რეგისტრირებული ფაქტები49330
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 თებერვალს ქშწგ საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ (თავმჯდომარის მოადგილე – ალექსანდრე ვახვახიშვილი, მდივანი – ივანე პაატაშვილი) 1914 წლის სკოლის გასავლის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, 1914 წელს სკოლის გამგეს გადაუხადეს 400 მანეთი, მეორე მასწავლებელს − 320, მესამე მასწავლებელს –100, მოსამსახურეს − 137, სახლის ქირა დაჯდა 340 მან., განათება − 18, წყალი − 14. 10, მოსწავლეთათვის წამალი − 53. 42, ჟურნალ-გაზეთები − 10. 16, ავეჯი და სამოსწავლო ნივთები – 23. 13, ბავშვების გართობა − 2. 35, მერხების შეკეთება − 9. 78, სოფიო ვახვახიშვილის სტიპენდიის ხარჯი – 8. 47, მასწავლებელს წვრილმანი ხარჯებისთვის ავანსად მიეცა 13 მანეთი, სხვადასხვა ხარჯმა შეადგინა 80. 08 მან. სულ 1914 წლის გასავალი 1 622 მანეთი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში ტროფიმე ჯოხთაბერიძის მიერ შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, საზოგადო კრების მოთხოვნის თანახმად 1919 წელს ადგილობრივი ქართული სკოლა კორცხელიდან ისევ ზუგდიდში გადაიტანეს. 1918 წლის ნოემბერში არჩეულ გამგეობას არ მოეწონა თავისი გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტი და გადადგა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ამცნო, რომ თავად-აზნაურთა წიმანძღოლმა იშუამდგომლა სახაზინო პალატის წინაშე ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე წისქვილის დაბეგვრის გაუქმებასთან დაკავშირებით იმ მიზეზით, რომ იმ წლის დასაწყისიდან წისქვილი უმოქმედოდ იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ქურდიანი და მდივანი ანეტა ყოფშიძე.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ (თავმჯდომარე − გიორგი ყაზბეგი, მდივანი − გრიგოლ ბურჭულაძე) თელავის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიამ ხაზინაში შეიტანა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის წისქვილის წინა წლებისა და იმ წლის სახაზინო დავალიანება.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის საადგილმამულო კომისიის მდივანმა, ანეტა ყიფშიძემ გაუგზავნა თბილისის გუბერნიის სამმართველოს 26 ოქტომბრის სხდომის დადგენილების ასლი. დადგენილების მიხედვით, 1915 წლის 3 ოქტომბერს ყვარლის ბოქაულს შეუსწავლია ილია ჭავჭავაძის მამულში მდებარე წისქვილის მდგომარეობა და შეუდგენია აღწერის ოქმი, რომლის თანახმადაც თავადაზნაურობის საკუთრებაში გადასული წისქვილი სავალალო მდგომარეობაში ყოფილა და ფუნქციონირება შეუწყვეტია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ანასტასია წერეთლისას მისცეს 4 მან. ღირებულების წიგნები დასარიგებლად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, წინარეხის მასწავლებელ ეკატერინე რუსიშვილს მისცეს 2 მან. 78 კაპ. ღირებულების წიგნები დასარიგებლად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, დეკანოზ დიმიტრი ხახუტაშვილს მისცეს 25 მან. 60 კაპ. ღირებულების წიგნები დასარიგებლად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წელს ვალერიან ისაკის ძე ახვლედიანი და მალაქია გრიგოლის ძე გობეჯიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის პირველ იანვარს იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგვამ და ვლადიმერ ლუკას ძე ბურჯანაძემ დააკმაყოფილეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თხოვნა შემოსავლის 20%-იანი გადასახადის შემცირების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ 1914 წელს დაარსებული ვარიანის სკოლის შენახვას წელიწადში 5978.70 მანეთი სჭირდებოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ გერგეთის სკოლის (დაარსდა 1910 წელს) შენახვას წელიწადში 1860 მანეთი სჭირდებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის იაკობ გოგებაშვილის თავმჯდომარეობით შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტების ინსტრუქციაში აღნიშნულია, რომ აგენტს სახალხო სკოლებისთვისაც უნდა მიექცია ყურადღება, დაკავშირებული ყოფილიყო მათ მასწავლებლებთან და პრობლემის არსებობისას თვითონ დახმარებოდა ან მმართველობისთვის ეცნობებინა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ იანვრამდე დავით ღოღობერიძემ ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიიდან 800 მანეთი მიიღო, ილია ტოროშელიძემ – 525 და დავით ჩიქოვანმა – 850 მან.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ იანვარს საწევრო თანხა თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: ალექსი პეტრეს ძე ჭანტურიამ, ელისაბედ გრიგოლის ასულმა ჭანტურიამ, ვლადიმერ პლატონის ძე ჭანტურიამ, ევგენი ალექსის ძე ჭითავამ, ერმილე ალექსის ძე ჭეიშვილმა, დუტუ სიკოს ძე ხარბედიამ, ბიქტორ მიხეილის ძე ხარბედიამ, ივანე ალექსის ძე ხაზალიამ, ნიკოლოზ ვასილის ძე ხევცურიანმა და ოქროპირ ჯარუას ძე ხვიჩიამ.
1917
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე – ოლღა ხოფერია, მდივანი – გიორგი გამზარდია) მთავარ გამგეობას გაუგზავნა ახალი სენაკის ბიბლიოთეკის 1917 წლის მოქმედების ანგარიში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 დეკემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ დაწესებულებები ვალდებული იყვნენ 15 დეკემბრამდე მუშა-მოსამსახურეთა ყველა ოჯახისთვის 5 000 მანეთი მიეცათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1918 წლის 2 ივნისს არისტრახო კალანდარიშვილის თავმჯდომარეობით გამართული საერთო კრების ოქმი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივნისს არისტრახო კალანდარიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე დაადგინეს წესები ბიბლიოთეკიდან წიგნის გატანის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ საზოგადო კრებაზე ბიბლიოთეკების სექციის თავმჯდომარემ, მიხეილ თათარიშვილმა წარადგინა ცნობები სენაკის სხვადასხვა სოფელში მდებარე ბიბლიოთეკების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ნოემბერში დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ 1916 წელს დაარსებული ზუგდიდის სკოლის შენახვას წელიწადში 1775 მანეთი სჭირდებოდა.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 18 აპრილს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას გიორგი იერონიმეს ძე საძაგლიშვილის თელავის აგენტად დანიშვნა შესთავაზა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს იოსებ დიმიტრის ძე ავალიშვილმა სასტიპენდიო ვალი 350 მანეთი გადაიხადა, ელენე ჩიჯავაძემ – 500, იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილმა – 100.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით ფრეილინის N 2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ საზოგადოებას განყოფილებები ჰქონდა ცხინვალში, ყვირილაში, ჭიათურაში, ჩოხატაურში, განჯაში, თბილისში, ყარსში, სარაყამისში, ბორჩალოში, გროზნაში, ფუქში, პეტროვსკსა და ხარაგაულში.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 18 აპრილს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას ანასტასია დავითის ასულ ჩოლოყაშვილის თელავის აგენტად დანიშვნა შესთავაზა.