რეგისტრირებული ფაქტები51262
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს ოლღა (ოლგა) თადეოზის ასული გურამიშვილი-ჭავჭავაძისა აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მირიან მიტოს ძე თენიეშვილი, ნიკიტა მალაქიას ძე თალაკვაძე, კონსტანტინე დიმიტრის ძე თეთრაძე, ლეო ჩითონის ძე თავართქილაძე და სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნადეჟდა იაგორის ასული თაყაიშვილი, მარიამ იოსების ასული თუმანიშვილი, ვასილ გიორგის ძე თუხარელი, მაკარ გიორგის ძე თავდუმაძე და ივანე მიხეილის ძე თომარაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: სპირიდონ გლახუნას ძე თორთლაძე, ისაკო გიორგის ძე თარალაშვილი და ბარბარე თარალაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადადეს განსახილველი საკითხი – იასონ ჩხენკელის თხოვნა მაისისა და ივნისის სტიპენდიების წინასწარ ჩარიცხვის შესახებ.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს ლევან ლუკიანეს ძე მჭედლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ მდივნის, დავით კარიჭაშვილის თანაშემწეს 1-ლი იანვრიდან დანიშვნოდა ხელფასი 40 მანეთი. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნამდვილმა წევრებმა დაბა ცხინვალიდან გაუგზავნეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია და სთხოვეს ამ პირთა წევრებად მიღება უახლოეს დროში, რადგან ცხინვალის მაცხოვრებელთა ჯგუფს განზრახული ჰქონდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსება დაბა ცხინვალში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან სამსონ ფირცხალავას ილია მაჭავარიანმა გაუგზავნა დაბა ცხინვალში საზოგადოების წევრობის მსურველთა სია და სთხოვა გამგეობას ამ პირთა წევრებად მიღება.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წევრებმა დაბა ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ იმ დროისთვის თბილისში იმყოფებოდა საზოგადოების რამდენიმე ძველი წევრი ცხინვალიდან, მაგ. სარდიიონ ამირეჯიბი, ილია სოლომონის ძე უზნაძე და საზოგადოებას შეეძლო მოეთხოვა მათთვის საწევროს გადახდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, სოფელ ოჩხომურის სამრევლო სკოლის დამაარსებლის, მღვდელ თეოფანე კალანდარიშვილისთვის გაეგზავნათ 20 „დედა ენა“. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 8 ოქტომბერს ვასილ ბერელაშვილმა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1910
ტიპი: ავტორობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების თელაველი წევრების თხოვნა თელავში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მთავრობისთვის მიეწერა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის ფული გაიღეს შემდეგმა პირებმა: პავლე ბოძიევმა − 3 მან., მელიტონ თოიძემ − 3, ვანო ზორდიშვილმა − 10, დანიელ სარაჯიშვილმა − 5 მან.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა დავით გრიგოლის ძე ანანიაშვილის, ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვრის, ელენე ასლანიშვილის, დავით ვლადიმერის ძე აბაშიძის, ანდრია მიხეილის ძე ახმეტელაშვილის და ა. შ. თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადადეს განსახილველი საკითხი – არჩილ ჯაჯანაშვილის თხოვნა ივნისის სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ თონეთის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი აგლაძისთვის გაეგზავნათ რვეულები და 15 ცალი „კონა". ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მათიკო იორდანიშვილი, ვასილ იანქოშვილი, თედო იმერლიშვილი, ეკატერინე ილაშვილი და გიორგი ივანეს ძე ივანოვი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: სიკო ილაშვილი, ივანე პავლეს ძე იმნაძე, ლეონტი იაშვილი, იოსებ მიხეილის ძე იორამაშვილი და სერგო იოსაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი, ივანე გიორგის ძე კანტიძე, პეტრე ლუკას ძე კანდელაკი, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე და პელაგია სილიბისტროს ასული კიკვაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ილია ალექსის ძე კვინიხაძე, კონსტანტინე კურატაშვილი, კონსტანტინე დარისპანის ძე კევლიშვილი, დავით მიხეილის ძე კაპანაძე და ალექსანდრე ზაქარიას ძე კოკილაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: პელაგია კულულაშვილი, იზმეილ კერვალიშვილი, ივანე კერვალიშვილი, დარია კერვალიშვილი და თედო ივანეს ძე კრილაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
ელენე ასლანიშვილმა ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის ქალთა პირველი გიმნაზია და უმაღლეს საინჟინრო ხუროთმოძღვრების სასწავლებელში სწავლის დასაწყებად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.