ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50781

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვარლამ მინას ძე სანაძე (სანოიძე), ნინო სინაურიძე, ივანე სვანიძე, გრიგოლ იაგორის ძე სოლოღაშვილი და თევდორე მიხეილის ძე სურამელაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მიხეილ სხირტლაძე, სილიბისტრო ალექსის ძე სვანიძე და ვალიკო სვანიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნების დასაკაზმად 5 მან. 50 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ივანე მიხეილის ძე ბარათაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ნიკოლოზ იოსების ძე ბარნოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მიხეილ გოიცეხის ძე სობჩინსკი, მეთოდე სეხნიას ძე სილაქაძე, პელაგია სეფეს ასული სვანიძე, ბიქტორ ბიჭიას ძე სიხარულიძე და ვანო სტვილია. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიებისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიების განაწილების შესახებ. გამგეობამ სტიპენდიების განაწილების საკითხი მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 27 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეთოთხმეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, შალვა მიქელაძე და ფილიპე მგელაძე.

1905

ტიპი: განათლება

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მიხეილ ომანის ძე ჩინჩალაძემ დაასრულა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, მიხეილ ომანის ძე ჩინჩალაძე ქუთაისის სკოლაში ოცი წელი ასწავლიდა და მისი ხელფასი 1860 მანეთს შეადგენდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გერასიმე მათეს ძე ცაგარეიშვილი იყო ქუთაისის სკოლის პედაგოგი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე ახმეტელაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1899

ტიპი: ორგანიზაცია

1899 წელს ანაპოდისტე ახვლედიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს მიხეილ ივანეს ძე ბადრიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს მღვდელი ირაკლი გიორგის ძე ბაკურაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს დავით ივანეს ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს გიორგი ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს იოსებ მიხეილის ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს პავლე ბაჭუას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს სპირიდონ იოსების ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლიდან ანასტასია დიმიტრის ასული ბაქრაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ფოტოგრაფ ვასილ როინაშვილის თხოვნით რუსეთიდან გამოეწერათ 226 მანეთის ღირებულების სურათების ბლანკები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივლისს თელავში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების წლიური კრება. თავმჯდომარემ დამსწრეებს გააცნო სავარაუდო შემოსავალი, რომელიც საზოგადოებას იმ დროისთვის შეიძლება მიეღო ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულიდან და ამ შემოსავლის ზრდის პერსპექტივა მამულში მდებარე ნაგებობებისა და წისქვილის შეკეთების შემთხვევაში. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე და წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წლიურ კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის იმდროინდელი მდგომარეობა. ხმათა უმრავლესობით კრებამ გამგეობას დაავალა თავადაზნაურობის წინაშე შუამდგომლობა მამულის გასამართავად და შენობების შესაკეთებლად თანხის მოსაპოვებლად. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე, წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.