ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50781

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: გაბრიელ ბეჟანის ძე ჩხენკელი, გიორგი ჩიხლაძე, ანეტა ჩანტლაძე, რუბენ ლეონტის ძე ჩხაიძე, მათე ჩიტაშვილი, ალექსანდრე ჩიტაიშვილი და გრიგოლ მაქსიმეს ძე ჩიჩუა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი გიორგის ძე ჩხეიძე, დავით თომას ძე ჩახავა, თომა ანტონის ძე ჩოლოკავა (ჭოლოკავა), რომანოზ სოფრომის ძე ჩიხლაძე, გიორგი მიხეილის ძე ჩიტაშვილი და სპირიდონ პეტრეს ძე ჩიქვილაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით – 4580.62, ხოლო ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ელ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-17 სხდომას დაესწრნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ვალერიან ლორთქიფანიძე, ივანე რატიშვილი და ირაკლი აბაშიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ცხვედაძის წინადადება, შემოწმებულიყო საზოგადოების წიგნსაცავი. დადგინდა, წიგნსაცავის გამგისთვის ეთხოვათ, რომ ივანე ზურაბიშვილის, ალექსანდრე მიქაბერიძის (ყოფილი მდივნის) და პეტრე მირიანაშვილის (ახალი მდივნის) თანდასწრებით შეემოწმებინა წიგნის საწყობი და შედეგი მოეხსენებინა გამგეობისთვის. სხდომის ოქმს ხელს აწერენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე რატიშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 25 დეკემბერს დაარსებული სავაჭრო-სამრეწველო საკომისიო სახლის მართვა-გამგეობა მინდობილი ჰქონდა კალისტრატე გიორგის ძე ბერიძეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 იანვარს ალექსანდრე ყაზბეგმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თავისი თხზულებებისა და მოთხრობების – „ელისოს“ და „მოძღვრის“ გამოცემებს საზოგადოებას ნახევარ ფასად გადასცემდა იმ პირობით, რომ თანხის სანაცვლოდ ისინი „დედაენასა“ და „ბუნების კარს“ გაუგზავნიდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აუწყებენ, რომ თებერვალში ქუთაისში მთავრიშვილთან და სამაზრო ერობასთან 273070 მანეთად შეფასებული წიგნების გაგზავნა არ მოხერხდა. ქართული ბეჭდვითი ამხანაგობის წარმომადგენელ ხარატიშვილს ეს წიგნები თავის წიგნებთან ერთად გადაუტანია თბილისის სადგურიდან საწყობში, რაც 15000 მანეთი დაუჯდა. ხარატიშვილი გამგეობას სთხოვდა ამ თანხის ანაზღაურებას. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც 1901 წლის ათიდან ჩვიდმეტ აპრილამდე საზოგადოებას შემოუვიდა 446.54 მანეთი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის წევრ გრიგოლ ყიფშიძის მიერ დაყენებული საკითხის – პუშკინის ნაწარმოებთა ქართული თარგმანების დაბეჭდვის შესახებ დაადგინეს, რომ პოეტის 100 წლის იუბილემდე (26 მაისი) თხზულებები დაებეჭდათ 600-იანი ტირაჟით. საორგანიზაციო საკითხები დაევალა კომისიას. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ელენე ნიკოლოზის ასული ზუმბულიძე, ალექსი ვასილის ძე ზედგინიძე, ნიკო ყარამანის ძე ზაალიშვილი და იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ბაგრატ ექვთიმეს ძე თევზაძე, მელიტონ გიორგის ძე თევზაძე, თომა დავითის ძე თათრიშვილი და ილია იოსების ძე თეთრაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ აბელ პავლეს ძე თოდრია, მიხეილ თუხარელი და ალექსანდრე ვასილის ძე თვარაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: სტრატონ სიმონის ძე თოთიბაძე, ივანე თედიზაშვილი, კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძე, მარიამ ივანეს ასული თაყაიშვილი და ვასილ სოლომონის ძე თამარაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: სპირიდონ გაბრიელის ძე თედოშვილი, ანტონ ნიკოს ძე თევზაძე, ზაქარია თომას ძე თუშმალიშვილი, სიმონ ბეჟანის ძე თავართქილაძე და ილარიონ თაყას ძე თაყაიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 20 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე უნდა გაეხილათ სტიპენდიატ თამარ ხარაბაძის თხოვნა დახმარების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით – 4623.16, ხოლო ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, იაკობ ნიკოლაძისათვის გაეგზავნათ მხატვრების პროტოკოლი ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებით. გამგეობამ ნიკოლაძეს სთხოვა მხატვრების აზრის გათვალისწინებით ძეგლის შესწორება და სურათების გაგზავნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჟურნალ „განათლებისთვის“ 614 მანეთი და 95 კაპიკი სთხოვა. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულმა პედგოგიურმა საბჭომ სკოლისათვის სახელმძღვანელო გეგმებისა და პროგრამების შემმუშავებელი კომისია დაამტკიცა, რომელშიც ფიზიკის, არითმეტიკის, გეომეტრიის, ისტორიის, ბუნებისმეტყველების, კანონმდებლობის, სახელმწიფო უფლების, პოლიტეკონომიისა და ბუღალტერიის მასწავლებლები შედიოდნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, რომ სიმონ კლდიაშვილს შეედგინა ილია ჭავჭავაძის სახლის მუზეუმად გადაკეთების დაწვრილებითი გეგმა და ხარჯთაღრიცხვა მისი უკანასკნელი ესკიზის მიხედვით.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლათა სამზრუნველო კომიტეტის თხოვნა, რომ გამგეობას დროულად გაეგზავნა გადაწყვეტილება სკოლათა მართვის ინსტრუქციაში ცვლილებების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მალე გაეგზავნათ ინსტრუქცია. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 17 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილისთვის ეთხოვათ საზოგადოების წიგნის მაღაზიის შესახებ მოხსენების დაწერა საზოგადო კრებისთვის წარსადგენად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს კონსტანტინე ყავრიშვილმა თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებთან უშუამდგომლა, რომ იგი დაეჯილდოვებინათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გიორგი ლასხიშვილის განცხადება არჩილ ჯორჯაძისათვის აკაკი წერეთლის ფონდიდან ყოველთვიური დახმარების დანიშვნის შესახებ. გამგეობამ ჯორჯაძეს გამოჯანმრთელებამდე თვეში 5 თუმანი დაუნიშნა.