ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49217

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „არხეოლოგიური კრების გათავება“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბ. მარკოვის საჩივარი“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 26 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „თბილისის გიმნაზიის იუბილე“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 8 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ მარჯორი უორდროპს მისწერა, რომ თანახმა იყო პოემა „განდეგილის“ ინგლისური თარგმანის გამოცემაზე და ძმასთან ერთად საქართველოში დაპატიჟა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 19 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში „ბანკეტი პროფესორ ჩუბინოვის პატივსაცემად“ ილია ჭავჭავაძის ბანკეტზე წარმოთქმული სიტყვა დაიბეჭდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 19 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს მისწერა, რომ რამდენიმე დღეში საგურამოში ოცამდე სტუმარს ელოდებოდა და თადარიგის დაჭერა სთხოვა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოვიდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიში.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 4 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 3 სექტემბერი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მინისტრის მოლოდინში“.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 28 აგვისტო“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სოფლის მეურნეობა რუსეთში“.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ვასილ გამრეკელის წერილი. იგი ახალციხეში მცხოვრებ ქართველთა სახელით შუამდგომლობას სთხოვდა, წმინდა მარინეს სახელობის ადგილობრივ ეკლესიაში ქართული ენის მცოდნე სასულიერი პირი დაენიშნათ.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ შეადგინა პირობის წერილი, რომლის თანახმადაც მოჯამაგირედ აიყვანა დუშეთის მაზრის სოფელ საგურამოს მცხოვრები სანდრო უნდილაშვილი.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ყვარლის მოურავის გიორგი გიგინაშვილის წერილი საოჯახო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებით.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილის „ტფილისი, 18 სექტემბერი“ დასაწყისი. წერილი ილიას თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი სარჩიელი სოფლის მეურნეობის ძვირფას დარგებზე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 8 იანვარს“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „ტფილისი, 4 იანვარი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 იანვარს ილია ჭავჭავაძემ აკაკი წერეთელს გაუგზავნა ვრცელი წერილი, რომლითაც საგანგებოდ სთხოვა გაზეთ „ივერიაში“ თანამშრომლობა და დასძინა, რომ უმისობა გაზეთისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 3 იანვარი“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოვიდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მმართველობის განვლილი წლის ანგარიში.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „იმერული „დანოსები“.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძესთან გაგზავნილ წერილში ეკატერინე გაბაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ბანკმა დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის, ბარბარე ნიკოლოზის ასულ ყიფიანის ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის ხარჯები არ დააფინანსა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ბათუმის სკოლა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 9 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ ივანე გვარამაძეს მისწერა და სთხოვა, ეცნობებინა, რამდენი შეგირდი სწავლობდა ხიზაბავრის ერთწლიან სამრევლო სკოლაში და რა სასკოლო ნივთები სჭირდებოდათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ქართველები საქართველოში“ დასაწყისი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიის „ქართველები საქართველოში“ დასასრული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 28 ოქტომბერს გაზეთ „შრომაში“ ყლურწის ფსევდონიმით დაბეჭდილ იუმორისტულ ფელეტონში „ილია ჭავჭავაძე – რედაქტორი“ „ილია ჭავჭავაძე – ბანკის მმართველს“ ბანკის დარბაზში „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის სხდომის ჩატარების აკრძალვის გამო უჩივის.