ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1910

ტიპი: ღონისძიება

ქშწკგ საზოგადოების კავკავის განყოფილების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის თანახმად, იოსებ სოლომონის ძე ხოლოევმა ბანკში 200 მანეთი შეიტანა სკოლის სახელზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში მიხეილ ამირიძისთვის წიგნების თანხის – 9 მან. 80 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დავით ღუდუშაური, დავით გოჩიტაშვილი, გიორგი გოლაშვილი და შალვა გოგოლაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ბოკია გერგაია, კონსტანტინე გობეჩია, აქვსენტი გუთის ძე გურალია, გიორგი გოგია და სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი, საზონი მიხეილის ძე გულისაშვილი, ილია სპირიდონის ძე გოგოლაშვილი, ალექსანდრე დავითის ძე გულისაშვილი და ლუკა ჯამულეთის ძე გაბუნია. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნინო გულივერდაშვილი, მარკარ გურგენოვი, კოტე ლუკას ძე გუკასიშვილი და მიხეილ ალექსანდრეს ძე გიჟიმყრელი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: პარასკევა დიმიტრის ასული გეგელია, თამარ სილიბისტროს ასული გველესიანი, ვლადიმერ დიმიტრის ძე გოლიაძე, დავით იოსების ძე გოგორიშვილი და მაქსიმე ონისიმეს ძე გაჟონია. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ფალიაშვილს მარტისა და აპრილის ჯამაგირი 40 მანეთი გადასცეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს ანგარიში, რომ მიხეილ ჯანაშვილს წინარეხის სკოლისთვის რვა მაგიდის გასაკეთებლად (37 მანეთის გარდა) დამატებით გადაეცა 31 მან., სკოლის შენობის დურგლის სამუშაოსთვის – 6 მან., მაგიდების წინარეხში წასაღებად – 3 მან. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ზაქარია ჭიჭინაძის თხოვნა მისი გამოცემული წიგნების შეძენის შესახებ. გამგეობამ მას უფულობის გამო უარი უთხრა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საწყობის გამგე ლავრენტი სანაძე სთხოვს ერთთვიან შვებულებას 18 ივლისიდან. 15 ივლისს გამგეობის კრება არ გაიმართა, რადგან დამსწრეთა სიმცირის გამო კვორუმი არ შედგა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ჩუბინაშვილის მოხსენება რუსულ-ქართული ლექსიკონის 500 ეგზემპლარის შესყიდვის შესახებ. გამგეობამ თანხის არქონის გამო უარი თქვა ჩუბინაშვილის წინადადებაზე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელთა თხოვნა, გამგეობა დახმარებოდა უმიზეზოდ დაკავებულ პოლიკარპე ლორთქიფანიძეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, იაკობ მანსვეტაშვილმა, მიხეილ საბინინისგან გასაყიდად მიიღო „საქართველოს სამოთხის“ 4 ეგზემპლარი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის მთავარი გამგის სამსონ ბახტაძის მოხსენება მაღაზიის საქმეთა მოწესრიგების შესახებ. ბახტაძის აზრით, გამგისა და მისი თანაშემწისთვის უნდა მიეცათ გარკვეული პროცენტი საერთო შემოსავლიდან. წინა კრებაზე დასმული ეს საკითხი გამგეობის დავალებით პრეზიდიუმს უნდა განეხილა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად და მოეხსენებინა შემდეგ კრებაზე. განჩინების თანახმად, მაღაზიას უნდა ჰყოლოდა მთავარი გამგეობის წინაშე პასუხისმგებელი გამგე და მისი თანაშემწე, რომელიც თავის მხრივ პასუხს აგებდა გამგის წინაშე. გამგეობამ დაადგინა, რომ ყველა მოსამსახურე პირისთვის (ამ კატეგორიაში შედიოდნენ საწყობის გამგეცა და ბუღალტერიც) ყოველწლიურად გადაედოთ 1% საერთო ნავაჭრიდან. დანაკლისზე ყველა აგებდა პასუხს. მოლარისთვის უნდა მიეცათ თვეში 500 მანეთი გადასაყოლებელი, ასევე მონარჩენი ხურდაც. პროცენტი და დანაკლისი განაწილებულიყო ჯამაგირის პროპორციულად.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების სასარგებლოდ ბაქოში გამართული ქართული საღამოს საორგანიზაციო კომიტეტის წერილი, რომელშიც წევრები ითხოვდნენ 26 მარტს საზოგადოებისთვის გამოგზავნილი თანხიდან (2 795 მან. 40 კაპ.) ბაქოს ქართულ-რუსული წიგნსაცავის გამგის, თავად ივანე ასლანის ძე ვაჩნაძისთვის გაეგზავნათ 795 მანეთი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ გიორგი ესებუა, მიხეილ გიორგის ძე ერისთავი და ვასილ ნიკოლოზის ძე ერისთავი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: სუბათა ერაძე, მაგდალინა ედიშერაშვილი, კონსტანტინე სილოვანის ძე ელიავა, რაჟდენ პავლეს ძე ესებუა და საშა პანფილეს ძე ესებუა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ გერვასი დოლიძე, ნესტორ პეტრეს ძე დანელია, დავით ბაგრატის ძე დოლიძე და ივანე ვლადიმერის ძე დეკანოსიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: თამარ ალექსანდრეს ასული დარჩიაშვილი, ევგენი სამსონის ძე დარჩია, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, იოსებ გოტუას ძე დანელია და ნოე მაქსიმეს ძე დოლიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ივანე თევდორეს ძე დუშურაშვილი და ბარბარე ივანეს ასული დგებუაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სენაკის სკოლის მასწავლებლის, პოლიკარპე ლორთქიფანიძის თხოვნა ამავე სკოლის ინსპექტორად დანიშვნის შესახებ.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს თბილისის პირველი ბიბლიოთეკის თავმჯდომარე იყო ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა, ახალციხის – კონსტანცია სეიმანის ასული მეფისაშვილი, უდეს – მიხეილ მერაბიშვილი, თბილისის მესამე ბიბლიოთეკის – მარიამ ივანეს ასული დემურია.

1905

ტიპი: განათლება

1905 წელს მღვდელმა გიორგი გრიგოლის ძე ნათაძემ დაასრულა თბილისის სემინარია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, მიხეილ ჯანაშვილმა წინარეხის სკოლას 37 მანეთი გადასცა.