ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51939

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ სავაჭრო პალატა სასწავლო ნივთების შესაძენად საზღვარგარეთ გზავნიდა პირს. გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების მაღაზიისთვის სასწავლო და საკანცელარიო ნივთების საზღვარგარეთ შესაძენად ნახევარი მილიონი მოკლე დროში მოეძიებინა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 5 აგვისტოს ინჟინერ პეტრე მამრაძეს, ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის ჩანაწერთა გასავლის ნაწილის მიხედვით, 1 100 მანეთი მისცეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 31 ოქტომბერს ინჟინერმა პეტრე მამრაძემ, ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის ჩანაწერთა გასავლის ნაწილის მიხედვით, ჰონორარის სახით 150 მანეთი მიიღო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებაზე რადიკალ-დემოკრატებმა საზოგადოების რწმუნებულთა კანდიდატად დავით დავითის ძე კარიჭაშვილი აირჩიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი ყაზბეგი, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს სთხოვა, მომავალ კრებას სათავადაზნაურო თანხიდან, გარდა ყოველწლიური შემოწირულობისა, პირველდაწყებითი სკოლების გახსნის საქმეში დასახმარებლად დამატებით 1 500 მანეთი გამოეყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს ცენტრალური კოოპერატიული კავშირის თხოვნა ცეკავშირთან არსებული წიგნსაცავ-სამკითხველოსთვის საზოგადოების თითო გამოცემის ნისიად დათმობის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა, რომ მან და გრიგოლ პატარაიამ წიგნებს ფასები მიუმატეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი ყაზბეგი, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლს შუამდგომლობა სთხოვა, რომ მომავალ სათავადაზნაურო კრებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 1911 წლის 18 ივლისს შეპირებული 2 500 მანეთი გამოეყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წელს საზოგადოების შემოსავალი 1 601 102. 49 მანეთი იყო, გასავალი – 443 670. 30 მან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 აგვისტოს ვახო დურგლიშვილმა პეტრე მამარაძეს აცნობა, რომ მთლიანად მიიღო სადურგლო სამუშაოებისთვის თავისი კუთვნილი 19 მანეთი.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა ამიერკავკასიის რაიონული კომიტეტის პლენუმზე გამოვიდა, სადაც ტროცკისა და ზინოვიევს დაუჭირა მხარი. მიხა ცხაკაიამ გააკრიტიკა ოკუჯავა და თქვა, რომ იგი იმპერიალისტებს ეხმარებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლანჩხუთის გამგეობის წინადადება ლანჩხუთში საზოგადოების განყოფილების მუშაობის გაგრძელების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ლანჩხუთის განყოფილების ყოფნა-არყოფნის საკითხი განიხილეს. გამგეობის გადაწყვეტილებით, განყოფილებას უნდა ეარსება, თუ ის მთავარ მიზნად ხალხში წიგნების გავრცელებას დაისახავდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე საზოგადოების სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ, მასწავლებელმა ირაკლი ჭიპაშვილმა, გამგეობას აუწყა საზოგადოების სიღნაღის განყოფილების საზოგადო კრების გადაწყვეტილება განყოფილების გაუქმების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარებით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარემ, მასწავლებელმა ირაკლი ჭიპაშვილმა აუწყა სიღნაღის საზოგადოების განყოფილების საზოგადო კრების გადაწყვეტილება წიგნის მაღაზიის ლიკვიდაციის შესახებ. მაღაზიის გამყიდველმა სალიკვიდაციო თანხა 1 500 მანეთი აიღო. წიგნები საბითუმო ფასად შეიძინა სიღნაღის სამაზრო ერობის წიგნის მაღაზიამ. ინვენტარი და საკანცელარიო ნივთები კი ვალის ანგარიშში კოოპერატივ „მეგობრობას“ გადაეცა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის აპრილში ოლივერ უორდროპი პირველად ჩამოვიდა საქართველოში.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მარჯორი უორდროპმა სვიმონ წერეთელს წყალდიდობისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად 100 მანეთი გაუგზავნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ოლივერ უორდროპმა ოქსფორდის უნივერსიტეტში მარჯორი უორდროპის საქველმოქმედო ფონდი დააარსა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ოლივერ უორდროპის ინიციატივით შეიქმნა ინგლის-საქართველოს საზოგადოება.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ ანჩაბაძე, სულ 5 სხდომა გამართა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 2 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე, ვარლამ ბურჯანაძე და საპატიო თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილის თხოვნა საქართველოს ეროვნული მუსიკალური გუნდისთვის ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ უსახსრობის გამო უარი უთხრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 მარტს გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მისწერა, რომ სენაკის საქსოვ სახელოსნოში 12 ქალი უფასოდ სწავლობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1916 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც გამგეობის თავმჯდომარე იყო ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე, მისი ამხანაგი – ნინო ალექსანდრეს ასული თურქიასი, მდივანი – დავით ქაიხოსროს ძე მეძმარიაშვილი, ხაზინადარი – ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, ალექსანდრე ჭიჭინაძის ნაშრომის „ცხელი ქვეყნის ცხოველები და მცენარეების“ შესწორება გიორგი ჯავახიშვილისთვის დაევალებინათ. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის ჰონორარი 200 მან. მიეცათ.