ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50714

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N30 დაიბეჭდა „მკითხველის“ წერილი, რომელიც საუბრობს გაზეთ „საქართველოს“ N246-ში ბ. ლ. ბახტაძის მიერ ეკატერინე ბრეშკოვსკაიას დახასიათებაზე. ბახტაძის აზრით, რადგან ის ქალია, მაინც მამაკაცზე დაბლა დგას, და იგი უძლურია, ვინც არ უნდა იყოს. ეს მოსაზრება ავტორისთვის მიუღებელია, რადგან ეკატერინე ბრეშკოვსკაია სახალხო ეროვნული კრების თავმჯდომარეობაზე უარს აცხადებს არა თავისი ხნოვანებისა და სისუსტის გამო, არამედ გონიერებისა. „ნეტავ რას იტყოდა ლ. ბახტაძე, საფრანგეთის რევოლუციის გმირი ქალი, ლუიზა მიშელი რომ ენახა?“ – წერს „მკითხველი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 ივლისის „ერთობა“ აქვეყნებს ბათუმის ოლქის საგანგებო კომისრის, ბენიამინ ჩხიკვიშვილის ბრძანებას: „საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ მოღალატეობრივი ქმედებისთვის, სახელმწიფოს სასარგებლოდ პოლკოვნიკ იონინის ჩამოერთვას უძრავი და მოძრავი ქონება – სამი დესეტინა ბაღი სარიმაულში, საცხოვრებლით და სხვ.; გენერალ ტერმენს – უძრავი ქონება მდებარე ორთაბათუმში, მიწა – ხეხილით და ვენახით გაშენებული 15 დესეტინამდე, სახლი და სხვ.“ მიწათმოქმედების სამინისტროს წარმომადგენელს, აგრონომ რცხილაძეს დაევალა ჩაებარებინა ეს მამულები, როგორც სახელმწიფო ფონდში გადარიცხული საკუთრება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ოქტომბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა იოსებ გობეჩიას შეფასება პარიზში გაგზავნილი ქართველი მხატვრების ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძისა და დავით კაკაბაძის შემოქმედებასა და წარმატებაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს ქუთაისში გამოვიდა „ქართველი პოეტების ლექსიკონი" სანდრო ცირეკიძის რედაქტორობით.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 ივლისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“, რომელშიც საუბარია ლივანასა და კლარჯეთზე.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს სასწავლებლისთვის საკუთარი შენობის ასაგებად და შესასყიდად ნიკო ცხვედაძემ შეაგროვა ფული და გამგე-კომიტეტს სთხოვა, წესდების თანახმად, შემომწირველები საზოგადოების საპატიო წევრებად ჩარიცხულიყვნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 თებერვლის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N4) ფსევდონიმით სელოს ძმა გამოქვეყნებული სტატია „საუბარი ქალიშვილებთან“ ეხება ქალთა უფლებებსა და მათ მონურ მდგომარეობას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 თებერვლის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N4) დაიბეჭდა დარია ახვლედიანის ერთმოქმედებიანი პიესა „ქალი და აჩრდილი“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N15 დაიბეჭდა ბებია კატო გაბაშვილის წერილი „სალამი დამოუკიდებელ საქართველოს“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილია სია იმ ახალი წიგნებისა, რომლებიც ზაქარია ჭიჭინაძემ აჭარის საქართველოსთან შეერთების სამახსოვროდ დაბეჭდა და ქართველ მაჰმადიანთა ცხოვრებას ეხებოდა: „რა ენით უნდა განათლდნენ ქართველ მაჰმადიანთა ძენი“, „ქართველი მაჰმადიანი ქალი და მრავალი ცოლიანობა მათში“, „ცრუ მორწმუნება ქართველ მაჰმადიანისა და მათი ცხოვრების თარეში“ და სხვ. სულ გამოიცა 10 წიგნი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით გიორგი მოსეშვილი თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის სტატია არტურ რემბოს შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა სანდრო ცირეკიძის სტატია „უკან მიხედვა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ნინა მაყაშვილის წერილი ვალერიან გაფრინდაშვილის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „მორიალი და სოპრანო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ იბეჭდება და მალე გასაყიდად გამოვა ივანე გველესიანის მიერ პროფ. ა. ვასილევის სახელმძღვანელოს მიხედვით შედგენილი „საშუალო საუკუნეების ისტორია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილია ნ. საქარელის (პავლე საყვარელიძე) წერილი შვეიცარიის შესახებ სერიიდან „სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წყობილება“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ივლისის „ერთობაში“ დამფუძნებელი კრების წევრი თევდორე კიკვაძე ახალციხიდან იწერებოდა, რომ დელეგაციამ ქვემო და ზემო აჭარელთა სახელით სთხოვა, მთავრობის თავმჯდომარისთვის მათი ერთგულების შესახებ გადაეცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ივლისის „ერთობაში“ დაიბეჭდა თეოფილე კალანდაძის წერილი „ს. დ. პარტიაში“ ჭიათურა-საჩხერის რაიონში არსებული 33 ორგანიზაციის მუშაობის შესახებ.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 18 ოქტომბერს გადსახლებიდან სამი წლის თავზე თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ჯამბულიდან ქრისტინე შარაშიძეს კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 21 მარტს გალაკტიონ ტაბიძემ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა ბარათი და სთხოვა, გადასაწერად ეთხოვებინა გაზეთ „თემის“ 1911 წლის 43-ე 46-ე და 47-ე ნომრები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ ექიმები – აბულაძე და ჯაჯანიძე საქართველოს ერობათა კომიტეტს და სანიტარული ინსტიტუტის დირექტორს სიმონ ამირეჯიბს აფთიაქებში მომუშავე სამაზრო ექიმებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სანიტარულ ინსტიტუტში ბაქტერიოლოგიურ-სანიტარულ-ჰიგიენური კურსების მოწყობის შესახებ მადლობას უხდიდნენ.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წლის 23 მაისს ანთიმოზ ჯუღელმა გიგო შარაშიძეს წერილით სთხოვა, მიეწერა, 1878-1880 წლებში რამდენმა ადამიანმა დაამთავრა ბახვის სკოლა და შემდგომ რას აკეთებდნენ. ასევე ჰკითხა, სხვა სკოლების შესახებაც თუ ჰქონდა ასეთი ცნობა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის „ბოროტმოქმედნი“.