რეგისტრირებული ფაქტები46994
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-20 სხდომას დაესწრნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე ზურაბიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და ვალერიან ლორთქიფანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვალს სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა ო. შულგინას ბენეფისი, წარმოადგენდნენ „ქ-ნ ბატერბფლაის“.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართველ ქალთა ჭრა-კერვის სკოლის მასწავლებლის, სალომე მაღალაშვილის თხოვნა წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის სკოლის გამგის მოხსენება სასკოლო პროგრამების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ძველი სენაკის სკოლას ქუთაისის სკოლების პროგრამებით ეხელმძღვანელა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვლადიკავკაზის სკოლისთვის დაფების შესაძენად 3.30 მანეთი გამოყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 15 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თონეთის სკოლას 8.60 მანეთის ღირებულების საკანცელარიო ნივთები გაუგზავნა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალის სასწავლებლის პედაგოგების თხოვნა წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.
1901
ტიპი: ავტორობა
1901 წლის აპრილში თბილისის პირველი სახალხო ბიბლიოთეკის შემოსავალი 12. 26 მანეთი იყო. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა: იაკობ გოგებაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე რატიშვილმა, ექვთიმე თაყაიშვილმა, ვალერიან ლორთქიფანიძემ, გრიგოლ ყიფშიძემ და დავით კარიჭაშვილმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისის საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, ივანე ზურაბიშვილი მიიჩნევდა, რომ ფოტოგრაფიის განყოფილებას ზარალი მოჰქონდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის. ის ან იჯარით უნდა გაეცათ, ან გაეყიდათ, ანდა საერთოდ გაეუქმებინათ – შენობა დაეცალათ და გაექირავებინათ, ინვენტარი გაეყიდათ და იქ დაცული მასალა მუზეუმებში გადაენაწილებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს ივანე ზურაბიშვილის მიერ მე-9 მუხლის თანახმად გამოტანილი დასკვნა, რომელიც საზოგადოებაში ფოტოგრაფიის სახელოსნოს არსებობას ეხებოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ფოტოგრაფიის სახელოსნოსთვის საჭირო მასალის შესაძენად 70.20 მანეთი გამოყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დომენტი ოყრეშიძის თხოვნა, ეცნობებინათ, საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დაარსების შემდეგ ვინ გახდებოდა სენაკის გამგებელი. გამგეობის ცნობით, ამ საკითხზე ქუთაისის თავადაზნაურობა იყო პასუხისმგებელი.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 19 თებერვლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრები იყვნენ: გრიგოლ გრიგოლის ძე ახრახაძე, ვიქტორ თევდორეს ძე ჯაფარიძე, ელენე ალექსანდრეს ასული საგინაშვილი-აბულაძისა, გიორგი ივანეს ძე ამილახვარი, გიორგი პავლეს ძე გორდეზიანი და მიხეილ ფრიდონის ძე გაჩეჩილაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიიღო დადგენილება, რომ თუ გიორგი უთურაშვილი ყაზბეგის სამრევლო სკოლაში გადავიდოდა, საზოგადოების სასკოლო კომისია კანდიდატს მოძებნიდა გომარეთის სკოლისთვის.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ნიკოლსკში გადასახლებული ქართველი პოლიტიკური პატიმრებისათვის საზოგადოების გამოცემების გაგზავნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის სამზრუნველოს განცხადება ბარნაბა გელაზანიას მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე მასწავლებლად გარდავაძე უნდა დარჩენილიყო, შემდეგ კი განიხილავდნენ გელაზანიას მოწვევის საკითხს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება საზოგადოების პერიოდული გამოცემის შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 დეკემბერს საწყობის გამგე ლავრენტი სანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ავადმყოფობის გამო დახმარება სთხოვა. გამგეობამ სანაძისთვის 200 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქალთა წრის წარმომადგენლების – ნინო ყიფიანის, ელისაბედ ორბელიანის, ნინო ჯორჯაძის – განცხადება, რომ გამგეობას დაედგინა ქალთა წრის დამოკიდებულება წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი დიომინდოპულო, იაკობ დემურაშვილი, ივანე დემუროვი და ნიკოლოზ ეგნატეს ძე დანელია. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისის სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თონეთის სკოლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად 2.58 მანეთი გამოყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 17 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბათუმის განყოფილებიდან გამოგზავნილი განცხადება ბარნაბა გელაზანიას მასწავლებლად წარდგენის შესახებ.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წელს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მებუკე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.