რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1911 წლის 25 ნოემბერს კიევის კომერციული ინსტიტუტის კავკასიური სათვისტომოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი სათვისტომოს მატერიალურად ყველაზე შეჭირვებული წევრი იყო: წვრილშვილის პატრონს არავინ ჰყავდა ხელის მომმართავი (ბეჭდითა და ხელმოწერებით ადასტურებენ სათვისტომოს თავმჯდომარე შალვა გოგებაშვილი და მდივანი გედეონ მეფარიშვილი).
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ლავრენტი აგლაძისთვის თონეთის სკოლის საორგანიზაციო საკითხების თანხის, 2 მანეთის, გადაცემის შესახებ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მეჯვრისხევში ეკატერინე გიორგის ასულ ერისთავის თაოსნობით ბიბლიოთეკა დაარსდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ა. ციცაგიშვილის გამგეობით მთავრობის ნებართვის გარეშე ამუშავდა ალის ბიბლიოთეკა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სოფელ ლეღვანში დასკალ, ვლადიმერ და ყარამან მაღრაძეების შეწირულ მიწაზე რვა სოფლის მოსახლეობამ ერთობლივად ააგო სკოლისთვის ერთსართულიანი ხის შენობა, რომელიც 2000 მანეთამდე დაუჯდათ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წელს გაიხსნა ბაქოს ქართული ბიბლიოთეკა და მის გამგედ დ. მკერვალიშვილი დანიშნეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ალექსანდრე არდიშვილის თაოსნობით სახალინში გადასახლებული ქართველებისთვის დაარსდა ქართული ბიბლიოთეკა.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ივანე (ანანია) პავლეს ძე ემელიანოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს ნიკოლოზ ბიძინას ძე ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს სვიმონ გიორგის ძე ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს მარიამ ზაქარიას ასული ერისთავისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს სოფიო გიორგის ასული ერისთავისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს გრიგოლ ლუკას ძე ერქომაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ახალ წევრთა მიღება-დამტკიცების, გამგეობაში მოქმედი ანგარიშის დამტკიცებისა და 1918-19 წლების ხართაღრიცხვის დამტკიცების საკითხი განიხილეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივლისს ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს მასწავლებელთა დამატებით მოწვევა-არმოწვევის საკითხი. საშუალების არქონის შემთხვევაში გამგეობას უნდა გადაეწყვიტა, ჩაებარებინა თუ არა ორი განყოფილება ერთი მასწავლებლისთვის.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 6 ივნისს დავით ალექსანდრეს ძე მგელაძემ ატესტატი ნოტარიულად დასამოწმებლად ნოტარიუს კონსტანტინე ალექსის ძე ბახტაძეს მიუტანა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ფეხზე ადგომით პატივი სცეს განსვენებული ტიტე კახიძის ხსოვნას. გამგეობამ ორმოცი დღის შემდეგ პანაშვიდის გადახდა გადაწყვიტა, რომელსაც მთელი შემადგენლობით უნდა დასწრებოდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივლისს ვასილ ბესარიონის ძე კახიძის თავმჯდომარეობით თელავში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს სასწავლებლებში მოსწავლეთა რაოდენობის საკითხი. განყოფილებებში მოსწავლეთა რაოდენობის განსაზღვრა გამგეობის წევრებსა და მასწავლებლებს დაავალეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის სხდომაზე განხილული სასკოლო სექციის მოხსენების თანახმად, ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი ვერ ეგუებოდა ზუგდიდის ნესტიან ჰაერს და ხშირად ავადმყოფობდა. სწორედ ავადმყოფობას მიიჩნევდა გამგეობა მისი უნაყოფო მუშაობის მიზეზად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 ივლისს თელავში ვასილ ბესარიონის ძე კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე განყოფილების გამგეობის 1911 წლის მუშაობის ანგარიში განიხილეს.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-26 აპრილის შემოსავალი 607. 32 მანეთი იყო, ხარჯი – 949. 45 მან. საზოგადოებას სულ ჰქონდა 18 791. 19 მან., ასევე სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.
1912
ტიპი: ავტორობა
კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტ იოსებ ირემაშვილის 1912 წლის 12 ივნისის წერილიდან ირკვევა, რომ იაკობ გოგებაშვილი მამობრივ მზრუნველობას არ აკლებდა მას (ისევე, როგორც ძმისწულ შალვას) და ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 10 მანეთს უგზავნიდა, გარდაცვალების წინ კი 300 მანეთის დახმარება აღუთქვა სიტყვიერად, თუმცა ხელმოწერით დამტკიცება ვეღარ მოასწრო. საჭიროების შემთხვევაში იოსების ნათქვამის დადასტურება შეეძლო შალვა გოგებაშვილს, როგორც ბიძის დაპირების მოწმეს.