ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50861

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსანა დავით ერისთავის პიესით „სამშობლო“, რომლის რეჟისორიც იყო ვალერიან შალიკაშვილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 სექტემბერს ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე სარაჯიშვილმა წაიკითხა რეფერატი „ავარიული ლექსი კახეთის აკლების შესახებ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 19 სექტემბერს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „სამხედრო ბანაკში“ შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბერს უნდა წარმოედგინათ სპექტაკლი „სამშობლო“, რომლისთვისაც რეჟისორმა ვალერიან შალიკაშვილმა დეკორაციები მხატვარ-დეკორატორებს, ფრანც ნოვაკსა და ლანსკის გაამზადებინა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 სექტემბერს ქართველ მსახიობთა თვითგანვითარების წრის მე-2 სხდომაზე სარგის კაკაბაძემ რეფერატი წაიკითხა შაჰ აბას I-ის შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბესარიონ მიხეილის ძე ვაშაკიძის ლექსი „მთვარე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „რუსულ დრამატიულ დასის მსახიობი და ანტრეპრენიორი“ (ვ. ი. ნიკულინი).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილის „გახსენება თეატრის შესახებ“ მე-5 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „სიმშვენიერე და სისრულე“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქუთაისში თბილისიდან საგასტროლოდ მიწვეულმა დასმა წარმოადგინა ვალერიან გუნიას ორმოქმედებიანი დრამა „ცხოვრება" და სამ მოქმედებიანი კომედია „პირველი ბუზი" .

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ოქროპირის ძე ურუშაძის წერილი ყვირილაში დამწვარი თეატრის შესახებ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის პანსიონში მიაბარეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავას წერილი „ტ. გ. შევჩენკოს პოეზია“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილის წერილი „ტარას შევჩენკო“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის წერილი „პატარა წერილი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პროკოფი ამბაკოს ძე გუჯაბიძის წერილი „სულ პაწა შენიშვნა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „მიმიკა“ მე-7 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის წერილი „პატარა ღია პასუხი, დიდს ღია (ლავრენტი წერეთლის) წერილზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბერს ქართულ თეატრში დავით ნახუცრიშვილის ნათარგმნი ჰაუპტმანის პიესა „მზის ამოსვლამდე“ წარმოადგინეს. პიესის რეჟისორი ვალერიან შალიკაშვილი იყო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 10 ოქტომბერს ქართულ თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „გამხმარი ფოთოლი“ წარმოადგინეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისში გამოცხადდა კონკურსი კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლის პროექტზე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ I ნაწილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა მეტეხის ციხეში დაწერა პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილის „ბუნება და ცხოვრება“ I ნაწილი.

1913

ტიპი: ავტორობა

1913 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა პიესა „ქალი“ დაწერა.