რეგისტრირებული ფაქტები50781
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 31 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა დავით კარიჭაშვილი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს გიორგი ივანეს ძე კერესელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 16 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილსა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დაევალათ ქაშვეთის ეკლესიასთან ის ადგილი შეემოწმებინათ, სადაც საზოგადოების მაღაზიის გადატანა იგეგმებოდა.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წელს მათე ქრისტეფორეს ძე კერესელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების დამხმარე წევრი გახდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სთავაზობენ 18 ფუთი ქაღალდის შეძენას. განჩინებით ამ საკითხის განხილვა გადაიდო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე სამსონ ფირცხალავამ აღნიშნა, რომ ამავე საზოგადოების წიგნის მაღაზიის მუზეუმის დამთვალიერებელ ორ ირლანდიელ მოგზაურს უფასოდ გადასცეს წიგნები.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე მდივანმა გამგეობას აცნობა იაკობ ღულაძის გადაწყვეტილება, რომ ის უარს ამბობდა თავმჯდომარის ამხანაგის თანამდებობაზე.
1916
ტიპი: განათლება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა იროდიონ დიმიტრის ძე ბერეკაშვილის, გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძის, შალვა აღლაძის, ვასილ ვასილის ძე გორგაძისა და ალექსანდრე ბესარიონის ძე ლორთქიფანიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიაში წიგნები დაეთვალათ ალექსანდრე ყიფშიძის თანდასწრებით და ჩაებარებინათ შიო ქუჩუკაშვილსთვის, რომელიც გაყიდულ წიგნებს აღწერდა და ბუღალტერს წარუდგენდა, ხოლო ნავაჭრს მდივანს ჩააბარებდა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 26 სექტემბრამდე ანდრია ლევანის ძე ქავთარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წელს იაკობ ორჯონიკიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მისი სტიპენდიისთვის 25 მანეთი დაემატებინათ და ეს თანხა 6 თვის გადასახადთან ერთად მისი სკოლის დირექტორისთვის გაეგზავნათ. გამგეობამ გადაწყვიტა, დირექტორისთვის გაეგზავნათ 75 მანეთი, ორჯონიკიძისთვის – 12 მანეთი და 50 კაპიკი, თან ეცნობებინათ, რომ შემდეგში დამატებით თანხას ვეღარ მიიღებდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ატენის სკოლა (მასწავლებელი ლავრენტი ბარნაბაშვილი) წიგნების ნაკლებობას განიცდიდა, მოსწავლეებს დამატებით ლიტერატურად მხოლოდ წინა წელს შეძენილი „ჯეჯილი“ და „ნაკადული“ ჰქონდათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: ნიკოლოზ გრიგოლის ძე რუხაძე, კალენიკე საბას ძე ჯამბერიძე, გიორგი სიმონის ძე სვანიძე, დარია დეკანოზიშვილი და დავით ღუდუშაური.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი წერეთლის თხოვნა 3-4 თვის პენსიის წინასწარ აღების შესახებ საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის 3 თვის პენსია გადაეცათ. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს მწერალი თედო სახოკია წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ თედო ჟორდანია საზოგადოების წიგნსაცავს სწირავს იმერეთის მეფის, სოლომონ მეორის 1810 წლის წერილს, რომელსაც უგზავნის გამგეობას. ეს წერილი 1899 წლის „მოამბის“ N1-ში დაიბეჭდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მიხეილ წერეთელი, გრიგოლ წირქვაძე, პორფირე სამსონის ძე წირქვაძე, ნიკიფორე ვასილის ძე წირქვაძე და პელაგია მარკოზის ასული წირქვაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გიორგი წერეთელი, კაპიტონ წიტაიშვილი და მიხეილ სიმონის ძე წერეთელაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.