რეგისტრირებული ფაქტები46678
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ჭიჭინაძეს „ქართლის ცხოვრება“ გადასცა დასაბეჭდად.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ არგვეთიდან მიიღო სამგლოვიარო დეპეშა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 19 სექტემბერს ლავრენტ დავითის ძე აგლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, დროებით ისევ თონეთის მასწავლებლად დაეტოვებინათ. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით უდის სკოლას 48 მანეთი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა გრიგოლ ჩარკვიანს სხდომის ჟურნალების დასაბეჭდად 4 მანეთი გადაუხადეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 19 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ იოსების ძე ვოლსკის მოხსენება ქუთაისის მასწავლებელთა გაფიცვისა და ბათუმის სკოლის დროებით დახურვის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 3 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის თხოვნა სესხის მიცემის შესახებ. მისი სურვილი არ დააკმაყოფილეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 თებერვალს ტარას მომცემლიძის მიერ ლაბაურის წინაღმდეგ შედგენილი საჩივარი განსახილველად დავით კარიჭაშვილს გადაეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას პირველიდან 20 თებერვლამდე ნაღდი ფულით 695.5 მანეთი ჰქონდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამგლოვიარო დეპეშა მიიღო პეტერბურგის ქართველი სტუდენტებისგან.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ბათუმის სასწავლებლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისგან მიიღო სამგლოვიარო დეპეშა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 19 სექტემბერს კონსტანტინე შენგელიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ სამიქაოში ბიბლიოთეკის გახსნა სთხოვა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 6 ივნისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1905 წლის 31 მაისიდან 6 ივნისამდე საზოგადოებაში შევიდა 807. 86 მანეთი, დაიხარჯა – 1088. 98.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 6 ივნისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ვ. გოგიჩაიშვილი, ვ. მუსხელაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და სხვ. დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 30 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ და სხვ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ დემურიას მოხსენება თბილისში სამი ახალი ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 30 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1905 წლის პირველიდან 30 მაისამდე საზოგადოებაში შევიდა 802. 08 მანეთი, დაიხარჯა – 708. 40.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას ნაღდი ფულით – 3131.7 მანეთი, ქაღალდებად კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 19 სექტემბერს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა ბროსეს მიერ შეგროვებული წერილები.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 3 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვ. მუსხელაშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და სხვ. დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ილია აგლაძეს „კონის“ რედაქტირებისთვის 30 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს გრიგოლ ბურჭულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ მათ ახალციხის საქალაქო მმართველობისთვის სამკითხველოს ასაშენებლად ადგილის გამოყოფა ეთხოვათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს დიმიტრი ნაკაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ათას ათი თუმანი უანდერძა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ნიკოლოზ აკოფოვს 820 მანეთი გადაუხადეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 19 სექტემბერს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ნაწილ-ნაწილ მიეცათ ის ფული, რომელიც რკინიგზის მუშებმა ნაძალადევის ბიბლიოთეკას შესწირეს.