტიკური პარტიის მოტრფიალე იყო.

1964

ტიპი: ორგანიზაცია

1964 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული პერსონალური პენსიების სექტორის გამგეობამ ორჯონიკიძის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას შეატყობინა, რომ ქრისტინე შარაშიძეს დაენიშნა პერსონალური პენსია. თუ ის იღებდა სხვა სახის პენსიას, უნდა შეეწყვიტათ და მიეცათ ცნობა, რა თანხა ჰქონდა მიღებული 1964 წლის 1-ელი ნოემბრიდან, რათა შემდეგ ეს თანხა დაექვითათ. თუ შარაშიძე არ იღებდა სხვა სახის პენსიას, მისთვის ამის დამადასტურებელი ცნობა უნდა მიეცათ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 30 აგვისტოს ქიშვარდ მეგრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, კონსტანტინე მკურნალმა უფროს ქალიშვილთან, საშა მკურნალთან ერთად ქუთაისში საშუალო სკოლა დააარსა.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

შალვა მაღლაკელიძის მოგონებებიდან ვიგებთ, რომ 1967 წელს კონსტანტინე მკურნალის მიერ ქუთაისში დაარსებული საშუალო სკოლის პედაგოგები იყვნენ: ტრიფონ ჯაფარიძე, ნიკოლოზ ქელბაქიანი, გიგო და ლეო ნათაძეები, სტეფანე კომპანინი, სიმონ ეზიკოვი, კონსტანტინე (ჯაჯუ) ჯორჯიკია, მიხეილ ჩინჩალაძე და სხვები.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ლიზა ვარლამოვამ იგი ქუთაისში დაარსებულ საკუთარ პანსეონში ლათინური ენის მასწავლებლად მიიწვია. მაღლაკელიძე იქ უხელფასოდ მუშაობდა.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, ქუთაისში არსებულ სონია ტვეციშვილის პანსიონში, ფირალოვის შესახვევში მდებარე პანსიონსა და თბილისის ქუჩაზე მდებარე სტეფანე კომპანინის პანსიონში ბევრი ქართველი ახალგაზრდა სწავლობდა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს: დავით ვასილის ძე ხახუტაშვილმა, ელენე ანტონის ასულმა ჭანტურიამ, შალვა ანტონის ძე მიქელაძემ, შალვა ვადაჭკორიამ, შალვა არჩილის ძე ასათიანმა, ბაგრატ მაჭარაშვილმა და ნიკიფორე მესხმა.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წმინდა ნინოს ეკლესიის სამრევლო საბჭოს 9 მარტის სხდომის დადგენილება საზოგადოების ბიბლიოთეკა-სამკითხველო ეკლესიის ხარჯით შენახვის შესახებ. ამ დადგენილებით, საზოგადოება მთლიანად თავისუფლდებოდა ბიბლიოთეკის ხარჯისაგან (წმინდა ნინოს უბნის ბიბლიოთეკას საზოგადოებისგან 50 მანეთის დახმარება ჰქონდა მიღებული). გამგეობამ სამრევლო საბჭოს მადლობა გადაუხადა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს მარიამ ივანეს ასული ჯაფარიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს მარო ივანეს ასული დავითაშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს იაკინთე ბესარიონის ძე გოგიტიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს გასაყიდი წიგნების სია გაუგზავნა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს კონდრატი გეგენავა, პავლე გადელია, ლუკა გაბუჩია, პავლე გეგენავა, ბესარიონ გრიგოლია და პელაგია გელაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გიორგი ქუქულაშვილი, ანთიმოზ პეტრეს ძე ქორიძე, სიმონ გრიგოლის ძე ქელბაქიანი, მალაქია ოტიას ძე ქოიავა და კონსტანტინე ვასილის ძე ქელბაქიანი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ჭიათურაში იყვნენ გიორგი ცერცვაძე, ირაკლი დეკანოზიშვილი, კარპე მოდებაძე და ივანე აბაშიძე.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ რაჟდენ კანდელაკი და იას. ქუთათელაძე, ხონში — კესარია ციციშვილისა და პოლიევქტო კიკალიშვილი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრები ქუთაისში იყვნენ სილოვან ხუნდაძე, ალექსანდრე კრინიცკი, სამსონ ყიფიანი, ვასილ თუმანიშვილი და სხვები.