რეგისტრირებული ფაქტები50101
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ივნისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი მოსკოვში იყო ალექსანდრე დიმიტრის ძე კვალიაშვილი.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: პელაგია (მონაზონი), სიმონ დავითის ძე ჟღენტი, დავით ეფრემის ძე ჟღენტი, ირაკლი ივანეს ძე რამიშვილი, არჩილ გერმანეს ძე რუხაძე, ლევან დიმიტრის ძე ფალავანდიშვილი, ზაქარია გიორგის ძე ფორაქიშვილი, სიმონ ფიცხელაური, ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ქეშიშოვი და ვასილ სიმონის ძე ყიფიანი.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ მალაქიას ძე მირიანაშვილი, ლევან მალაქიას ძე მირიანაშვილი, გრიგოლ მალაქიას ძე მირიანაშვილი, ალექსანდრე რომანოზის ძე მრევლიშვილი, გიორგი დომენტის ძე მაჭარაშვილი, მიხეილ მღებრიშვილი, ივანე მელაძე, სილიბისტრო მიმინაშვილი, კირილე იესეს ძე ნინიძე და დავით ნესტორის ძე ნუცუბიძე.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904-1905 წლებში საზოგადოებას 11 ბიბლიოთეკა ჰქონდა. წინა წელს ბიბლიოთეკებში 18143 ქართული და რუსული წიგნი იყო. 1905 წელს ბიბლიოთეკას ჰყავდა 5314 მკითხველი და სამკითხველოში ნამყოფი იყო 34743 ადამიანი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1903-1904 წლებში საზოგადოების სკოლებში სწავლობდა 1350 მოსწავლე, წინა წელთან შედარებით – 113-ით მეტი. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრები იყვნენ: დავით სამსონის ძე კლდიაშვილი, მ. ბეთანოვი, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაშვილი (საბაევი), გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა კირილე წიქვაძის, გიორგი ხუციშვილის, დიმიტრი ივანეს ძე ხიმშიევის, არჩილ ონისიმეს ძე ხიზანიშვილის, მამანტი არსენის ძე ხახუნაიშვილის, მიხეილ გიორგის ძე ჭიშკარიანისა და ლუარსაბ ჯაშის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1915
ტიპი: ღონისძიება
გიორგი ხუციშვილმა ელექტროტექნიკურ სასწავლებელში შესასვლელად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ილია ტოროშელიძის, ვლადიმერ ყანჩელის,სპირიდონ სპირიდონის ძე ჩომახიძის, რაისა ჩიხლაძის, ნინო სოლომონის ასულ ციციშვილის, მარიამ ლევანის ასულ ციციშვილისა და ვალერიან ანტონის ძე ძნელაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, 29 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის მოსახსენებელი პანაშვიდი წიწამურში გადაეხადათ, ხოლო 30-ში – მთაწმინდაზე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ივანე ივანეს ძე ქუთათელაძე და ეკატერინე ვასილის ასული აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის 26 სხდომიდან 22-ს დაესწრნენ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებამ წინარეხის სკოლის მასწავლებელ ივანე გიუნაშვილს იანვრის, თებერვლისა და მარტის ჯამაგირი 27.51 მანეთი გადაუხადა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ივანე იასეს ძე ორჯონიკიძე, ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭონიშვილი და ლაზარე ივანეს ძე კვინიკაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ღვარდიის სკოლაში გაეგზავნათ „დედა ენის“ პირველი ნაწილის 20 ეგზემპლარი. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში სერგო მდივანოვისთვის 9 მანეთის გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეცამეტე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, იპოლიტე ვართაგავა, დავით კარიჭაშვილი, ფილიპე მგელაძე და მუზეუმის ამშენებელი კომისიის წევრები: თავმჯდომარე, ექვთიმე თაყაიშვილი და მღვდელი ქრისტეფორე ციცქიშვილი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ისაკ ილიას ძე ბასტოვინოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.