ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50781

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ნიკოლოზ გიორგის ძე თუხარელის, მირონ ალექსის ძე თოფჩიშვილის, პავლე იესეს ძე ინგოროყვას, ლევან იოსების ძე იოსებაშვილის, ალექსანდრე ბესარიონის ძე იმნაიშვილის, დავით პოლიევქტის ძე კარბელაშვილისა და კონსტანტინე კვერკველაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების ხაზინადარის მალაქია ნესტორის ძე ჯაფარიძის ცნობით, 1915 წელს განყოფილების შემოსავალი 325 მანეთსა და 74 კაპიკს შეადგენდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 3 თებერვალს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყვიტეს, გამგეობის წევრები მთელი შემადგენლობით დასწრებოდნენ მსახიობ გიორგი იშხნელის დაკრძალვას.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ ცეცელია გიორგის ასული ბოჭორიშვილისა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე დავითის ძე მამულაშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო ნაწილის სტუდენტი იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ კონსტანტინე თავართქილაძისთვის მიეცათ მოთხოვნილი ავანსი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გალაქტიონ თევდორეს ძე რაზმაძე, სამსონ რუსიშვილი, ნატალია სოლომონის ასული რუსიშვილი, ანასტასია მიხეილის ასული რატიშვილი და ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ გიორგი ტარასის ძე რცხილაძე, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე რევაზიშვილი, მარიამ რუსიეიშვილი და ლიზა ლუკას ასული რამიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, შიო დედაბრიშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და ფილიპე მგელაძე. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ძმები ზუბალაშვილებისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიის შესახებ. ღოღობერიძის სტიპენდია სარგის კაკაბაძეს დაენიშნა, მაგრამ მას არ უსარგებლია სტიპენდიით, ამიტომ სტიპენდია თავისუფლად ითვლებოდა. მოხსენების საფუძველზე გამგეობამ გადაწყვიტა, გამოეცხადებინათ თავისუფალი სტიპენდიების არსებობის შესახებ.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მღვდელ ვასილ კარბელაშვილის თხოვნა, რომ გამგეობა დახმარებოდა „მწუხრის“ და „ცისკრის“ დაბეჭდვის გამო დადებული ვალის გადახდაში. მას ასევე სურდა საგალობლების მესამე ნაწილის გამოცემა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ანიკო სიხარულიძე, დომენტი სამხარაძე, გიორგი სონიშვილი, ილარიონ საგანელიძე, ვანო პეტრეს ძე სილაგაძე და ქრისტინე სხირტლაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გიორგი სპირიდონის ძე სანაბულიძე, ვასილ დავითის ძე სხირტლაძე, გერასიმე სიკოს ძე სოხაძე, ვლადიმერ ალექსანდრეს ძე სანოძე და ალექსანდრე საგინაშვილი (საგინოვი). მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ივანე მოსეს ძე სიდავა, ერმილე პავლეს ძე სტურუა, თამარ სულთანიშვილი, დავით სულთანიშვილი და ვიქტორ ანტონის ძე სირაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ვახტანგ ვახტანგის ძე სიდამონოვი, დავით გიორგის ძე სამხარაძე, ნიკოლოზ გიორგის ძე სესიაშვილი და მელქისედეკ ალმასხანის ძე სიხარულიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ივანე გიორგის ძე რატიშვილი, მარიამ სოლომონის ასული რატიშვილი, ნინო სვიმონის ასული რცხილაძე და სვიმონ მიხეილის ძე სირბილაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა აკაკი თომას ძე მაჭავარიანის, დავით გიორგის ძე მელაძის, ნიკოლოზ სერგეის ძე მესხის, გიორგი კონსტანტინეს ძე მასხარაშვილის, მელანია მრევლიშვილისა და ალექსანდრე დავითის ძე მამულაშვილის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტა, შეეძინათ მწერალ ანასტასია წერეთლის 20 ცალი „ბუნება სურათებში“. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის მოიჯარეები ერთგული და საქმის მოყვარული ხალხი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ საგურამოს ილიასეული მამული დამთვალიერებელმა კომისიამ ზედაპირულად შეამოწმა, რაზეც მეტყველებდა კომისიის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მამულს 123 დესეტინა ფართობი სახნავი მიწა ჰქონდა, როცა რეალურად 62 დესეტინაზე მეტი არ იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ გამგეობამ ხუთი წლის განმავლობაში საგურამოს მამულის მთლიანი ვალიდან 17 434 მანეთი და 50 კაპიკი გადაიხადა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსანდრე ილიას ძე შანშიაშვილმა განაცხადა, რომ სტიპენდიის ოდენობა არსებობისთვის სამყოფი უნდა ყოფილიყო. არსებული სტიპენდია, თვეში 25 მანეთი, კი ძალიან მცირე იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ივანე გიორგის ძე რატიშვილმა განაცხადა, რომ სტიპენდიის თანხის შეგროვება-განაწილება საზოგადოებას ბევრ დროს ართმევდა, ამიტომ ეს საქმე თბილისის გუბერნიის სათავადაზნაურო ღარიბ მოწაფეთა დამხმარე კომისიისთვის უნდა გადაებარებინა . ვისაც სტიპენდიის ხაზინისთვის ფულის შეწირვა მოუნდებოდა, ამ კომისიას მიმართავდა და საზოგადოება ზედმეტი შრომისგან განთავისუფლდებოდა.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მწერალ ანასტასია წერეთლის თხოვნა, რომ გამგეობას წიგნის მაღაზიისთვის შეესყიდა მისი გამოცემა „ბუნება სურათებში“ 50 ცალი თითო მანეთად. ცალის ღირებულება იყო 1 მან. 30 კაპ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს დავით კარიჭაშვილის, შიო დედაბრიშვილისა და ლუარსაბ ბოცვაძის მიერ შედგენილი წესები, თუ როგორ უნდა წარმართულიყო საზოგადოების მაღაზიებში წიგნებით ვაჭრობა. გამგეობამ მათ მიერ შედგენილი წესების განხილვა გრიგოლ რცხილაძეს დაავალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გააკეთა მოხსენება საზოგადოების მუზეუმისა და საისტორიო საეთნოგრაფიო მუზეუმების გაერთიანების შესახებ. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა უსასყიდლოდ შეესრულებინა მუზეუმის გამგის მოვალეობა, ხოლო მის თანაშემწეებად აერჩია ის პიროვნებები, რომლებსაც თავად ისურვებდა. ასევე გამგეობამ დ. კარიჭაშვილს სთხოვა წარმოედგინა მუზეუმის სრული კატალოგი და ეზრუნა მუზეუმის განახლებისთვის, რისთვისაც გამგეობამ 10 თუმანი გადადო.