ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს პეტრე ჯუმბარია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს დიმიტრი დავითის ძე ჯუმუხაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ანა ივანეს ასული ჯუმუხაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს ხარლამპ ლაზარეს ძე ძაძამია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ლეჩხუმში.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ივანე კოლელაშვილი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი თელავში.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, პეტრე პავლეს ძე ხუნდაძე იყო საზოგადოების დამხმარე წევრი თელავში.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქალთა კრების ოქმი ილია ჭავჭავაძის ფონდის შესახებ. სხდომის ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძემ.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება ხელთუბნის სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 22 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იროდიონ ევდოშვილის თხოვნა სალიტერატურო ფონდიდან დამარების აღმოჩენის შესახებ. გამგეობამ მისთვის სამი თუმნის მიცემა გადაწყვიტა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს დელეგატთა კრების მოხსენება ილია ჭავჭავაძის ფონდის შესახებ. მოხსენების ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძემ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თ. კიკვაძის მოხსენება საზოგადოებრივ საქმეთა მდგომარეობის შესახებ და ვართაგავას მოხსენება. კრებამ მოისმინა მხოლოდ კიკვაძის განცხადება და პრეზიდიუმის პასუხი, ამიტომ განჩინების თანახმად ამ საკითხის განხილვა გადაიდო.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ გოგიტიძის თხოვნა საზოგადობის ბიბლიოთეკიდან ხელნაწერების თხოვების შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკა ქუთათელაძის მოხსენება (რეცენზია) იპოლიტე ვართაგავას „სიტყვათა თეორიის შესახებ“. გამგეობამ ქუთათელაძისთვის 10 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგის, ნიკო ცხვედაძის, განცხადება აკაკი წერეთლისთვის დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მას 10 თუმნით დახმარებოდნენ.

1905

ტიპი: თანამდებობა

კონსტანცია მეფისაშვილისა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: თანამდებობა

ელენე ლორთქიფანიძისა იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარაგაულის ბიბლიოთეკის ზედამხედველი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ელისაბედ (მაკრინე) ქაიხოსროს ასული ამირაჯიბი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი გორში.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ანა ახალშენიშვილის თხოვნა, მისი მეუღლის, ივანე ახალშენიშვილის ნათარგმნი წიგნის, „კბილების“ შეძენის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის 1921 წლის 22 აპრილის ოქმიდან ირკვევა, რომ საინგილოს დელეგაცია ყოფილა განათლების კომისართან, რომელიც დახმარებას შეჰპირდა მომავალში.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ერევანში.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბესარიონ ჭილაძე იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ზუგდიდში.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს სვიმონ კონსტანტინეს ძე ესაკია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს მარიამ ანდრიას ასული ესაულოვისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.