რეგისტრირებული ფაქტები50811
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქუთაისის სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე იყო დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, წევრები – კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე, დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძე, ნ. ჭიჭინაძე, ს. ჯაფარიძე, ი. ბაქრაძე, ინსპექტორი კი – იოსებ ივანეს ძე ოცხელი.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიხსნა, მოგვიანებით კი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ განაგრძო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიხსნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-16 სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, პირველი და მეორე სამკითხველოებისთვის ჟურნალ-გაზეთები დაებრუნებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა იაკობ გოგებაშვილს „დედა ენის“ გაყიდვით მიღებული 300 მანეთი გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ფალიაშვილს შესაწევრის სახით 20 მანეთი გადასცეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძემ თხოვნით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, რომ ეპატიებინათ წიგნის მაღაზიის ვალი – 254 მანეთი, რის სანაცვლოდაც ის გამგეობას თავის წიგნებს გადასცემდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი და თავმჯდომარე დ. კარიჭაშვილი
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ალექსანდრე ჭყონიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს გამოფენის გასამართ მოლაპარაკებაზე დამსწრეთა სიის შედგენა სთხოვა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების წევრ დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძეს დაევალა სენაკის სკოლის მდგომარეობის გამოძიება, საჭიროებისამებრ უნდა ჩაერთო სხვა წევრებიც, შემდეგ კი ვრცლად ეცნობებინა გამგეობისთვის სკოლის მდგომარეობა და მისი მოგვარების გზები. ამ საკითხის შესახებ უნდა შეეტყობინებინათ დ. ბაქრაძისთვის. ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში ანასტასია წერეთლისასთვის 4 მან. 80 კაპ. გადაცემის შესახებ. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: აბელ გურგენიძე, ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი, ლუბა სილიბისტროს ასული გველესიანი, ეთერი სილიბისტოს ასული გველესიანი და კონსტანტინე ალექსანდრეს ძე გარაყანიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ნიკო ქიტესას ძე გუგუშვილი, სევერიან გაჩეჩილაძე, ივანე გოგეშვილი და მამიკო ზურაბის ძე გველესიანი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ვასილ გრიგოლის ძე გოგოშელი, სილოვან გაბუნია და გალაქტიონ ზურაბის ძე გიორგობიანი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ნოემბრიდან ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვი თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: საბა სტეფანეს ძე გოგავა, ხარიმ გაძგიშეკოვი, ფლორენცია ივანეს ასული გველესიანი და მარიამ იოსების ასული გაბეჩავა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ლევან გაბუნია, ბესარიონ გოგიაშვილი, მარიამ გოგილოვი, გიორგი გოგილოვი და ანა გლურჯიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის იანვარში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ფალიაშვილს 20 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია ფალიაშვილს 20 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ფონოგრაფის შესარჩევად დახმარება ზაქარია ფალიაშვილს სთხოვეს.