რეგისტრირებული ფაქტები50101
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე კავკავის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს პლატონ გიორგის ძე წულუკიძე მასწავლებლად მუშაობდა სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საგარეჯოში მასწავლებლად გაგზავნა გიორგი ბოჭორიძე იმ პირობით, რომ ჯამაგირს სოფლისგან მიიღებდა და გამგეობა არ იქნებოდა პასუხისმგებელი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელი ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე სკოლისათვის ნაქირავებ შენობაშივე ცხოვრობდა, მაია ლომინაძეს კი ნაქირავები ჰქონდა კერძო ბინა, რომლის საფასურსაც, 30 მანეთს, ხელფასიდან იხდიდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით, რომ მისთვის დროულად გადაეცათ წიგნების ჰონორარი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ნოემბერს განათლების სამინისტრომ გარეშე საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა სია სტუდენტებისა, რომლებსაც თავისი ხარჯით სურდათ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა. ისინი იყვნენ: სევერიან ბუაძე – საფრანგეთი, ილია გვარჯალაძე – საფრანგეთი, ნიკოლოზ გძელიაშვილი – ინგლისი, ზაქარია გელაშვილი – ბელგია, შალვა ელიავა – იტალია, ნინო ვაჩნაძე – საფრანგეთი, ემანიულ ვარძიელი – იტალია, სილოვან კობიძე – ინგლისი, ნატალია კასრაძე – საფრანგეთი, ვლადიმერ მერაბიშვილი – ბელგია, ევგენი მაიერი – იტალია, გრიგოლ მჭედლიშვილი – შვეიცარია, ალექსანდრე ნიკურაძე – შვეიცარია.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს საგარეჯოს სკოლის მასწავლებელმა გიორგი ბოჭორიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ჯამაგირის მიღებამდე 10 მანეთი ესესხებინათ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ელისაბედ იოსების ასული ანთაძე, ფოდოსი მიხეილის ასული ანთაძე, მიტროფანე ბესარიონის ძე ახვლედიანი, ამბროსი ფილიმონის ძე ალანია და იროდიონ გიორგის ძე არჩვაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ივანე მიხეილის ძე გომელაური მასწავლებლად მუშაობდა სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს გრიგოლ მიხეილის ძე წულუკიძე მუშაობდა მასწავლებლად სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 მარტს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, წიგნის მაღაზიისთვის ფასდაკლებით შეესყიდათ „ბუნება სურათებში“.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს დავით ძაძამიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ყალამშაში მასწავლებლად გაგზავნა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის ივნისში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ფილიალებს, დაწესებულებებსა და კერძო პირებს დაუგზავნა შეტყობინება, რომელიც იუწყებოდა, რომ 30 აგვისტოსთვის – ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების მეოთხე წლისთავისთვის – დაგეგმილ ძეგლის კურთხევას აფერხებდა უსახსრობა: კერძოდ, ექსპერტთა გამოანგარიშებით, ძეგლის დასრულებას 3 754 მანეთი და 85 კაპიკი სჭირდებოდა, ფონდში კი მხოლოდ 600 მანეთი იყო დარჩენილი. გამგეობა სთხოვდა შეტყობინების ადრესატებს, ორი კვირის განმავლობაში ეცნობებინათ, თუ ვინ რამდენი თანხის გაღებას შეძლებდა, რათა დროულად შესდგომოდნენ საქმეს (ხელმომწერნი: თავმჯდომარის ამხანაგი – ალ. მდივანი, გამგეობის წევრები: შიო დედაბრიშვილი, შ. მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი).
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს გიორგი ყაზბეგის მოხსენება თბილისის სათავადაზნაურო კრების შემოწირულობისა და ილია ჭავჭავაძის სახლის ბიბლიოთეკა-მუზეუმად გადაკეთების შესახებ. გამგეობამ ამისთვის საგანგებო კრების მოწყობა გადაწყვიტა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ლასხიშვილმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის ჟურნალ „განათლებისთვის“ დახმარების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის მიეცათ 1200 მანეთი. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ლასხიშვილმა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 15 ივნისს ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრთა წლიური საზოგადო კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ვლადიმერ დემურია, ხოლო მდივნად გიორგი კალანდარიშვილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძისა და პეტრე როსტომის ძე სურგულაძის მოხსენება საგურამოს სკოლის რევიზიის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლის თხოვნა თბილისის პირველი ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, დახმარებამდე საჭირო იყო ბიბლიოთეკის რევიზია.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 23 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, მოსკოვის წერა-კითხვის საზოგადოებისთვის გაეგზავნათ წესდება, უკანასკნელი ანგარიშები და ცნობები სახალხო მასწავლებლების კურსების შესახებ, რომლებიც იმავე წლის ზაფხულში ჩატარდებოდა. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ყაზბეგმა.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი იყო, ეკატერინე გაბაშვილი, კეკე მესხი, ვ. ქართველიშვილი-მიქაბერიძისა და ა. ციციშვილი სარედაქციო კოლეგიის წევრები იყვნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 11 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განსახილველი საკითხი – ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენებები ბათუმისა და ძველი სენაკის სკოლების რევიზიის შესახებ – სამომავლოდ გადაიდო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვასილ ზალდასტანიშვილი, იასე ნიკოლოზის ძე ზალდასტანიშვილი, ნიკოლოზ სოლომონის ძე ზალდასტანიშვილი, იოსებ გიორგის ძე ზარიძე და დავით ზუკაკიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა პეტრე მირიანაშვილს დაავალეს, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკიდან საზოგადოების კუთვნილი 5 პროცენტი გამოეტანა. დოკუმენტების ღირებულება 4 800 მანეთს შეადგენდა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს მღვდელი თეოფანე ლუკას ძე კალანდარიშვილი ასწავლიდა სოფელ ოჩხომურის სამრევლო სკოლაში.