ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49225

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძისგან სასწავლო პროგრამების წარდგენასთან დაკავშირებით დეპეშა მიიღო.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის დასასრული „ტფილისი, 11 აგვისტო“. ეს არის დასასრული სტატიისა, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის ნარკვევის გაგრძელება „ტფილისი, 8 აგვისტო“. მწერლის თხზულებათა კრებულებში ეს წერილი დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „მწყემსში“ დაიბეჭდა რედაქტორ დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძის სტატიის „მწარე ფიქრები“ დასაწყისი, რომელშიც გაკრიტიკებული იყო ილია ჭავჭავაძის, როგორც რედაქტორის, მოღვაწეობა „დროებასა“ და „ივერიაში“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამოვიდა ბროშურა „ქუთაისის ბანკის საქმე“, წერილები ილია ჭავჭავაძისა“, რომელსაც ეწერა, რომ დაბეჭდილია ავტორის ნებართვით.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წლის 31 ოქტომბერს გაზეთ „Тифлисский вестник“-ში დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის სტატია „წერილები იმ ქვეყნიდან“, რომელშიც ავტორი სათავადაზნაურო ბანკის დაარსებასა და ამ საქმეში ილია ჭავჭავაძის როლზე საუბრობდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ტფილისი, 28 სექტემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში შეცვლილი სათაურით „უყურადღებობა ქართული ენის მიმართ“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის სექტემბერში ზაქარია ჭიჭინაძემ კრებული „სალამური“ გამოსცა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ოქტომბერში გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ მეათე ნომერი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის დეკემბერში ჟურნალ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავძემ წერილი გაუგზავნა ოლღა გურამიშვილს, რომელშიც თავის მოურავ დავით ციციშვილს ქალაქში ჩასვლას სთხოვდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 9 დეკემბერს გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ბათომი და ბათომელები“ დასაწყისი. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ნოემბრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ერთობლივი განცხადება ჟურნალ „ივერიის“ 1883 წლის გამოცემაზე.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ნოემბერში გამოვიდა ჟურნალ „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერი, რომელშიც ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წელს ილია ჭავჭავაძემ მოთხრობის „პატარა ამბავი“ წერა დაიწყო, მაგრამ აღარ განაგრძო.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 12 თებერვალი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დასაწყისი სამთა კავშირის დასასრულისა“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ გაბრიელ ეპისკოპოსს წერილობით შეატყობინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრების დადგენილება მწიგნობრობის გავრცელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მისი საპატიო წევრად არჩევის შესახებ.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 7 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 6 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1875

ტიპი: ავტორობა

1875 წლის 22 თებერვალს ილია ჭავჭავაძისა და ბანკის დირექტორების ხელმოწერით გაზეთებში 1876 წლის 1-ელი იანვრისთვის შედგენილი თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის ბალანსი დაიბეჭდა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 30 იანვარი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1858

ტიპი: ავტორობა

1858 წელს, ზაფხულის არდადეგებზე, ილია ჭავჭავაძე სხვა სტუდენტებთან ერთად წავიდა პეტერბურგთან მდებარე სოფელ ტიარლევოში, სადაც დაწერა ლექსები „მეც შავ თვალებს“ და „გიყვარდეს“.

1857

ტიპი: ავტორობა

1857 წლის დეკემბერში ილია ჭავჭავაძემ დაიწყო მოთხრობა „დიამბეგობის“ წერა, რომელიც იმ ფაბულითა და სათაურით აღარ განაგრძო, მისი ცალკეული პასაჟები მოგვიანებით მოთხრობის „სარჩობელაზედ“ ადრეულ ვარიანტში გამოიყენა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 19 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მიხეილ ზაალის ძე ყიფიანს ვლადიკავკაზში გაუგზავნა წერილი ყაზბეგში სკოლის გახსნის თაობაზე.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ვახტანგ ორბელიანის პოეტური გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის ლექსზე: „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია?“.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის პირველი იანვრის გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „საახალწლო“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.