რეგისტრირებული ფაქტები51262
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ალექსი დავითის ძე კვირიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გიორგი დავითის ძე მაყაშვილი, გრიგოლ დავითის ძე მორთულაძე, ალექსანდრა დიმიტრის ასული მაყაშვილი, გიორგი ალექსანდრეს ძე მაყაშვილი და ნიკოლოზ გიორგის ძე მრევლიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: თომა ლაზარეს ძე მელქაძე, ზაქარია მანგიაშვილი, ანასტასია ივანეს ასული მამალაძე, მელიტონ იოსების ძე მშვენიერაძე და ივანე გრიგოლის ძე მინასოვი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ზაქარია გრიქუროვისთვის 83 მან. 20 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გრიგოლ ვასილის ძე გოგინაშვილი, პელაგია ბესარიონის ასული გერგელაძე, ანა გიორგის ასული გოჩიტაშვილი, გიორგი იოსების ძე გედევანიშვილი და იოსებ გ.-ს ძე გედევანიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო ზაქარია გიორგაძე და მას საწევრო სრულად ჰქონდა გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნატალია გახოკია, ევგენია მათეს ასული გიგაური, გრიგოლ პავლეს ძე გიკაშვილი, ვლადიმერ ანდრიას ძე გელიაშვილი და ალექსი დავითის ძე გიორგობიანი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვარვარა ესტატეს ასული გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბაქარის ძე გეგეჭკორი, არჩილ ფილიპეს ძე გოცაძე, ისიდორე გიგოს ძე გოგეშვილი და იაგორ ნიკოლოზის ძე გიორგაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: კონსტანტინე მიხეილის ძე გოგიძე, ზალიკო იოსების ძე გლურჯიძე, დავით მოსეს ძე გოჩიაშვილი, ისაკ მოსეს ძე გოჩიაშვილი და გიორგი გიგოს ძე გოგიტიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1905
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, მღვდელი ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილი გომარეთის სკოლაში ექვსი წელი ასწავლიდა.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 17 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების წევრობის უფლება ჩამოერთმეოდა იმ წევრს, რომელიც ერთი წლის საწევრო გადასახადს არ გადაიხდიდა. წევრობის უფლებას კი მიიღებდა მაშინ, როცა დარჩენილ ერთიან საწევრო გადასახადს დაფარავდა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, წევრები: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ე. ა. ყაზახიშვილი კავკავის სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 420 მანეთს შეადგენდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი ერთი წელი კავკავის სკოლის პედაგოგი იყო და მისი ხელფასი 360 მანეთს შეადგენდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე კავკავის სკოლის პირველი განყოფილების პედაგოგი იყო, იქ თორმეტი წლის განმავლობაში ასწავლიდა და მისი ხელფასი 670 მანეთს შეადგენდა.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრები, რომლებმაც საწევრო 300 მანეთი გადაიხადეს იყვნენ ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთაშვილი-მხარგრძელი, ერეკლე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი (მუხრანსკი), ბარბარე ერეკლეს ასული ბაგრატიონ-მუხრანბატონისა (მუხრანსკისა) და ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა რუსული ენის სახელმძღვანელო 100 გვერდამდე ისწავლეს; ათი არაკი და ლექსები – 14 გვერდამდე; წაიკითხეს ლევ ტოლსტოის პირველი და მე-2 წიგნი; გრამატიკიდან ისწავლეს მეტყველების ნაწილები; შეეძლოთ ზამთრის სურათის აღწერა; მათემატიკიდან იცოდნენ ოთხივე მოქმედება, შედგენილი რიცხვები, ამოცანები შეკრება-გამოკლებაზე; სამშობლოს აღწერიდან – დასავლეთი საქართველო; საღვთო სჯულიდან – ძველი აღთქმა და თორმეტი დღესასწაული, მთავარი ლოცვები როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზე და ქართველ წმინდანთა ცხოვრება: წმ. ნინოს, ანდრია მოციქულის, დავითისა და კონსტანტინესი. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა „დედა ენიდან“ გვ. 61-107, ცხრა არაკი და ლექსები ისწავლეს, წაიკითხეს ეგნატე ნინოშვილის სამი მოთხრობა და ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“; გრამატიკიდან ისწავლეს მეტყველების ნაწილები; საქართველოს ისტორიიდან – მოთხრობები: ფარნავაზის, წმ. ნინოს, ვახტანგ გორგასლის, არაბთა შემოსევის, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის შესახებ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა ისწავლეს „ბუნების კარის“ გვ. 133-150 და 156-198, აგრეთვე, ცამეტი ლექსი ზეპირად და არაკი „სამი ძმა"; საქართველოს ისტორიიდან – მოთხრობები ვახტანგ გორგასლის შესახებ; გრამატიკა – სილოვან ხუნდაძის სახელმძღვანელოთი; რუსული ენის სახელმძღვანელოდან – პროგრამის მცირე ნაწილი და გაიმეორეს გასულ წელს ნასწავლი მასალა; გრამატიკიდან – ბრუნვა; ანგარიშიდან – ოთხივე მოქმედება; საღვთო სჯულიდან – ძველი აღთქმის ათი ტექსტი და ახალი აღთქმა ამაღლებამდე. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის პედაგოგი ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილი 44 წლის იყო.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებმა „ბუნების კარიდან“ ისწავლეს სამი მოთხრობა; „ბუნებისმეტყველებიდან“ – 26 სტატია და 10 ლექსი; გრამატიკიდან – მეტყველების ნაწილები ზმნამდე და ბრუნვა; რუსული ენის სახელმძღვანელო – 66-ე გვერდამდე; მათემატიკიდან – წერით სამი მოქმედება: შეკრება, გამოკლება და გამრავლება, აგრეთვე, სიგრძის, წონისა და დროის ერთეულები; საღვთო სჯულიდან – ძველი და ახალი აღთქმა პლატონ ეგნატეს ძე იოსელიანის სახელმძღვანელოდან და ლოცვები. ასევე მოსწავლეებმა იცოდნენ სამშობლოს აღწერა – დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო. ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მე-2 განყოფილებას ქართულ ენას მთელი წლის განმავლობაში ანდრო (ანდრია) ანტონის ძე შუბლაძე ასწავლიდა.