რეგისტრირებული ფაქტები47756
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 დეკემბერს დირექტორი ალექსანდრე მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ აბესაძე ოზურგეთის ვაჟთა პროგიმნაზიის გამგეს 2 დეკემბრის N 262 ქაღალდის დასამატებლად მთავარგამგის დავალებით ატყობინებენ, რომ პედაგოგიური საბჭოს გაკვეთილების გადანაწილების დროს უნდა ეხელმძღვანელათ სამინისტროს მიერ შემუშავებული ნუსხით, რომლის მიხედვით საქართველოს ისტორიის კურსის გაკვეთილები სხვანაირად იყო განაწილებული.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ გიმნაზიაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე არჩევანი შეაჩერა სოლომონ ანდღულაძეზე. ის სამაგალითო საქმისმწარმოებელი და ერთადერთი სასურველი კანდიდატი იყო. მას ხელს არ შეუშლიდა ფორმალური მიზეზი, რომ ერთი და იმავე შტატის მასწავლებელი იყო ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 22 დეკემბერს ოზურგეთის ქალთა გიმნაზიის უფროსმა ან. მგელაძემ საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრს მისწერა, რომ პედაგოგიური საბჭოს აზრით, სოლომონ ანდღულაძეს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლობა ხელს ვერ შეუშლიდა ქალთა გიმნაზიაში საქმისმწარმოებლად ემსახურა. მას პირველ სასწავლებელში მხოლოდ 15 გაკვეთილი ჰქონდა, შესაბამისად, იქ ნაკლები დრო სჭირდებოდა და ნაკლები ანაზღაურებაც ჰქონდა. მას მატერიალურად ვაჟთა გიმნაზიაში რაც აკლდებოდა, შეეძლო ქალთა გიმნაზიაში აენაზღაურებინა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 25 ნოემბერს შედგენილი პირადი საქმის მიხედვით, მღვდელი კონსტანტინე ანთაძე 1904 წლის 20 მაისიდან 1917 წლის 15 ნოემბრამდე ცხრაწყაროს სკოლის გამგე და რჯულის მასწავლებელი იყო. დოკუმენტის ასლის ნამდვილობას ხელმოწერითა და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.
1913
ტიპი: ავტორობა
1913 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებლმა გრიგოლ ბურჭულაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას ამცნო, რომ მთავარმა გამგეობამ დაამტკიცა ზუგდიდის განყოფილების 24 მაისის საზოგადო კრებისა და 25 მაისის გამგეობის წევრთა სხდომის ოქმები.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის „ერთობაში“ დაბეჭდილ ქუთაისის ევროპული ტანსაცმელების მკერ. პროფკავშირის თავმჯდომარის ავქსენტი შავგულიძის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანებლიძის სამკერვალო ქარხნის მუშამ, გრიგოლ მანდარის ძე შახრიანცმა ქარხნიდან 15 ათასი მან. ღირებულების მუშტართა შეკვეთები და სესხის სახით გამორთმეული ფული გაიტაცა. მოუწოდებს თბილისის მკერავთა კომიტეტს, თუ სადმე გამოჩნდეს, დააპატიმრონ.
1918
ტიპი: ავტორობა
მიხეილ გიორგაძე თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს სწერდა, რომ როგორც ქართული ენის მასწავლებელი ყველაზე მეტად განიცდიდა ცხოვრების სიმძმეს, სიტლანქესა და ყოველგვარ უფერულობას, რადგან მხოლოდ ქართული ენის მასწავლებელი იყო მოკლებული ყველა იმ პრივილეგიებსა და უპირატესობებს, რომლებითაც სარგებლობდნენ დანარჩენი მასწავლებლები. ამ ყველაფერს კი ემატებოდა დაცინვა, აბუჩად აგდება, არაფრად ჩაგდება, რომლითაც უმასპინძლდებოდნენ ქართული ენის მასწავლებელს მთავრობა მთელი თავისი შემადგენლობით, მოწაფეთა მშობლების უმრავლესობა და თვით მოწაფეთა მცირე ნაწილიც. ძალზედ ძნელი იყო ქართული ენის მასწავლებლისთვის ამ აუტანელ პირობებსა და სულიერი ტანჯვის პირობებში მუშაობა.
1918
ტიპი: ავტორობა
მიხეილ გიორგაძე თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს წერს, რომ მხოლოდ ბრწყინვალე მომავლის იმედი აძლევდა ამ მძიმე ტვირთის ტარების ძალას, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს მოესწრო: „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნის“, მაგრამ თითქმის 30 წლის მანძილზე ამ მძიმე უღლის ტარებამ ზემოაღნიშნულ პირობებში ძალზედ დაღალა და აღარ შეეძლო მუშაობის გაგრძელება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთვის გაგზავნილ მოხსენებაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მთავრობისთვის მოთხოვნილი ვალის საგარანტიოდ ასახელებდა საზოგადოების მფლობელობაში არსებულ მიწებსა და შენობა-ნაგებობებს, ასევე მის საკუთრებაში არსებულ ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 ოქტომბერს ონტოფოს უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორი ნესტორ კოვზირიძე ქუთაისის გუბერნიის მე-4 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს სწერს, რომ სამინისტროს განკარგულებით იმ პირებს, რომელთაც აქვთ საშინაო მასწავლებლის წოდება, შეუძლიათ მუშაობა დაიწყონ უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლად.