ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 16 დეკემბერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ ნიკოლოზ გრიგოლის ძე მასოხოვი ჯავის უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელში დაუშვა მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს: ლევან გ.-ს ძე იოსელიანმა, ალექსანდრე ნოეს ძე შათირიშვილმა, დავით სპირიდონის ძე მაჭარაძემ, სიმონ ბარნაბის ძე კურცხალიამ, კაპიტონ ბესარიონის ძე როგავამ და სერგო ყარამანის ძე ჭიჭინაძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს: ვანო ნიკოლოზის ძე ბეზარაშვილმა, დავით მიხეილის ძე მინდაძემ, ნიკოლოზ ალექსის ძე ჯაფარიძემ, სერგო გიორგის ძე ჯაფარიძემ და დავით სპირიდონის ძე აბესაშვილმა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს არსენ ანტონის ძე მამულაშვილმა, ვლადიმერ იოსების ძე ხელაძემ, ივანე ლუკას ძე პეტრიაშვილმა, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანმა და ვლადიმერ ყანჩაველმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო გადაიხადეს.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს: გიორგი ირაკლის ძე კიკნაძემ, ვასილ დავითაშვილმა, მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელმა, ოლღა თევდორეს ასულმა თევდორაშვილმა და ვასილ ფარნაოზის ძე ყიფიანმა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში მხატვარ გრიგოლ ტატიშვილისთვის მიცემული 9 მანეთის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წევრებმა დაბა ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ საზოგადოების მრავალ წევრს ცხინვალიდან მხოლოდ თითო მანეთი ჰქონდა შეტანილი და იმ დროისთვის მეტის საშუალება არ ჰქონია. საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფი თავის თავზე იღებდა თანხის შეძლებისდაგვარად შეკრებასა და საზოგადოებისათვის წარდგენას.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წევრებმა დაბა ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ ნიკოლოზ ანდრიას ძე კასრაძემ საწევრო თანხა შეიტანა წინა წლის სექტემბერში. საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს აინტერესებდა, ეს თანხა წინა წლის გადასახადად ჩაითვლებოდა თუ იმ წლისად.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წევრებმა დაბა ცხინვალიდან ამცნეს, რომ მათ მიერ შეკრებილი საწევრო თანხა შეადგენდა 93 მანეთს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას იპ. ვართაგავა სთხოვს, მიეცეს თავისი წიგნის „ვაჟას კრიტიკული წერილები" ჰონორარიდან, რამდენიც შესაძლებელი იქნება. წიგნი დაიბეჭდა 2000 ცალი. ცალი ღირდა 460 მანეთი. სულ ვართაგავას ერგებოდა 198000 მანეთი, საიდანაც მიღებული ჰქონდა 10000. გამგეობამ დაადგინა, მიეცა ვართაგავასთვის 20000 მანეთი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების კრებას დაესწრო ორ მესამედზე მეტი დამფუძნებელი წევრი. დახურული კენჭისყრით გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილი, გამგეობის წევრებად: იროდიონ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილი, გიორგი ერმილეს ძე ღვთისავარაშვილი, არჩილ ზინობის ძე დედანაშვილი და იოსებ გრიგოლის ძე გოგინაშვილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში, რომ ოლღა ჭავჭავაძისას ბაზრის გასამართავად დამატებით გადაეცა 50 მან. 70 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილს მისი ოფიციალური წერილის პასუხად აუწყა, რომ ბიბლიოთეკის გახსნისთვის ცხინვალელებს საზოგადოებისთვის უნდა წარედგინათ ცხინვალში მცხოვრები, პოლიტიკურად საიმედო (მთავრობის მხრიდან დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად) პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ბიბლიოთეკაზე. საზოგადოებისთვის უნდა გაეგზავნათ ინფორმაცია ამ პირის სახელის, მამის სახელის, გვარისა და პროფესიის შესახებ. ამის შემდეგ საზოგადოებას შეეძლებოდა შუამდგომლობა ცხინვალში ბიბლიოთეკის გახსნის თაობაზე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალის განყოფილების დროებითმა თავმჯდომარე იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილმა წარუდგინა ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარის, გამგეობის, სარევიზიო კომისიების წევრთა და მათი კანდიდატების არჩევის ოქმი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვასილ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების დროებით თავმჯდომარე იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილს აუწყა, რომ გამგეობის შუამდგომლობის შედეგად 1914 წლის 25 ოქტომბერს ცხინვალში ოფიციალურად გაიხსნა წერა-კითხვის ფილიალური განყოფილება სახელწოდებით „წერა-კითხვის საზოგადოების ცხინვალის განყოფილება“. სწორედ 25 რიცხვში აცნობა ეს ფაქტი თბილისის გუბერნატორმა გორის მაზრის უფროსს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში სემინარიისთვის ნატროშვილის კრებულის წიგნებში მიცემული თანხის – 11 მან. 40 კაპ. შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის მაცხოვრებელმა არჩილ დედანაშვილმა მიმართა შემდეგი კითხვებით: საწევრო 99 მანეთის წარდგენის შემდეგ რამდენ ხანში მიიღებდნენ ცხინვალელები განყოფილების გახსნის ნებართვას? განყოფილების გახსნისთანავე ამოქმედდებოდა თუ არა სამკითხველო, ანუ გამოუწერდნენ თუ არა განყოფილებას გაზეთებს საზოგადოების ხარჯზე? განყოფილების გახსნასთან დაკავშირებით ხომ არ იქნებოდა დაბრკოლება საზოგადოების ან მთავრობის მხრიდან? გამგეობას ამ კითხვებზე რაც შეიძლებოდა სწარაფად უნდა გაეცა პასუხი , რადგან ცხინვალის მაცხოვრებლებს განყოფილების გახსნა ზაფხულის სეზონისთვის სურდათ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან ვასილ ბურჯანაძეს დაბა ცხინვალის მაცხოვრებელმა არჩილ დედანაშვილმა აუწყა, რომ ცხინვალში, როგორც ქართლის გულში, ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების განყოფილების დასაარსებლად უკვე შეგროვდა 33 წევრის საწევრო გადასახადი 99 მანეთი. ცხინვალელებმა თანხის წარდგენა საზოგადოებისათვის ვერ გაბედეს, ვინაიდან ჯერაც არ ჰქონდათ მიღებული განყოფილების გახსნის ნებართვა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვასილ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილს აუწყა, რომ მან უკვე გაუგაზავნა ცხინვალის განყოფილებას საზოგადოების წესდების 30 ეგზემპლარი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 9 აპრილს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც ოთხიდან ცხრა აპრილამდე საზოგადოებას 326 მანეთი ჰქონდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს აკაკი წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თავის იუბილეზე მიღებული ნივთების შესყიდვის თხოვნით მიმართა. გამგეობამ უსახსრობის გამო უარი უთხრა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა წერეთლისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით, რომ თბილისის პირველი ბიბლიოთეკისთვის გამოეწერათ რუსული ჟურნალ-გაზეთები. გამგეობამ მას უარი უთხრა.

1909

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, ქაიხოსრო ქავთარაძემ და ზაქარია ჩხიკვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მათი გამოცემების სტამბულის ქართულ ბიბლიოთეკაში გაგზავნის თხოვნით მიმართეს. გამგეობამ უარი უთხრა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ანასტასია მიხეილის ასულმა თუმანიშვილ-წერეთლისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თბილისის მეორე ბიბლიოთეკისთვის წიგნების გადაცემის თხოვნით მიმართა. გამგეობამ გადაწყვიტა, ბიბლიოთეკისთვის 21 მანეთისა და 11 კაპიკის ღირებულების წიგნები გაეგზავნა. განჩინებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.