ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51443

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ნასამართლეობა

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 30 სექტემბერს გ. ბარაბაძე, მ. კვარაცხელია და მ. მანუკოვი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ხარკოვის საკატორღო ციხეში გადაიყვანეს.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩია სხვისი გვარით დაიჭირეს და თბილისიდან გაასახლეს. იგი ოდესაში წავიდა და უნივერსიტეტის რექტორის დახმარებით მეოთხე კურსიდან განაგრძო სწავლა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 8 ოქტომბერს ქუთაისის საოლქო სასამართლომ ცუცუნია ღოღობერიძის საქმე განიხილა და ბრალდებული გაამართლა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს მთიულიშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლების ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე მოქალაქეების მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებაში. იგი იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, თბილისში დაატუსაღეს თავადაზნაურთა ყოფილი მარშალი, თავადი გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი, მისი ძმა დავით ბაგრატიონი და კიდევ სამი მემამულე.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, სასამართლოს საგანგებო საქმეთა გამომძიებელი საგუბერნიო ციხეში მივიდა კალენიკე გოგიბერიძის დასაკითხად, მაგრამ ის ციხეში არ აღმოჩნდა. როგორც შემდგომში გაირკვა, გოგიბერიძე გაათავისუფლეს საბრალმდებლო ნაწილის ნებართვის გარეშე.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 2 დეკემბერს კალენიკე გოგიბერიძემ საბრალდებო ოქმის წაკითხვის შემდეგ განაცხადა, რომ იგი დამნაშავე არაა პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობასა და როტმისტრ სოხაძის მოკვლის განზრახვაში. მან განმარტა, რომ ჭიჭიკო რუხაძეს იარაღის ტარების ნებართვა სთხოვა, ამის გამო სოხაძემ და გაჩეჩილაძემ მოინდომეს მისი მოკვლა და მან თავდაცვის გამო გაისროლა, შედეგად დაიღუპა გაჩეჩილაძე და დაიჭრა სოხაძე.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის ივლისში პორუჩიკ გაჩეჩილაძის მკვლელობის გამო პასუხისგებაში მისცეს თბილისის საბჭოს ხმოსანი კალენიკე გოგიბერიძე.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიღნაღში საქალაქო სკოლის მასწავლებელი პ. ხრამცოვი გაძარცვის ბრალდებით დაიჭირეს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 3 იანვარს ზესტაფონში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამაზრო კონფერენციაზე კრებას საჩხერის რაიონის დელეგატებმა მოახსენეს ცნობები დაპატიმრებული ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის საქმეზე.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გადასახლებული აკაკი ჩხენკელი როსტოვიდან თვითნებურად დაბრუნების გამო დააპატიმრეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 28 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ისაკ ტატიშვილს ექიმ ივანე გომართელისთვის მუქარის წერილის გაგზავნა ედებოდა ბრალად.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 15 ნოემბერს საგუბერნიო სატუსაღოდან ნაფიცი ვექილის თანაშემწე გრიგოლ გიორგაძე უნდა გაეთავისუფლებინათ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში ზოტიკე პეტრეს ძე ჩიქვილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში რაჟდენ მათეს ძე არსენიძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ოქტომბერში პოლიტიკური ტუსაღი მოსე კიღურაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუდუ მდივანი მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს. იგი ორი კვირის შემდეგ კავკასიის საზღვრებს უნდა გასცლოდა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის თებერვალში თბილისის სასამართლო პალატამ ხელმეორედ განიხილა საქმე დიმიტრი მუსხელიშვილისა, რომელსაც გაბრიელ აგლუნოვისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ედებოდა ბრალი. ეს საქმე განიხილეს 1896 წლის 9 სექტემბერსაც და მუსხელიშვილს 4 დღით დაპატიმრება მიუსაჯეს, თუმცა მან საჩივარი უყურადღებოდ დატოვა.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 30 ოქტომბერს სასამართლომ განიხილა შიხი ტუსიშვილის, ლევან აბელის ძე ანდრონიკაშვილის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ბარათაშვილის, პაატა გედევანიშვილისა და მიხეილ კონსტანტინეს ძე მუხრანსკის საქმე. მათ ბრალად ეკატერინა პამპალოვის მოტაცება ედებოდათ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის ნოემბერში ჟურნალისტ ლევან ივანეს ძე ყიფიანს თბილისის საოლქო სასამართლომ 25 მანეთი ჯარიმა ან 5 დღით დატუსაღება მიუსაჯა.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით მაისში გაიმართებოდა მიხეილ ერისთავის საქმის განხილვა, რომელსაც ბრალდებოდა უფლებამოსილების გადაჭარბება და სხვა დანაშაულები.

1877

ტიპი: ნასამართლეობა

1877 წლის 6 მარტს გაზეთ “დროებაში” გამოქვეყნდა ინფორმაცია ივანე ჯაბადარის, მიხეილ ჩიკვაიძის, გრიგოლ ჟდანოვიჩის, სტეფანე ყანდაშევის, ალექსანდრა ქიქოძის, ეკატერინე გამყრელიძის, ალექსანდრე და ბარბარე ციციანოვების შესახებ, რომელთაც უკანონო საზოგადოების შექმნა, აკრძალული წიგნების გამვრცელება და მკვლელობის განზრახვა ბრალდებოდათ. საქმე სენატში 22 თებერვალს განიხილებოდა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საჩხერეში დაპატიმრებულ ეროვნული-დემოკრატიული პარტიის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი გუჯეჯიანთან ერთად დაპატიმრებული იყო მისი ორი თანაგუნდელი. უმიზეზოდ დააპატიმრეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ათი წევრი, მაგრამ დანარჩენები გაათავისუფლეს.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 3 იანვრის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შორაპნის სამაზრო კონფერენციამ გამოიკვლია საჩხერეში საველე შტაბის მიერ ეროვნულ-დემოკრატი გიორგი გუჯეჯიანის დაპატიმრებისა და გასამართლების საქმე.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საჩხერის სარაიონო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გუჯეჯიანს საჩხერის რაიონის საველე შტაბმა 6 წელი კატორღა მიუსაჯა პარტიული პროპაგანდისათვის.