რეგისტრირებული ფაქტები51262
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
ტიპი: ღონისძიება
ხელოსანი ტ. ლებედა ხელწერილით ადასტურებს, რომ მან ილია ჭავჭავაძის საფლავის მოაჯირის გაკეთებაში ინჟინერ პეტრე მამრაძისგან მიიღო 50 მანეთი და არავითარი პრეტენზია არა აქვს მასთან.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: შაქრო კეკელაშვილი, კლიმენტი კორძახია, აკაკი კახიანი, იულია კვერეხაძე და ნადეჟდა მერაბის ასული კაპანაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ანასტასია წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით სთხოვა, გამგეობას წარმომადგენელი გაეგზავნა კრებაზე, რომელზეც განიხილებოდა ეგნატე ნინოშვილის ძეგლის საკითხი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის პირველ იანვრამდე ქრისტეფორე ამილახვარს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიიდან 775 მანეთი ჰქონდა მიღებული, რაფიელ ნიჟარაძეს – 525, გრიგორ ოქროპირიძეს – 650, იაკობ რამიშვილს – 650, ალექსანდრე ციციშვილს – 600, ვახტანგ კოტეტიშვილს – 700.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მარიამ პორფირეს ასული წივწივაძე, გრიშა გატოს ძე წიტაიშვილი და თეოფილე ნიკოლოზის ძე წულაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების სასკოლო სექციას, ასევე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძესა და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს დაავალა, ორი კვირის შემდეგ გამგეობისთვის ეცნობებინათ მოსაზრება თბილისის სკოლების გადაკეთებისა და ახალი სკოლების გახსნის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობას, რომლის თავმჯდომარე ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა იყო, შემოსავალი 4 245. 56 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 1 075. 76.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ნიკოლოზ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა მარი ბროსეს „საქართველოს ისტორიის“ პირველი ნაწილის 529, მეორე ნაწილის 801 ეგზემპლარი და ამ ნაწარმოების შემდგომ გამოცემის უფლება.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბათუმის სკოლის სამზრუნველოდან აცნობეს, რომ მასწავლებელ ბარნაბა კიმოთეს ძე გელაზანიას წასვლის შემდეგ მის გაკვეთილებს წლის ბოლომდე სკოლის სხვა მასწავლებლები ჩაატარებდნენ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წელს თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თხოვნით მიმართა, მის შვილებს სწავლის საფასურის გადახდაში დახმარებოდნენ. გამგეობის გადაწყვეტილებით, რაზიკაშვილებს ძმები ზუბალაშვილების მიერ დაწესებული სტიპენდიებიდან 5 თუმანი გამოეყოთ. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს თბილისის გუბერნატორის თხოვნა, საზოგადოებას გაეგზავნა წარმომადგენელი თათბირზე, რომელზეც განიხილავდნენ თბილისის სკოლების გადაკეთებისა და ახალი სკოლების გახსნის საკითხს. გამგეობამ წარმომადგენლებად გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი აირჩია.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 9 იანვარს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ საფასური, საკომისიო 20 პროცენტის გამოკლებით – 8 მანეთი.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის 7 დეკემბერს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო მიხეილ საბინინის „საქართველოს სამოთხის“ საფასური – საკომისიო 20 პროცენტის გამოკლებით 8 მანეთი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: ალექსანდრე იაკობის ძე უსტიაშვილი, ნიკოლოზ ალექსანდრე ძე უსტიაშვილი, ან. შილაკაძე, ნინო გაბაშვილისა და ნ. ხარაძე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნა მისი შედგენილი ქართულ-სვანური ლექსიკონის გამოსაცემად შეძენის შესახებ. საზოგადოებას არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა, ამიტომ გადაწყვიტეს, მიემართათ ნიკო მარისთვის, რომელიც ლექსიკონის გამოსაცემად სამეცნიერო აკადემიასთან უშუამდგომლებდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: თ. კიკვაძე, თავმჯდომარე: შ. დედაბრიშვილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იაკობ გაბრიელის ძე აზარიაშვილი, გიორგი ეფრემის ძე აფხაზავა, ივლიანე აბაშიძე, ლეონტი ანთაძე და რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძე, მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი, ვერა ლონგინოზის ასული ავალიშვილი, ივანე გიორგის ძე ავალიშვილი და გიორგი მოსეს ძე ანთაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 24 მაისს დაარსდაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ახალ-სენაკის ბიბლიოთეკა. მას ხელმძღვანელობდა მღვდელი გიორგი გამზარდია.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 13 ივნისს მიხეილ საბინინმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წიგნისთვის „საქართველოს სამოთხე“ მიიღო 10 მანეთი.
1915
ტიპი: ღონისძიება
პავლე იესეს ძე ინგოროყვამ გერმანიის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ხელთუბნის სკოლაში ჩასატარებელი რევიზია ხელმოწერით დაადასტურეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: ნიკოლოზ ცხვედაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ივანე რატიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 აპრილს ხელთუბნის სკოლის რევიზია იაკობ გოგებაშვილის თხოვნის საფუძველზე დაინიშნა.