რეგისტრირებული ფაქტები49342
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ ნინო გიორგის ასულ მონადირაშვილის მათი სკოლის მასწავლებლად დამტკიცება სთხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ ნინო მონადირაშვილის მასწავლებლად დამტკიცების თაობაზე თბილისის გუბერნიის სკოლათა დირექტორთან შუამდგომლობა სთხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ გაუგზავნა ნინო მონადირაშვილის დაბადების მოწმობა, სამოსწავლო და სწავლის დამთავრების ატესტატები.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, საზოგადო კრება არ გაუმართავს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ აცნობა, რომ მალე წარუდგენდა მასწავლებელ ნინო მონადირაშვილის კეთილსაიმედოობის მოწმობას.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, 224 წევრი ჰყავდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ გაუგზავნა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ხუთი ფურცელი, რომელთა საერთო ღირებულება 1 800 მანეთი იყო. ამ თანხიდან, რომელიც სოფიო ვახვახიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა, 60 მანეთი ყოველწლიურად თელავის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში ერთი ღარიბი ქართველი ქალის აღსაზრდელად უნდა გადაედოთ, დანარჩენი კი საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლას მოხმარდებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობამ, რომლის დროებითი თავმჯდომარე ტიტე კახიძე იყო, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ფონდს გასაძლიერებლად 50 მანეთი გაუგზავნა თბილისში და დაადგინა, რომ ფონდისთვის ყოველწლიურად 25 მანეთი ეგზავნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ტიტე კახიძეს შეატყობინა, რომ 24 აგვისტოს დადგენილება კავკავის ფილიალის დაარსების შესახებ ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის შესაბამისად არ იყო შედგენილი და კანონიერად ვერ ჩაითვლებოდა. საჭირო იყო კრების ახალი განჩინება.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების დროებითმა გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე ტიტე კახიძე იყო, მთავარ გამგეობას აცნობა, რომ საჭიროდ მიაჩნდა განყოფილებაში ყველა დარგის ხელოსანთა და მოვაჭრეთა წარმომადგენლების შეყვანა. ეს ხელს შეუწყობდა ადგილობრივი ქართველების დაახლოებას.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას კავკავის განყოფილების დროებითმა გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ტიტე კახიძე, აცნობა, რომ კავკავის განყოფილება 7 ივნისს ადგილობრივ ქართველთა საერთო კრებით გაიხსნებოდა და საქმიანობას შეუდგებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას კავკავის განყოფილების დროებითმა გამგეობამ, რომლის იყო თავმჯდომარე ტიტე კახიძე, აცნობა, რომ 3, 10 და 17 მაისს ყველა დარგის წარმომადგენელთათვის ცალ-ცალკე საგანგებო კრებები გაიმართა. მიწვეულმა ვაჭრებმა და ხელოსნებმა განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატები, სულ 15 კაცი, დაასახელეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ სექტემბერს კავკავის სკოლის სამზრუნველოს მდივანმა, გიორგი ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გაუგზავნა 4 აგვისტოს კრების ოქმი კავკავის განყოფილების დაარსების შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების შემოსავალ-გასავლის ანგარიშის მიხედვით, განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ტიტე კახიძე, იმ წელს მასწავლებელთა ხელფასებზე 2 280 მანეთი დახარჯა, თანამშრომელთა ხელფასებზე – 253, შენობის შესაკეთებლად – 692. 83, ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიატს კი 85. 50 მანეთი მისცა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ყაზბეგმა კავკავის განყოფილების გამგეობას ალაგირის სკოლის ვითარების შეტყობინება სთხოვა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 13 ნოემბერს კავკავის ქართული სკოლის გამგე ვარლამ ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მინდობილობით დაესწრო ალაგირის ქართული სკოლის შენობის კურთხევას, გაეცნო იქაურ ვითარებას და გამგეობას დაწვრილებითი მოხსენება წარუდგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აპრილს, კვირას, 5 საათზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასათვალიერებლად და შესაფასებლად მთაწმინდის ეკლესიის ეზოში მიიწვია ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, გრიგოლ სიმონის ძე რცხილაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, სერგეი რომანის ძე გორგაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 13 ნოემბერს კავკავის ქართული სკოლის გამგე ვარლამ ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გამგეობის დავალებით გაეცნო ალაგირის ქართული სკოლის მდგომარეობას. მისი მოხსენების მიხედვით, სასურველი იყო დროთა განმავლობაში სკოლა საზოგადოებას გადასცემოდა, ამისთვის ალაგირში საზოგადოების განყოფილება უნდა გახსნილიყო, რომელიც, ფაქტობრივად, კავკავის განყოფილებას დაექვემდებარებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912-1913 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლის მოწაფეთა ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ ექიმები – მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი და პავლე ადამის ძე გედევანიშვილი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ ახუთის სკოლის მასწავლებელ დიმიტრი ბერულავას შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 27 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კანცელარიის ბინის ერთი წლით დასაქირავებლად მიწათმოქმედების სამინისტროს საიჯარო განყოფილებასთან კონტრაქტის დადების საკითხი.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის მარტში სოფელ ახუთის სკოლის მასწავლებელმა, დიმიტრი ბერულავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღო ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 21 თებერვალს ასკანის სკოლის მასწავლებელმა კონსტანტინე ერქომაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო წიგნები ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 4 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა საორგანიზაციო ხარჯი, სულ 77. 80 მანეთი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ საჯიქაოს სკოლის მასწავლებელ მაქსიმე შენგელაიას შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.