ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50781

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მაღაზიის ნოქარი ივანე მელაძე სთხოვს 10000 მანეთს ერთდროული დახმარების სახით ან თუ ეს შეუძლებელია, იმავე თანხას თავისი ჯამაგირიდან. გამგეობამ გადაწყვიტა, ვაჭრობის შემცირების მიზეზით ივანე მელაძის თანამდებობიდან განთავისუფლება და მისთვის სალიკვიდაციოს მიცემა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მუშათა მაგიდის განცხადება არსებული დეფიციტის დაფარვის თაობაზე. განცხადების თანახმად თითოეულ მოსამსახურეზე საჭირო 10000 მანეთი 1 თებერვლამდე უნდა შეეტანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში პურის მიწოდება შეწყდებოდა. ვინაიდან პურის რაციონით 13 მოსამსახურე სარგებლობდა, შესატანი იყო 13000 მანეთი. გამგეობამ თანხის შეტანა დაადგინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა წინადადება 24 კიპა ქაღალდის 3 434 000 მანეთად შეძენის თაობაზე და უარჰყო ეს წინადადება.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის გასული წლის ანგარიში განიხილეს და დაამტკიცეს. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თელავის განყოფილების გამგეობას შეატყობინა, რომ საზოგადოებამ მიიღო 17 მარტით დათარიღებული წერილი, რომელიც ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ფაქტს ეხებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა გრიგოლ ბურჭულაძემ თელავის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა შილდის ბიბლიოთეკის გამგის დავით ვახვახიშვილის თხოვნა დახმარების შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს გამგეობის წევრის, ივანე რატიშვილის ანგარიში გასული წლის წინარეხის სკოლის რევიზიის შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მარიამ თუხარელისა, თინათინ ილიას ასული თუმანიშვილი, მარგალიტა ვარდენის ასული თავართქილაძე და ზაქარია ფილიპეს ძე თოხაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ანტონ თარხანის ძე თხელიძე, ონისიმე თურმანიძე, სილიბისტრო თოდრია, სეით ლუარსაბის ძე იაშვილი და გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს სიმონ ინასარიძე, ბარბარე ივანიკაშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი, ეკატერინე ილიას ასული იაშვილი და პოლისე იმნაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვასილ ინასარიძე, ზაქარია ინაშვილი, ელისო მათეს ასული იანქოშვილი, სანდრო სიმონის ძე იმერლიშვილი და იოსებ გიორგის ძე ივანიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს: მარიამ იაკობაშვილს, ნინა იაკობაშვილ-ხაფავას, პეტრე იოსელიანს, სანდრო იაშვილსა და ლიზა იორდანიშვილს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში, რომ საზოგადოება „ახალი მკითხველის“ წარმომადგენელ გრიაზნოვს გადაეცა 11 მან. 89 კაპ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: კირილე თევდორეს ძე კაცაძე, ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ევგენია გრიგოლის ასული კასრაძე, ფილიპე სპირიდონის ძე კაციტაძე და შაქრო მიხეილის ძე კირაკოზაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ტარას ერმალოზის ძე კახიანი, შალვა სამსონის ძე კიკნაძე, სენო მაქსიმეს ძე კულუხაშვილი, გრიგოლ რომანოზის ძე კობიძე და მიხეილ ივანეს ძე კაკაბაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძე, აპოლონ ანდრიას ძე კერესელიძე, დავით ნიკოლოზის ძე კელაპტრიშვილი, დიმიტრი ნიკოლოზის ძე კოტეტიშვილი და ნიკოლოზ გიორგის ძე კურატაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ქრისტეფორე გრიგოლის ძე ამილახვარი სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილების მეოთხე კურსზე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე იყო მოსკოვის უნივერსიტეტის საისტორიო ნაწილის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სოფიო თარხნიშვილის თხოვნა, ხალხში გასავრცელებლად „დედაენის“ 40 ეგზემპლარისა და ამდენივე რვეულის მიცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით მისთვის 20-20 წიგნი და რვეული უნდა მიეცათ. განჩინებას დავით კარიჭაშვილმა მოაწერა ხელი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) ერთი საზოგადო კრება გამართა, რომელზეც 1915 წლის ანგარიში განიხილეს და 1916 წლის ხარჯთაღრიცხვა დაამტკიცეს, ასევე მიიღეს გამგეობის ერთი და განყოფილების ასი ახალი წევრი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-15 სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია და სხვ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის ხარჯთაღრიცხვა – დახარჯული 111 მან. 59 კაპ. და დასახარჯი 133 მან. 56 კაპ. ოდენობით. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ილია ბესარიონის ძე ჩხარტიშვილი, სოლომონ რევაზის ძე ჩიკაევ-ჯანდიერი, ნიკოლოზ მიხეილის ძე ჩანიაძე, პეტრე მიხეილის ძე ჩარექიშვილი, მარიამ ჩომახიძე, გიორგი გაბრიელის ძე ჩომახიძე, გიორგი ჩუბინიძე და ნიკოლოზ ილიას ძე ჩუბინაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ლილი ივანეს ასული ჩხეტია, ფიოდორ ბიჭის ძე ჩხიკვაძე, თეოფილე ბეჟანის ძე ჩიჩუა, თამარ გიორგის ასული ჩიჯავაძე, ელენე სიმონის ასული ჩერქეზიშვილი, ექვთიმე გიორგის ძე ჩხაიძე და აკაკი გაბრიელის ძე ჩხარტიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.