რეგისტრირებული ფაქტები50101
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის მთავარი გამგის სამსონ ბახტაძის მოხსენება მაღაზიის საქმეთა მოწესრიგების შესახებ. ბახტაძის აზრით, გამგისა და მისი თანაშემწისთვის უნდა მიეცათ გარკვეული პროცენტი საერთო შემოსავლიდან. წინა კრებაზე დასმული ეს საკითხი გამგეობის დავალებით პრეზიდიუმს უნდა განეხილა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად და მოეხსენებინა შემდეგ კრებაზე. განჩინების თანახმად, მაღაზიას უნდა ჰყოლოდა მთავარი გამგეობის წინაშე პასუხისმგებელი გამგე და მისი თანაშემწე, რომელიც თავის მხრივ პასუხს აგებდა გამგის წინაშე. გამგეობამ დაადგინა, რომ ყველა მოსამსახურე პირისთვის (ამ კატეგორიაში შედიოდნენ საწყობის გამგეცა და ბუღალტერიც) ყოველწლიურად გადაედოთ 1% საერთო ნავაჭრიდან. დანაკლისზე ყველა აგებდა პასუხს. მოლარისთვის უნდა მიეცათ თვეში 500 მანეთი გადასაყოლებელი, ასევე მონარჩენი ხურდაც. პროცენტი და დანაკლისი განაწილებულიყო ჯამაგირის პროპორციულად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების სასარგებლოდ ბაქოში გამართული ქართული საღამოს საორგანიზაციო კომიტეტის წერილი, რომელშიც წევრები ითხოვდნენ 26 მარტს საზოგადოებისთვის გამოგზავნილი თანხიდან (2 795 მან. 40 კაპ.) ბაქოს ქართულ-რუსული წიგნსაცავის გამგის, თავად ივანე ასლანის ძე ვაჩნაძისთვის გაეგზავნათ 795 მანეთი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ გიორგი ესებუა, მიხეილ გიორგის ძე ერისთავი და ვასილ ნიკოლოზის ძე ერისთავი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: სუბათა ერაძე, მაგდალინა ედიშერაშვილი, კონსტანტინე სილოვანის ძე ელიავა, რაჟდენ პავლეს ძე ესებუა და საშა პანფილეს ძე ესებუა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ გერვასი დოლიძე, ნესტორ პეტრეს ძე დანელია, დავით ბაგრატის ძე დოლიძე და ივანე ვლადიმერის ძე დეკანოსიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: თამარ ალექსანდრეს ასული დარჩიაშვილი, ევგენი სამსონის ძე დარჩია, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, იოსებ გოტუას ძე დანელია და ნოე მაქსიმეს ძე დოლიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ივანე თევდორეს ძე დუშურაშვილი და ბარბარე ივანეს ასული დგებუაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სენაკის სკოლის მასწავლებლის, პოლიკარპე ლორთქიფანიძის თხოვნა ამავე სკოლის ინსპექტორად დანიშვნის შესახებ.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს თბილისის პირველი ბიბლიოთეკის თავმჯდომარე იყო ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა, ახალციხის – კონსტანცია სეიმანის ასული მეფისაშვილი, უდეს – მიხეილ მერაბიშვილი, თბილისის მესამე ბიბლიოთეკის – მარიამ ივანეს ასული დემურია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, მიხეილ ჯანაშვილმა წინარეხის სკოლას 37 მანეთი გადასცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ანგარიში მიხეილ ჯანაშვილისთვის წინარეხის სკოლის სარემონტო თანხის, 40 მანეთის გადაცემის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ფილიპე გოგიჩაშვილის განცხადება სალიტერატურო კრებულის გამოცემის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პართენ გოთუას წინადადება საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტის გამართვის შესახებ.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სამზრუნველოდან წარდგენილი მოხსენება დომენტი ოყროშიძის ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორად დანიშვნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით ოყროშიძე ამ თანამდებობის დროებით შემსრულებლად აირჩიეს. განჩინებას ხელი მოაწერა თავმჯდომარის ამხანაგმა ნიკო ცხვედაძემ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრის, ივანე რატიშვილის მოხსენება 1898 წლის 22 ოქტომბერს წინარეხის სკოლის კურთხევის შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ანტონ სოლომონის ძე ვერხვიაშვილი, ვალერიან სტეფანეს ძე ვაშაკიძე, კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ვაშაკიძე, ვიქტორ ვაცაძე და მარიამ ვაშაყმაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ვასილ ალექსის ძე ვაშაკიძე, გიორგი თევდორეს ძე ვაზაგაშვილი და ზაქარია ვაშაკიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ნოე სიმონის ძე ვაშაკიძე, ვასილ ვარვარიძე, ისიდორე იასონის ძე ვადაჭკორია და პეტრე ვერულაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ თევდორე იაგორის ძე ვასაძე, ზოსიმე გიორგის ძე ვაშაკიძე, ელისაბედ კონსტანტინეს ასული ვარაზაშვილი და პლატონ დიმიტრის ძე ვაჩაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო კირილე მიხეილის ძე ვარდიშვილი. მას საწევრო სრულად ჰქონდა გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ბესარიონ ბერეჟიანი, ანტონ ბედოშვილი, ლეონტი ბარკალაია, ლეონტი სოლომონის ძე ბოკერია და ივანე ანტონის ძე ბერიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.