რეგისტრირებული ფაქტები50101
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს გრიგოლ ლუკას ძე ერქომაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ახალ წევრთა მიღება-დამტკიცების, გამგეობაში მოქმედი ანგარიშის დამტკიცებისა და 1918-19 წლების ხართაღრიცხვის დამტკიცების საკითხი განიხილეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივლისს ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს მასწავლებელთა დამატებით მოწვევა-არმოწვევის საკითხი. საშუალების არქონის შემთხვევაში გამგეობას უნდა გადაეწყვიტა, ჩაებარებინა თუ არა ორი განყოფილება ერთი მასწავლებლისთვის.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 6 ივნისს დავით ალექსანდრეს ძე მგელაძემ ატესტატი ნოტარიულად დასამოწმებლად ნოტარიუს კონსტანტინე ალექსის ძე ბახტაძეს მიუტანა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ფეხზე ადგომით პატივი სცეს განსვენებული ტიტე კახიძის ხსოვნას. გამგეობამ ორმოცი დღის შემდეგ პანაშვიდის გადახდა გადაწყვიტა, რომელსაც მთელი შემადგენლობით უნდა დასწრებოდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივლისს ვასილ ბესარიონის ძე კახიძის თავმჯდომარეობით თელავში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს სასწავლებლებში მოსწავლეთა რაოდენობის საკითხი. განყოფილებებში მოსწავლეთა რაოდენობის განსაზღვრა გამგეობის წევრებსა და მასწავლებლებს დაავალეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე განხილული სასკოლო სექციის მოხსენების თანახმად, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი ვერ ეგუებოდა ზუგდიდის ნესტიან ჰაერს და ხშირად ავადმყოფობდა. სწორედ ავადმყოფობას მიიჩნევდა გამგეობა მისი უნაყოფო მუშაობის მიზეზად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივლისს თელავში ვასილ ბესარიონის ძე კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე განყოფილების გამგეობის 1911 წლის მუშაობის ანგარიში განიხილეს.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-26 აპრილის შემოსავალი 607. 32 მანეთი იყო, ხარჯი – 949. 45 მან. საზოგადოებას სულ ჰქონდა 18 791. 19 მან., ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1912
ტიპი: ავტორობა
კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტ იოსებ ირემაშვილის 1912 წლის 12 ივნისის წერილიდან ირკვევა, რომ იაკობ გოგებაშვილი მამობრივ მზრუნველობას არ აკლებდა მას (ისევე, როგორც ძმისწულ შალვას) და ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 10 მანეთს უგზავნიდა, გარდაცვალების წინ კი 300 მანეთის დახმარება აღუთქვა სიტყვიერად, თუმცა ხელმოწერით დამტკიცება ვეღარ მოასწრო. საჭიროების შემთხვევაში იოსების ნათქვამის დადასტურება შეეძლო შალვა გოგებაშვილს, როგორც ბიძის დაპირების მოწმეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივლისს თელავში ვასილ ბესარიონის ძე კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძის მამულის თელავის განყოფილებისთვის გადაცემის საკითხი განიხილეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 ოქტომბერს ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის მოხსენება ადგილობრივ ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 27 აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ცხვედაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დამტკიცდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ანა მეფარიშვილი, დიომიდე ივანეს ძე მდინარაძე, გიორგი დავითის ძე მჭედლიშვილი და ფანო ილიკოს ძე მაღრაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ბენედიქტე ქრისტეფორეს ძე მეფარიშვილი, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე, თევდორე მანუელის ძე მურადაშვილი და პეტრე ზაქარიას ძე მარტორეკიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ იოსებ თევდორეს ძე მეტრეველი, რაჟდენ ივლიანეს ძე მიქაძე, ივანე გიორგის ძე მეჭურჭლიშვილი და ივანე საჩინოს ძე მესხიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იოსებ გიორგის ძე მშვიდობაძე, ლეონტი ოთარის ძე მამალაძე, ნიკოლოზ დავითის ძე მიქაძე, ნიკოლოზ პეტრეს ძე მეზვრიშვილი და ვლადიმერ სოლომონის ძე მჭედლიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ იაგორ დავითის ძე მათიაშვილი, ანდრია ალექსის ძე მეტრეველი, ვასილ ალექსანდრეს ძე მესხიშვილი და ნიკოლოზ ზურაბის ძე მინდიაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დომენტი ივანეს ძე მაქასაროვი, ანა (ანეტა) მათურელი, მიხეილ ფილიპეს ძე მგალობლიშვილი, მიხეილ მიქატაძე და ანეტა მამუჩაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი, ისიდორე იოსების ძე გვარჯალაძე, კონსტანტინე სიმონის ძე ღაღანიძე და იაკინთე ექვთიმეს ძე ღაღანიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ დიმიტრი მაქსიმეს ძე გვამიჩავა, სპირიდონ იესეს ძე გაბელაშვილი და შალვა იულონის ძე გოგუაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.