ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51262

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს მიხეილ ივანეს ძე ბადრიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს მღვდელი ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს დავით ივანეს ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს გიორგი ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს იოსებ მიხეილის ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს პავლე ბაჭუას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს სპირიდონ იოსების ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლიდან ანასტასია დიმიტრის ასული ბაქრაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ფოტოგრაფ ვასილ როინაშვილის თხოვნით რუსეთიდან გამოეწერათ 226 მანეთის ღირებულების სურათების ბლანკები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივლისს თელავში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების წლიური კრება. თავმჯდომარემ დამსწრეებს გააცნო სავარაუდო შემოსავალი, რომელიც საზოგადოებას იმ დროისთვის შეიძლება მიეღო ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულიდან და ამ შემოსავლის ზრდის პერსპექტივა მამულში მდებარე ნაგებობებისა და წისქვილის შეკეთების შემთხვევაში. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე და წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წლიურ კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის იმდროინდელი მდგომარეობა. ხმათა უმრავლესობით კრებამ გამგეობას დაავალა თავადაზნაურობის წინაშე შუამდგომლობა მამულის გასამართავად და შენობების შესაკეთებლად თანხის მოსაპოვებლად. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე, წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ბათუმის სკოლის ყველა განყოფილებაში კარგად ისწავლებოდა ქართული და რუსული ენა; მოსწავლეების უმრავლესობა სუფთად და ლამაზად წერდა; დისციპლინა საკმაოდ კარგი იყო. ზოგადად, სკოლაში მასწავლებლები ნაყოფიერად მუშაობდნენ. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ბათუმის სკოლის მე-4 განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ლექსები კარგად იცოდნენ და ხსნიდნენ აზრს; საქართველოს ისტორიიდან ტექსტები ყველას ახსოვდა; უცნობ ტექსტებს კარგად კითხულობდნენ და ჰყვებოდნენ შინაარსს; რუსული ლექსებიც ზეპირად იცოდნენ და ხსნიდნენ მათ აზრს; გრამატიკა და მათემატიკა უჭირდათ; სამშობლოს აღწერიდან ნასწავლი საკმაოდ კარგად ახსოვდათ. აგრეთვე საკმაოდ კარგად იცოდნენ საღვთო სჯულის ტექსტები. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გერცენშტეინისთვის 1 მან. 20 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს პლატონ გიორგის ძე გიგინეიშვილი, ილია ანტონის ძე მელია, კაპიტონ გრიგოლის ძე მეუნარგია, ვლადიმერ დიმიტრის ძე რუხაძე, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, ილია ივანეს ძე ფერაძე და თეოფანე ვახტანგის ძე ჯაყელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრები იყვნენ. განყოფილებას სულ 655 წევრი ჰყავდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ასლან ლანდია, ლიდა ექვთიმეს ასული ლეჟავა, ანა ივანეს ასული ლომჯარია და დავით ლომთაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ფილიპე გლახუას ძე ლორია, ზაქარია პეტრეს ძე ლაბაური, ესტატე გიორგის ძე ლომიძე და გიორგი გლახას ძე ლიპარტიანი (ლეპარიტლია). მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ სარდიონ კაკულია, ივანე კეკელია, სოფიო კევლიშვილი და სალომე ალექსანდრეს ასული ლაკაპოვი (ლალაპოვი). მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მარიამ კობახიძე, იოანე სერაპიონის ძე ქავჟარაძე, დავით კოტარია და ბიჭიკო კვირკველია. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ დავით ილარიონის ძე კასრაძე, პანტელეიმონ საბას ძე კვირიკაძე, ვასილ ბესარიონის ძე კახიძე და ვასილ ივანეს ძე კუციავა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში გადამწერ ეკატერინე ბეჟანიშვილთან წიგნების გასაგზავნად დახარჯული 1 მან. 97 კაპ. შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 7 ივლისს თელავში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე აირჩიეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 7 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წლიურ კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრებად ფარული კენჭისყრით აირჩიეს: დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი და ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი.