ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49216

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ხონში წარმოადგინეს ვალერიან გუნიას სამმოქმედებიანი კომედია „კვალ და კვალ“ და ერთმოქმედებიანი კომედია „ადვოკატთან“. რეჟისორი – ნიკოლოზ გვარაძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 აგვისტოს ილია ბახტაძემ სამტრედიის 2-კლასიან სასწავლებელში წაიკითხა ლექცია „ახალგაზრდა ქართველი პოეტები“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იროდიონ ევდოშვილის წერილი 1-ელ აგვისტოს ბანძაში გამართული წარმოდგენების შესახებ („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „ჭკუისა მჭირს“).

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 ივლისის „დროებაში“ ელენე მამულაშვილის მიერ თარგმნილი „საზარელი მკვლელი“ დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 27 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში გაიმართა მოსკოვის საარქეოლოგიო საზოგადოების განყოფილების პირველი სხდომა, რომელზეც ექვთიმე თაყაიშვილმა წაიკითხა მოხსენება ქართული არქეოლოგიური ნაშთების შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნატალია გაბუნიასთვის მიძღვნილი იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ეჰ, ვინ უწყის...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „სიკვდილი და სიცოცხლე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „დრომ თავისი ჰქმნა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ია ეკალაძის წერილი „ნატოს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი ფაღავას წერილი „უკანასკნელი სალამი გამქრალ შთაგონებას“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი თუმანიშვილის წერილი „ნატალია გაბუნია ოცდაათი წლის წინათ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნატალია გაბუნიასთვის მიძღვნილი ალექსანდრე აბაშელის ლექსი „გაწყდა სიმი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კიტა აბაშიძის მოგონება „ნატო გაბუნია სახალხო სცენაზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „ჯოჯოხეთიდან სამოთხეში“ (ნატალია გაბუნიას ხსოვნას).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ გოცირიძის წერილი „ნატო გაბუნია, როგორც მსახიობი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ ტარუაშვილის „სიკვდილი“ (ნ. გაბუნია-ცაგარლის ხსოვნას).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ სოლომონის ძე მჭედლიშვილის ლექსი „აღარ გვყავს ნატო!..“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის წერილი „ნ. მ. გაბუნია-ცაგარლის ხსოვნას“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 ივლისის „დროებაში“ ილია ჭყონიას სტატია „გურიის ცხოვრებიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 ივლისის „დროების“ ცნობით, მიხეილ ნასიძის შედგენილი „ქართული ქრისტომათია“ დაიბეჭდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მარო მდივნისა და ვასილ ურუშაძის სამძიმრის წერილი ნატალია გაბუნიას გარდაცვალების გამო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაბრიელ სუნდუკიანცის სამძიმრის წერილი ნატალია გაბუნიას გარდაცვალების გამო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის აგვისტოში თბილისის თვითმმართველობამ დაადგინა, გვირგვინით შეემკოთ ნ. მ. გაბუნია-ცაგარლის ცხედარი და პანაშვიდი ზუბალაშვილების სახალხო სახლში გადაეხადათ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 29 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის სატირული მითი „ულუმბოს მთაზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო ჩხეიძის დეპეშა ნატალია გაბუნიას გარდაცვალების გამო.