რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ილია ტოროშელიძის, ვლადიმერ ყანჩელის,სპირიდონ სპირიდონის ძე ჩომახიძის, რაისა ჩიხლაძის, ნინო სოლომონის ასულ ციციშვილის, მარიამ ლევანის ასულ ციციშვილისა და ვალერიან ანტონის ძე ძნელაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, 29 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის მოსახსენებელი პანაშვიდი წიწამურში გადაეხადათ, ხოლო 30-ში – მთაწმინდაზე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ივანე ივანეს ძე ქუთათელაძე და ეკატერინე ვასილის ასული აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის 26 სხდომიდან 22-ს დაესწრნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ წინარეხის სკოლის მასწავლებელ ივანე გიუნაშვილს იანვრის, თებერვლისა და მარტის ჯამაგირი 27.51 მანეთი გადაუხადა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ივანე იასეს ძე ორჯონიკიძე, ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილი და ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ღვარდიის სკოლაში გაეგზავნათ „დედა ენის“ პირველი ნაწილის 20 ეგზემპლარი. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში სერგო მდივანოვისთვის 9 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეცამეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, იპოლიტე ვართაგავა, დავით კარიჭაშვილი, ფილიპე მგელაძე და მუზეუმის ამშენებელი კომისიის წევრები: თავმჯდომარე, ექვთიმე თაყაიშვილი და მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ისაკ ილიას ძე ბასტოვინოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს მარიამ გრიგოლის ასული ბაუერი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წელს ვასილ ბებია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წელს ა. ბებურიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს თამარ გრიგოლის ასული ბეგთაბეგიშვილი (ბეგთაბეგოვი) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების მარტის ხარჯთაღრიცხვა. პირველ ბიბლიოთეკას დარჩა 7 მან. 88 კაპ. მეორეს – 14 მან. 96 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დავით ალექსის ძე სხირტლაძე, ივანე გიორგის ძე საათაშვილი და ლავრენტი ალექსანდრეს ძე სანაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვარლამ მინას ძე სანაძე (სანოიძე), ნინო სინაურიძე, ივანე სვანიძე, გრიგოლ იაგორის ძე სოლოღაშვილი და თევდორე მიხეილის ძე სურამელაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მიხეილ სხირტლაძე, სილიბისტრო ალექსის ძე სვანიძე და ვალიკო სვანიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ნიკოლოზ ბადრიძისთვის წიგნების დასაკაზმად 5 მან. 50 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ივანე მიხეილის ძე ბარათაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.