ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50775

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ელისაბედ იოსების ასული ანთაძე, ფოდოსი მიხეილის ასული ანთაძე, მიტროფანე ბესარიონის ძე ახვლედიანი, ამბროსი ფილიმონის ძე ალანია და იროდიონ გიორგის ძე არჩვაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას დამატებითი ხარჯებისთვის 20411.71 მანეთი ჰქონდა გამოყოფილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 მარტს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, წიგნის მაღაზიისთვის ფასდაკლებით შეესყიდათ „ბუნება სურათებში“.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს დავით ძაძამიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ყალამშაში მასწავლებლად გაგზავნა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის ივნისში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ფილიალებს, დაწესებულებებსა და კერძო პირებს დაუგზავნა შეტყობინება, რომელიც იუწყებოდა, რომ 30 აგვისტოსთვის – ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების მეოთხე წლისთავისთვის – დაგეგმილ ძეგლის კურთხევას აფერხებდა უსახსრობა: კერძოდ, ექსპერტთა გამოანგარიშებით, ძეგლის დასრულებას 3 754 მანეთი და 85 კაპიკი სჭირდებოდა, ფონდში კი მხოლოდ 600 მანეთი იყო დარჩენილი. გამგეობა სთხოვდა შეტყობინების ადრესატებს, ორი კვირის განმავლობაში ეცნობებინათ, თუ ვინ რამდენი თანხის გაღებას შეძლებდა, რათა დროულად შესდგომოდნენ საქმეს (ხელმომწერნი: თავმჯდომარის ამხანაგი – ალ. მდივანი, გამგეობის წევრები: შიო დედაბრიშვილი, შ. მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი).

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს გიორგი ყაზბეგის მოხსენება თბილისის სათავადაზნაურო კრების შემოწირულობისა და ილია ჭავჭავაძის სახლის ბიბლიოთეკა-მუზეუმად გადაკეთების შესახებ. გამგეობამ ამისთვის საგანგებო კრების მოწყობა გადაწყვიტა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ლასხიშვილმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის ჟურნალ „განათლებისთვის“ დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის მიეცათ 1200 მანეთი. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ლასხიშვილმა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 15 ივნისს ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიური საზოგადო კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ვლადიმერ დემურია, ხოლო მდივნად გიორგი კალანდარიშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძისა და პეტრე როსტომის ძე სურგულაძის მოხსენება საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლის თხოვნა თბილისის პირველი ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, დახმარებამდე საჭირო იყო ბიბლიოთეკის რევიზია.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, მოსკოვის წერა-კითხვის საზოგადოებისთვის გაეგზავნათ წესდება, უკანასკნელი ანგარიშები და ცნობები სახალხო მასწავლებლების კურსების შესახებ, რომლებიც იმავე წლის ზაფხულში ჩატარდებოდა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი იყო, ეკატერინე გაბაშვილი, კეკე მესხი, ვ. ქართველიშვილი-მიქაბერიძისა და ა. ციციშვილი სარედაქციო კოლეგიის წევრები იყვნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განსახილველი საკითხი – ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენებები ბათუმისა და ძველი სენაკის სკოლების რევიზიის შესახებ – სამომავლოდ გადაიდო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვასილ ზალდასტანიშვილი, იასე ნიკოლოზის ძე ზალდასტანიშვილი, ნიკოლოზ სოლომონის ძე ზალდასტანიშვილი, იოსებ გიორგის ძე ზარიძე და დავით ზუკაკიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პეტრე მირიანაშვილს დაავალეს, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკიდან საზოგადოების კუთვნილი 5 პროცენტი გამოეტანა. დოკუმენტების ღირებულება 4 800 მანეთს შეადგენდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 186.40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს წიგნების ანგარიშში 21.52 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა შიო ქუჩუკაშვილს 100 მანეთი გადასცეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქუთაისის სატუსაღოს პატიმრებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნების გაგზავნის თხოვნით მიმართეს. გამგეობამ გადაწყვიტა, მათთვის 10 მანეთის წიგნები გაეგზავნა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: იაკობ გოგებაშვილი, ივანე რატიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ალექსანდრე ჭყონია. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 6 მაისს ა. ბერიევი ხელმოწერით ადასტურებს, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის გახსნის დღეს გაწეული სამუშაოსთვის ინჟინერ პეტრე მამრაძისგან სრულად მიიღო კუთვნილი 8 მან., 50 კაპ.