ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49225

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გამოვიდა ლექსების კრებული „საჩუქარი“, რომელშიც სხვა ავტორებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ლექსებიც შედიოდა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 30 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოწინავე წერილი „ტფილისი, 30 დეკემბერი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 21 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოწინავე წერილი „ტფილისი, 21 დეკემბერი“ სახელმწიფო სამსახურის მოძველებული წესების შეცვლის შესახებ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 19 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 12 დეკემბერი“ ოსმალეთში სომეხთა დევნის შესახებ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 13 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა დავით მიქელაძის წერილი სათაურით „ცოტა რამ ჩემს მონაწილეობის შესახებ „ივერიაში“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 5 დეკემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოწინავე წერილი „ტფილისი, 5 დეკემბერი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოწინავე წერილი „ტფილისი, 26 ნოემბერი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოწინავე წერილი „ტფილისი, 24 ნოემბერი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 19 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოწინავე წერილი „ტფილისი, 19 ნოემბერი“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 17 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი მოწინავე წერილისა „ტფილისი, 17 ნოემბერი“, რომელიც კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირს ეხებოდა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 16 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა გაგრძელება ვრცელი მოწინავე წერილისა „ტფილისი, 16 ნოემბერი“ კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირის შესახებ.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „კვალში“ ხომლელის ფსევდონიმით რომანოზ ფანცხავას წერილი გამოქვეყნდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 3 ივნისის გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „საყურადღებო შედარება“.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 14 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა მოწინავე წერილი „ტფილისი, 14 ნოემბერი“.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წლის 8 იანვარს ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგიდან ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ ნიკოლოზ შერმაზანის ძე აფხაზს მოურავისთვის მის მიერ დატოვებული მინდობილობა გამოერთმია და ცხენების მოპარვის საქმეზე პოლიციაში საჩივარი შეეტანა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 დეკემბრის გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის (ფსევდონიმით ჩვენ უჩინონი) წერილი „უფ. სკანდელის გადაწყვეტილების საპასუხოდ“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მიხეილ ზედგინიძის მიერ შედგენილ ქართული წერის დედანი არ მოიწონეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის დეკემბერში რევაზ ანდრონიკაშვილმა ილია ჭავჭავაძეს პეტრბურგში დეპეშით შეატყობინა, რომ ბანკის ზედამხედველმა კომიტეტმა მას ფული და წერილი გაუგზავნა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ქუთაისის ბანკის საქმე“ დასაწყისი რუსულად რედაქციის შენიშვნებით.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წლის თებერვლის დასაწყისში მოსკოვში მყოფმა ილია ჭავჭავაძემ კარდანახიდან ნინო ჭავჭავაძე-აფხაზის წერილი მიიღო.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „ტფილისი, 3 აგვისტო“ დასაწყისი. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის ნოემბერში იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის (ფსევდონიმით – ქიზიყელი) ლექსები: „ჩიტი“, „გაზაფხული“, „არაგვი“, ასევე „აჩრდილის“ V თავი და ნაწყვეტი პოემიდან „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს პეტერბურგიდან წერილით შეატყობინა, რომ თბილისის ბანკის წესდება ისევ არ იყო წარდგენილი სახელმწიფო საბჭოში.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 ნოემბერს პეტერბურგში მყოფმა ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ ძალიან წუხდა ცხენების მოპარვის გამო.