ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46700

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, თელავის სკოლის რევიზია გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძეს მიენდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 მარტის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, საზოგადოების სკოლებს არ ჰყავდა მეთვალყურე. სკოლების დათვალიერება ადგილობრივ მცოდნე პირებს მიენდო, სიღნაღის მაზრის, ნუკრიანისა და შრომის სკოლების რევიზია კი – ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგს.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 2 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პეტერბურგიდან მიღებული შეტყობინების თანახმად დავით ჩუბინაშვილმა თითქმის დაასრულა ახალი რუსულ-ქართული ლექსიკონი. მას სურდა, ლექსიკონების გაყიდვიდან მიღებული თანხით დაეარსებინა სტიპენდია ქართველებისათვის რომელიმე უნივერსიტეტში.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 18 მაისს გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის მეთაურობით რუსი ჯარისკაცები თავს დაესხნენ ოსმალთა ცხენოსანთა ჯარს და ცხარე ბრძოლის შემდეგ გაიმარჯვეს.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 13 მაისს გენერალ ლორის-მელიქოვის ცხენოსანთა ჯარი დაუპირისპირდა ყარსიდან მომავალ ოსმალთა ჯარს. ბრძოლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 6 ქართველი ჯარისკაცი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ოსმალებთან დაპირისპირების დროს მაიორ მიხეილ მელიქოვის კოლონამ დაიკავა სოფელი ზენითი, სადაც მათ ადგილობრივები დაუპირისპირდნენ, რის შედეგად გარდაიცვალა 4 და დაიჭრა 26 ქართველი ჯარისკაცი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების წევრებად მიიღეს: გრიგოლ მანუჩარის ძე ანჩაბაძე, ნესტორ ბახვას ძე ალექსანდრია, ნიკო ალექსის ძე ბერიძე და პავლე სიკოს ძე ბესელია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს ეკატერინე კედია და კალისტრატე კობახიძე, პირველი ერთხმად, მეორე – ფარული კენჭისყრით (18 თეთრი ამოუვიდა).

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმიდან ირკვევა, რომ განყოფილების გამგეობის წევრი კლიმენტი ლორთქიფანიძე ბაქოში იქნა გადაყვანილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელზეც კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა არჩევა გამგეობის ორი წევრისა, ერთისა – ეკატერინე კედიას ნაცვლად, რადგან ამ ქალბატონის წევრად ყოფნის სამი წელი გასულიყო და მეორისა – ნაცვლად კლიმენტი ლორთქიფანიძისა, რომელიც ბაქოში იქნა გადაყვანილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა თავის ნაცვლად განყოფილებისა და გამგეობის ახალი თავმჯდომარის არჩევა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. ოქმის თანახმად დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის არსებობა შეუძლებელი იყო, თუ მას არ ექნებოდა საკუთარი ბინა და ადგილი. ბინის ქირაობა სავარაუდოდ 600 მან. დაჯდებოდა. სკოლის განსათავსებლად შენობის პოვნაც საკმაოდ ჭირდა. აუცილებელი იყო საკუთარი ადგილისა და შენობის შეძენა. მსჯელობის შედეგად კრებამ დაადგინა, ეთხოვა თავადი მინგრელსკის მამულების მმართველ ვ. კ. ალშიბაიასთვის თავადთან შუამდგომლობა სკოლისათვის ადგილის შემოწირვის თაობაზე. კრების ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. ოქმის თანახმად კრებაზე განხილულ იქნა განყოფილების გასული 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დამსწრეთა განსაკუთრებული ყურადღება მიუქცევია დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის სასარგებლოდ გამართული სეირნობიდან შემოსულ თანხას (709 მან. 50 კაპ.). ამ საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღოდა ჩერნოვას. კრებამ ერთხმად გადაწყვიტა სამადლობელო დეპეშა გაეგზავნა მისთვის. ოქმის დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე განსახილველ საკითხებზე სამსჯელოდ დამსწრე წევრებს შეუერთდნენ: არჩილ მაჭავარიანი, ლევან ჭაჭიაშვილი, ალექსანდრე ჩიქავა, ალექსანდრე კედია და ევგენი ბარამიძე. სულ საკითხების განხილვაში მონაწილეობა მიიღო განყოფილების 25 წევრმა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაკითხულ იქნა განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: რაჟდენ იაგორის ძე ზაქარაია, ლავრენტი შარვანის ძე ჟვანია, გიორგი გაბრიელის ძე თელია და ესტატე ქაქუჩას ძე კანკავა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაკითხულ იქნა განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: ალექსანდრე ძეფიშვილი, ბათუ როსტომის ძე წულეისკირი და ვლადიმერ კონსტანტინეს ძე წულეისკირი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაკითხულ იქნა განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: გიორგი ხარიტონის ძე ფარულავა, იორდანე ქირია და ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ჩხოლარია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაკითხულ იქნა განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: მარიამ ნესტორის ასული კედიასი და ალექსანდრე ასლანგერის ძე კედია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაიკითხეს განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შეიყვანეს ევგენი ბარამიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაკითხულ იქნა განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: გიორგი პეტრეს ძე პატარაია, ანტონ მაქსიმეს ძე ანჯაფარიძე, კატო ბერიძისა და ალექსანდრე ჩიტოს ძე ჩიქავა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაკითხულ იქნა განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: იონა მიხეილის ძე მეუნარგია, ბეგლარ ასალოს ძე მგელაძე, ვლადიმერ პახვალის ძე მირცხულავა და ალექსანდრე ალმასხანის ძე სიხარულიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაკითხულ იქნა განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: ფილიპე გვადის ძე კედია, ვლადიმერ ივანეს ძე კეშილავა, ყათრან გიორგის ძე კიკიანი და კონსტანტინე ივანეს ძე მაშია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაკითხულ იქნა განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: ილარიონ ბიგვავა, ბარნაბა კონსტანტინეს ძე ბუკია, აქვსენტი გუთის ძე გურალია და ანდრია კონსტანტინეს ძე დგებუაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე წაკითხულ იქნა განყოფილების წევრობის მსურველთა სია. სიაში შევიდნენ: გრიგოლ მანუჩარის ძე ანჩაბაძე, ნესტორ ბახვას ძე ალექსანდრია, ნიკო ალექსის ძე ბერიძე და პავლე სიკოს ძე ბესელია.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომლის გახსნისთანავე კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა, ფეხზე ადგომით პატივი ეცათ განსვენებული აკაკი წერეთლის, მწერალ ნიკო ლომოურისა და გამგეობის ყოფილი წევრ-ხაზინადარის გიორგი ხერხეულიძის ხსოვნისათვის, რაც საზოგადოებამ პატივისცემით შეასრულა.