რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მიხეილ ნასიძეს წიგნებზე მუშაობისთვის 19.32 მანეთი გადაუხადეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სოფიო ამირაჯიბის თხოვნა, მისი შვილისთვის არ შეეწყვიტათ სტიპენდია. გამგეობამ სტიპენდიის 1-ლ ივლისამდე გაგრძელება გადაწყვიტა.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად კერძო სკოლების არსებობას დიდი უპირატესობა მიეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ „ბუნების კარისთვის“ ოცდახუთპროცენტიანი საკომისიო დაეკისრებინათ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 10 იანვარს შიო ქუჩუკაშვილმა მიხეილ საბინინისგან მიიღო „საქართველოს სამოთხის“ 4 ეგზემპლარი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში გასაყიდად.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვასილ ნიკოლოზის ძე სუხიშვილი, ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავა, ტერენტი ნიკოლოზის ძე წერეთელი, ალექსი გიორგის ძე შარტავა და ალექსანდრე თეიმურაზის ძე ჩახავა. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 585.40 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ აპოლონ წულაძეს წიგნებზე მუშაობისთვის 1.30 მანეთი გადაუხადა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილება. 1916 წელს ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით ნავთლუღის სკოლის პედაგოგ მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილს 360-ის ნაცვლად 504 მანეთის ოდენობის ჯამაგირი უნდა მიეღო (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება – 24).
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და ვასილ ვასილის ძე კანდელაკი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ნინო ერისთავი-გელოვანი, თბილისის ქალთა საოსტატო სემინარიის პედაგოგი ალექსანდრა ფაღავა, ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის პედაგოგი მარიამ ვახვახიშვილი-წერეთლისა, ვოლობუევის ქალთა მეორე გიმნაზიის პედაგოგი ოლღა სანიკიძე-ვოლობუევისა განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო რეფორმის საპროგრამო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი, 16 სხდომა გამართა და 80 საქმე განიხილა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე შონია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: გიორგი ლევანის ძე ქავთარაძე, პეტრე მიხეილის ძე დგებუაძე და ბიქტორ მიხეილის ძე ხარბედია.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მღვდელი გიორგი ვასილის ძე გამზარდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების მდივანი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მოსე მიხეილის ძე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის 16 სხდომიდან ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი დაესწრო 16-ს, გიორგი ვასილის ძე გამზარდია – 12-ს, პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე – 9-ს, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი – 12-ს, ვასილ ვასილის ძე კანდელაკი – 8-ს, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე შონია – 9-ს, ანასტასია ივანეს ასული ჭკადუასი – 1-ს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ნადეჟდა მოსეს ასული თოთიბაძისა, ავთანდილ პორფირეს ძე ინგოროყვა, გერმანე იოსების ძე გოგიტიძე, ანტონ მაქსიმეს ძე მუჯირი და სეფე ივანეს ძე ბურჭულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით წინარეხის სკოლის პედაგოგი ივანე იოსების ძე გიუნაშვილი 360 მანეთის ნაცვლად 600 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება –120).
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის პედაგოგი ტრიფონ შუბლაძე 360-ის ნაცვლად 504 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება – 24).