რეგისტრირებული ფაქტები49292
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა და რწმუნებულთა საერთო კრება დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. კრებას ესწრებოდნენ: ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, სეით იაშვილი, თევდორე კიკვაძე, ქრისტინე შარაშიძე, მეთოდე კაკაბაძე, კირილე ნინიძე, ნინო ნაკაშიძე. რწმუნებულები: ნინო ელიავა, უშანგი ელიავა, სილიბისტრო თავართქილაძე, გ. ბახტაძე, მინადორა ტოროშელიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის განცხადებით, 15 რწმუნებლის მიერ ხელმოწერილ განცხადებას რწმუნებულთა საზოგადო კრების მოწვევის შესახებ ერთ-ერთმა რწმუნებულმა წერილობით უარყო ხელმოწერა, მიუხედავად ამისა გამგეობამ თანხმობა განაცხადა კრების ჩატარებისა, რომელიც 21 ნოემბერს საღამოს 7 საათზე საზოგადოების კანცელარიაში გაიმართებოდა და მოუწოდა ყველა რწმუნებულს დასწრებოდნენ კრებას და განეხილათ მათ მიერ წარმოდგენილი საკითხები. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადებას რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადებითვე უპასუხა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში ეწერა, რომ მთავარ გამგეობას სურდა განყოფილებათა რწმუნებულთათვის გაეცნო საქმის ნამდვილი ვითარება და თუ ამის შემდეგაც თხუთმეტივე წევრი საზოგადო კრების ჩატარებას მოითხოვდა მთავარი გამგეობა დაუყოვნებლივ შეასრულებდა მათ მოთხოვნას. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 ივნისს ხარაგაულის გამგეობის თავმჯდომარე ტრიფონ თაბუკაშვილმა მოიწვია წინასწარი კრება, რომელზეც კრების წევრებმა განყოფილების განგეობის წევრებად აირჩიეს: ლეონტი ჭიპაშვილი, ალექსანდრე მაისურაძე, ერმალოზ კამკამიძე და ანა მიხეილის ასული ედილაშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადებას რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადებითვე უპასუხა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში ეწერა, რომ საზოგადოების ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისზე არც პრეზიდიუმში დაუყენებიათ საკითხი და არც მთავარ გამგეობაში. თავად, თევდორე კიკვაძეს კი არაერთხელ გაკვრით ჰქონდა ნათქვამი, რომ მილიონი მანეთის ქაღალდი დასჭირდებოდა მარტო „დედა ენის“ დაბეჭდვას, მაგრამ არც გეგმა წარმოუდგენია გამგეობისთვის კრიზისის დასაძლევად და არც პრეზიდიუმში დაუსვამს მსგავსი საკითხი, ამიტომ მთავარი გამგეობის განცხადებით თ. კიკვაძეს ჯერ გამგეობისთვის უნდა მოემართა ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ გადაეწყვიტა რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნა. გამგეობა საჭიროდ არ თვლიდა რწმუნებულთა საზოგდო კრების დანიშვნას. ხელს აწერენ გამგეობით თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადების გამო, რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში წერია, რომ მათ მიერ წარმოდგენილ მოხსენებას განყოფილებათა ლიკვიდაციის თაობაზე, არ იზიარებდა მთავარი გამგეობა, მათი აზრით განყოფილებათა უმოქმედობა არა განყოფილების წევრების ბრალი, არამედ განყოფილების გამგეობის მმართველობის პასუხისმგებლობა იყო, რადგან სათავეში უმოქმედო ან სხვა საქმით დატვირთული პირები იდგნენ, ამიტომ მთავარ გამგეობას საჭიროდ მიაჩნდა ადგილობრივი განყოფილების გამგეობის უმოქმედო მმართველებს ხელმძღვანელობა გადაებარებინათ სხვა შესაფერისი პირებისათვის. ხელს აწერენ გამგეობით თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადების გამო, რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში წერია, რომ საზოგადოების ახალი წესდება ძალაში შევიდა მისი დაკანონების დღიდან, არ განხორციელებულა მხოლოდ რწმუნებულთა რიცხვის შემცირება 150-დან 60-მდე, რადგან დახურვის პირას მყოფ განყოფილებებს მიეცათ საშუალება დეკემბრის დასაწყისამდე გადაეწყვიტათ განყოფილების ბედი და ამის შემდეგ დადგინდებოდა განყოფილებათა რწმუნებულების ზუსტი რაოდენობა, ამასთანავე ახალი წესდება მიიღეს აგვისტოში, როცა გამგეობის ხელმძღვანელობა შვებულებაში იმყოფებოდა და შესაბამისად ვერ მოხერხდებოდა ახალი წესდების ნაჩქარევად გახორციელება. ხელს აწერენ გამგეობით თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 ივნისს ხარაგაულის გამგეობის თავმჯდომარე ტრიფონ თაბუკაშვილმა მოიწვია წინასწარი კრება, რომელსაც ესწრებოდა 38 პირი. კრებაზე დაადგინეს: 1) ხარაგაულში გაეხსნათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება, 2) ადგილობრივი განყოფილების წევრად აერჩიათ 38 პირი, 3) გაევრცელებინათ სწავლა განათლება ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისა და სკოლების გახსნით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ხარაგაულის გამგეობის თავმჯდომარე ტრიფონ თაბუკაშვილმა განყოფილების დაკანონების თხოვნასთან ერთად გაუგზავნა ხარაგაულში განყოფილების დაარსების ოქმი, წევრთა სია და 30 მანეთი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 31 იანვარს ალექსანდრე ვასილის ძე გორგაძის მოწვევით ქალაქ ერზერუმში გაიმართა საზოგადოების იმ წევრთა კრება, რომელთაც სურდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსება. კრებაზე დაადგინეს: 1) გაეხსნათ ქალაქ ერზერუმში საზოგადოების განყოფილება; 2) ადგილობრივი განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერათ 31 პირი; 3) დაეარსებინათ სახალხო სამკითხველო, აემუშავებინათ წიგებისა და ჟურნალების მაღაზია, გაევრცელებინათ ქართული წერა-კითხვა ერზერუმში მცხოვრებ ქართველებსა და ქართველ მაჰმადიანებში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობასა და სამტრედიის განყოფილების გამგეობას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად სამტრედიის ქალაქის გამგეობამ აიღო ვალდებულება წიგნის მაღაზიაში მუშაობის პერიოდში გადაუხდელი ჯამაგირი გადაეხადა: მინა კოპალეიშვილისთვის 11 928 მანეთი, კატო მიქაძესთვის 2000 მანეთი, ლუბა ხუჭუასთვის 1000 მანეთი და მიხეილ ადეიშვილისთვის 1400 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობამ ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული მოწმობა გადასცა მინა ილიას ძე კოპალეიშვილს, რომლის მიხედვით მას არ ჰქონდა მიღებული კუთვნილი ჯამაგირი ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობის პერიოდში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ და სამტრედიის ქალაქის გამგეობის წარმომადგენელმა სოლომონ მიხეილის ძე ლორთქიფანიძემ აღწერეს სამტრედიის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ქონება, რამაც ჯამში შეადგინა 15022 მანეთი. ვარლამ ბურჯანაძემ ბიბლიოთეკა მისივე შედგენილ ანგარიშთან ერთად ჩააბარა მიხეილ ლორთქიფანიძეს, ანგარიშის ჩაბარებას ესწრებოდა ბიბლიოთეკის ყოფილი გამგე კატო მიქაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიის ვალი ჰქონდათ: სამტრედიის ქალთა სამკითხველოს 2604 მანეთი და 50 კაპიკი, გამგეობას – 102 მანეთი და 20 კაპიკი, ვანის სკოლის დირექტორთა კოლექტივს – 156 მანეთი, ნოე კალანდაძეს – 7 მანეთი, ალექსი ბერაძეს – 7 მანეთი, გიორგი ბახტაძეს – 7 მანეთი და იასონ კაკაბაძეს 7 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 20 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი დუმბაძისა და ამავე კომისიის წევრ გიორგი მაჭავარიანის მოხსენების მიხედვით, 1919 წლის ანგარიშში გამომცემლობების განყოფილებებზე იყო ყურადღება მისაქცევი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიის ვალი ჰქონდათ: ვარლამ ასათიანს 1 მანეთი და 25 კაპიკი, ივანე სტურუას – 2 მანეთი და 20 კაპიკი, ფილიმონ შათირიშვილს – 2 მანეთი და 80 თეთრი, სამტრედიის კანცელარიას – 37 მანეთი და 63 თეთრი, ევგენი ოდიშარიას – 5 მანეთი და 87 კაპიკი, აღმასრულებელ კომიტეტს – 4 მანეთი და 225 კაპიკი, სამტრედიის კომისარიატს – 21 მანეთი და 90 კაპიკი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიის ვალი ჰქონდათ: დავით კვანტალიანს 5 მანეთი და 85 კაპიკი, სამტრედიის სასამართლოს – მანეთი და 45 კაპიკი, მარიამ სახელაშვილს – მანეთი და 10 კაპიკი, ჯიხაიშის სამკითხველოს – 56 მანეთი და 50 კაპიკი, „თემის“ რედაქციას – 10 მანეთი, პავლე დონდუას – 56 კაპიკი, ნინო გეგეშიძეს – 48 კაპიკი, კალისტრატე ქუთათელაძეს – მანეთი და 80 კაპიკი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნის მაღაზიის ვალი ჰქონდათ: ერმილე ბოცვაძეს მანეთი და 75 კაპიკი, გიორგი გვარამაძეს – მანეთი და 55 კაპიკი, ლუბა მჭედლიძეს – 8 მანეთი და 57 კაპიკი, ბაჩა ლაპარტყავას – მანეთი და 5 კაპიკი, გიგო შენგელიას – 2 მანეთი და 74 კაპიკი, რაჟდენ მიქაძეს – 90 მანეთი და 75 კაპიკი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნების მაღაზიისთვის მინა კოპალეიშვილს ვალად ჰქონდა აღებული ქარხანა „განათლებისგან“ 797 მანეთი, გაზეთ „სოციალ-დემოკრატიის“ რედაქციისგან – 400 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 ოქტომბრის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნების მაღაზიისთვის მინა კოპალეიშვილს ვალად ჰქონდა აღებული 2000 მანეთი ნიკოლოზ კოპალეიშვილისგან, ლაზარე კოპალეიშვილისგან – 1500 მანეთი, ვარლამ ვერულაშვილისგან – 5000 მანეთი და ვაჭარ იაკობაშვილისგან – 710 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწყობის აღწერის შემდეგ დადგინდა, რომ საწყობში 244 დასახელების წიგნი ინახებოდა, აქედან 183 საბუღალტრო დავთრების სიას ემთხვეოდა, ხოლო 35 დასახელების წიგნი საბუღალტრო სიასთან შედარებით ნაკლები იყო, 28 დასახელების წიგნი კი მეტი. ხელს აწერენ ტერენტი წერეთელი, ლავრენტი სანოძე, იოსებ გიორგობიანი, ვასილ ედილაშვილი და ივანე ავალიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილისაგან საჩუქრად განსაკუთრებით ელოდებოდა არიებს „აბესალომ და ეთერიდან“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს, შაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ოცდათვრამეტჯერ დაიდგა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 თებერვალს, 19 საათზე, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ რობერტ ბლეიკმა მას ქერჩში მყოფი მეგობრების, ბოლშევიკების მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და სხვა ამბების შესახებ უამბო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსმა არ იცოდა რამდენ ხანს მოუწევდა ინგლისში დარჩენა. შეხვდებოდა და საჭირო რჩევებსაც მისცემდა იმ შემთხვევისთვის თუ სააღდგომოდ ინგლისში თავად ვერ ჩავიდოდა და მას მოუწევდა თბილისში გამომგზავრება.