ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51262

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ნოე სიმონის ძე ვაშაკიძე, ვასილ ვარვარიძე, ისიდორე იასონის ძე ვადაჭკორია და პეტრე ვერულაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ თევდორე იაგორის ძე ვასაძე, ზოსიმე გიორგის ძე ვაშაკიძე, ელისაბედ კონსტანტინეს ასული ვარაზაშვილი და პლატონ დიმიტრის ძე ვაჩაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო კირილე მიხეილის ძე ვარდიშვილი. მას საწევრო სრულად ჰქონდა გადახდილი.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის მოხსენება წიგნის მაღაზიის გადატანასთან დაკავშირებით.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ბესარიონ ბერეჟიანი, ანტონ ბედოშვილი, ლეონტი ბარკალაია, ლეონტი სოლომონის ძე ბოკერია და ივანე ანტონის ძე ბერიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს გერგეთის სკოლის მასწავლებელმა ისიდორე ტატიშვილმა განათლება კავკავის საქალაქო სკოლაში მიიღო და შემდეგ დაწყებითი სკოლის პედაგოგობის უფლება მოიპოვა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლა გაიხსნა. სკოლა 3000 მანეთად ღირებულ საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული, რომელიც 3 ოთახისგან შედგებოდა. პედაგოგი ისიდორე ტატიშვილი სკოლის შენობაში ცხოვრობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს საზოგადოება ბორბალოს სკოლას (მასწავლებელი ივლიტა კოტეტიშვილი) 714. 21 მანეთით დაეხმარა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლაში პედაგოგ ივლიტა კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით სალიტერატურო დილა მოეწყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლაში (მასწავლებელი ივლიტა კოტეტიშვილი) სავალდებულო საგნებთან ერთად ბავშვები ბუნებისმეტყველებას, ხატვას, ხაზვასა და სიმღერასაც სწავლობდნენ.

1916

ტიპი: მფლობელობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორბალოს (თბილისის მაზრა) სკოლას მასწავლებელ ივლიტა კოტეტიშვილისთვის სულ 12 წიგნი ჰქონდა, მათგან 6 მიმდინარე სასწავლო წელს 5 მანეთად და 40 კაპიკად შეიძინა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გაბრიელ ეპისკოპოსის ბიბლიოთეკის გამგის თხოვნა დახმარების თაობაზე. საზოგადოების გამგეობამ მას უსახსრობის გამო უარი უთხრა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლის მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი სხვა საგნებთან ერთად საღვთო სჯულსაც ასწავლიდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 მაისს დიმიტრი ექვთიმეს ძე კალანდარიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, დიმიტრი კალანდარიშვილისთვის კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლევან ნიკოლოზის ძე დიასამიძე, დავით გიორგის ძე ხართიშვილი და შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს ანეტა კაპანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გლეხებში გასავრცელებლად წიგნები და რვეულები სთხოვა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების განყოფილებათა დაარსების შესახებ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს პეტრე სურგულაძის მიმართვა, გამგეობა დახმარებოდა ქართველ მასწავლებელთა საზოგადოებას, რომელიც რუსეთის მასწავლებელთა კავშირის კრებაზე წარმომადგენელს გზავნიდა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს პავლე შერმადინის ძე ჭყონია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში რაჟდენ ბარამიძისთვის 1. 84 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რკინიგზელთა კავშირის გამგეობასთან არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო კომისიის თხოვნა მაღაზიიდან კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 100 000 მანეთის წიგნების მიცემა გადაწყვიტა, იმ პირობით, თუ 50 000 მანეთს საზოგადოებას წინასწარ გადასცემდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 4 აპრილს სვიმონ არჩილის ძე ციციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გროზნოს განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ზაქარია ჭიჭინაძის მოხსენება ბათუმში ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილი საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი იყო.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს რევიზორ ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება ბათუმის, ძველი სენაკისა და წინარეხის სკოლების მდგომარეობის შესახებ.