რეგისტრირებული ფაქტები51262
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს გომარეთის სკოლის მშენებლობის დასრულების შესახებ მისწერა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წლიური კრების დადგენილება მდივან დავით კარიჭაშვილისა და მის თანაშემწისთვის ხელფასების მომატების თაობაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის პირველ მაისს თამარ ხარაბაძეს დაენიშნა სტიპენდია 8 მანეთი, ხოლო გიორგი ებრალიძესა და იასონ ჩხენკელს – 10-10 მანეთი.
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1909 წლის ანგარიშის გასავლის ნაწილის თანახმად, ქუთაისის გუბერნატორისთვის წარსადგენი თხოვნების მარკებზე დაიხარჯა 7 მანეთი და 50 კაპიკი. ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მოლარე ბართლომე მოსეშვილი, მდივანი იაზონ ბაქრაძე.
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1909 წლის ანგარიშის გასავლის ნაწილში აღნიშნულია, რომ გაისტუმრეს ალექსანდრე ყაზბეგის „ელისოს" გამოცემის ხარჯის დარჩენილი ნაწილი – 17 მანეთი და 50 კაპიკი. ხელს აწერენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი იაზონ ბაქრაძე, მოლარე ბართლომე მოსეშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სპეციალური კომისიის მოხსენება ილიას ძეგლის ადგილის გამაგრების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, ხელოვანთა კავშირის გამგეობისთვის მიეწოდებინა ცნობები ილიას ძეგლის მდგომარეობის შესახებ და მათთვის მიენდო ზომების მიღება.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 78.40 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მიხეილ ნასიძეს წიგნებზე მუშაობისთვის 19.32 მანეთი გადაუხადეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სოფიო ამირაჯიბის თხოვნა, მისი შვილისთვის არ შეეწყვიტათ სტიპენდია. გამგეობამ სტიპენდიის 1-ლ ივლისამდე გაგრძელება გადაწყვიტა.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად კერძო სკოლების არსებობას დიდი უპირატესობა მიეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ „ბუნების კარისთვის“ ოცდახუთპროცენტიანი საკომისიო დაეკისრებინათ.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 10 იანვარს შიო ქუჩუკაშვილმა მიხეილ საბინინისგან მიიღო „საქართველოს სამოთხის“ 4 ეგზემპლარი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში გასაყიდად.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვასილ ნიკოლოზის ძე სუხიშვილი, ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავა, ტერენტი ნიკოლოზის ძე წერეთელი, ალექსი გიორგის ძე შარტავა და ალექსანდრე თეიმურაზის ძე ჩახავა. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 585.40 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ აპოლონ წულაძეს წიგნებზე მუშაობისთვის 1.30 მანეთი გადაუხადა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილება. 1916 წელს ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით ნავთლუღის სკოლის პედაგოგ მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილს 360-ის ნაცვლად 504 მანეთის ოდენობის ჯამაგირი უნდა მიეღო (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება – 24).
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და ვასილ ვასილის ძე კანდელაკი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ნინო ერისთავი-გელოვანი, თბილისის ქალთა საოსტატო სემინარიის პედაგოგი ალექსანდრა ფაღავა, ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის პედაგოგი მარიამ ვახვახიშვილი-წერეთლისა, ვოლობუევის ქალთა მეორე გიმნაზიის პედაგოგი ოლღა სანიკიძე-ვოლობუევისა განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო რეფორმის საპროგრამო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი, 16 სხდომა გამართა და 80 საქმე განიხილა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე შონია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ხაზინადარი იყო.