ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51668

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 31 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“, მე-14, მე-15, და მე-16 თავი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“, მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 თავი.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი მირიანაშვილმა ყმაწვილებისთვის შეადგინა საკითხავი წიგნი „პატარა მოამბე“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 4 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე უმიკაშვილმა ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნებოდა, რომ საზოგადოებას გაემართა ე. წ. „მოძრავი სკოლები“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცალკე წიგნად დაიბეჭდა ვალერიან გუნიას მიერ გადმოკეთებული მოთხრობა „მარინე“, რომელიც წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 7 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ ერისთავის ლექსი „მაისი“ დაიბეჭდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 21 იანვარს კ. ა. ჯაჭვაძემ ლევან გიორგის ძე ჯანდიერთან გამოსამშვიდობებელ კრებაზე თიანეთში წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სკოლის შესახებ ისაუბრა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსეთის საარქეოლოგო საზოგადოების წერილების მესამე ტომში დაბეჭდილი იყო ნიკო მარის წერილი „სიბრძნე ბალავარისას“ შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პარიზში მყოფი საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე ატყობინებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ზოგიერთი სტუდენტი, რომლებიც საკუთარი ხარჯით გაემგზავრნენ საზღვარგარეთ, დიდ გაჭირვებას განიცდიდნენ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატმა გრიგოლ ვეშაპელმა აღნიშნა, რომ დამფუძნებელი კრების წევრებს ამომრჩეველთან ხშირი კომუნიკაციისთვის რკინიგზის უფასო ბილეთით უნდა ესარგებლათ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 იანვარს საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე მწარმოებელ კოოპერატივთა საგამსაღებლო კავშირის თავმჯდომარე ივანე ციციშვილმა აღნიშნა, რომ საჭირო იყო მეცხვარე-მესაქონლეთა სარაიონო ამხანაგობების დაარსება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი ნიკო ნიკოლაძეს მიხეილ პოლიევკტოვთან შეხვედრის თაობაზე სწერდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ რაფიელ ერისთავის „თედუა“ დაიბეჭდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს პეტერბურგში ქართულად იბეჭდებოდა „სიბრძნე ბალავარისა“ ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარლის შენიშვნებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრმა ალექსანდრე ასათიანმა კრებაზე წარმოთქვა სიტყვა, სადაც შეეხო მომარაგების სამმართველოს მოქმედებას და მისი მოხელის, შრედერის საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო მოქმედებებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა წერილი „ალექსანდრე ასათიანისა და შრედერის საქმე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მომარაგების სამმართველოს მოხელე შრედერმა წერილები მოათავსა გაზეთ „ვოზროჟდენიესა“ და „ბორბაში“, რომლებშიც დეპუტატ ალექსანდრე ასათიანს ბრალს დებდა ყალბი ცნობების გავრცელებაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დეპუტატი ალექსანდრე ასათიანი სოხუმიდან რედაქციას სწერდა, რომ მომარაგების სამმართველოს მოხელე შრედერს საშუალებას მისცემდა, სასამართლოზე წარმდგარიყო, მაგრამ არა როგორც ბრალმდებელი, არამედ როგორც ბრალდებული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დეპუტატი ალექსანდრე ასათიანი შრედერის საქმესთან დაკავშირებით რედაქციას სწერდა, რომ თავდაპირველად არ სურდა გაზეთ „ვოზროჟდენიეში“ დაბეჭდილ ცილისწამებლურ წერილზე პასუხის გაცემა, მაგრამ გაზეთ „ბორბას“ მიღების შემდეგ თბილისში ჩამოსვლა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრმა ალექსანდრე ასათიანმა სოხუმიდან წერილი გამოუგზავნა რედაქციას შრედერის საქმესთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვარს, 18 საათზე სრულიად საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პლენარული კრებაზე, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ბინაზე (ბარიათინის ქ. N5) პროფესორი სიმონ ლუკას ძე ავალიანი წაიკითხავდა მოხსენებას „ჩვენი სასოფლო მეურნეობის განვითარების მიმართულება“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის სტატია ქართული გრამატიკის შესახებ.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ა. კლიმოვსკიმ დაწერა 5-მოქმედებიანი დრამა „ცოლის შერთვა დიდი საქმეა“.