ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50781

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ივანე გაბრიელის ძე ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს გიორგი გრიგოლის ძე ბეჟიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს ილიკო წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს კარპე გიორგის ძე წეროძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს მერაბ წულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს სოლომონ წულაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 ალექსანდრე გიგოს ძე წულუკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს მიხეილ დავითის ძე წულუკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში დეკანოზ დავით ღამბაშიძისთვის წიგნების თანხის – 210. 10 მანეთის გადაცემის შესახებ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ქართველთა ამხანაგობის გამომცემლობის დახმარებით აკაკი წერეთელმა ლექსების ახალი კრებული გამოსცა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლიდან დავით პავლეს ძე ბენდელიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი და ბაქოს განყოფილების წევრი იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 13 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვა – 1-12 აპრილის შემოსავალი იყო 158 მან. 36 კაპ., ხარჯი – 364 მან. 72 კაპ. საზოგადოებას ჰქონდა სულ 18 927 მან. 71 კაპ. – და სხვა საგანგებო და სათადარიგო თანხები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1915

ტიპი: განათლება

ალექსანდრე დიმიტრის ძე სოლოღაშვილმა დაამთავრა სიღნაღის სამკლასიანი სასწავლებელი და რომელიმე სასწავლებელში მეურნეობის შესასწავლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ივანე ნანიშვილის, გიორგი პეტრეს ძე ნაზარიშვილის, გრიგოლ პორფილეს ძე პატარაიას, ალექსანდრე გერასიმეს ძე ჟოჟიკაიშვილის, ალექსანდრე დიმიტრის ძე სოლოღაშვილის, ალექსანდრე საათაშვილის, მიხეილ დიმიტრის ძე საყვარელიძის, გიორგი ისიდორეს ძე ტაბატაძისა და გიორგი მიხეილის ძე ტატიშვილის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება აკაკი წერეთლის თხოვნასთან დაკავშირებით, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის პენსიების წინასწარ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის 300 მანეთი გაეგზავნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს არჩილ ჯორჯაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ აკაკი წერეთლის ფონდიდან დახმარების სახით 15 თუმანი გადასცა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე დავით კარიჭაშვილს დაევალა ბიბლიოთეკის წიგნებისა და ხელნაწერებისთვის ყდებისა და ბუდეების დამზადებაზე ზრუნვა.