რეგისტრირებული ფაქტები46678
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ რევოლუციურმა კომიტეტმა მთავარგამგეობის წევრები დაიბარა შეხვედრაზე სასაუბროდ იმის შესახებ თუ როგორი ურთიერთობა უნდა დამყარებულიყო საზოგადოებასა და კომისარიატს შორის.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობა რევოლუციურ კომისარიატს განუწყევტლივ სთხოვდა საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცათ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობას რევოლუციურმა კომისარიატმა თებერვლამდე დაწყებული წიგნების ბეჭდვის გაგრძელების უფლება მისცა, მაგრამ ზოგიერთი წიგნის ბეჭდვა შეჩერდა სტამბის დაკეტვის გამო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობას რევოლუციურმა კომისარიატმა თებერვლამდე დაწყებული წიგნების ბეჭდვის გაგრძელების უფლება მისცა და ზოგიერთი დაბეჭდა, მაგ.: დუტუ მეგრელის თხზულება „ბუნება სკოლაში“.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობამ რევოლუციურ კომისარიატს სთხოვა „დედა ენის“ გამოცემის უფლება მიეცა, მაგრამ არ დართეს ნება.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მთავარგამგეობამ გადაწყვიტა კვლავ გაეგრძელებინა წიგნების გამოცემა, თუმცა დაბრკოლდნენ, რადგან რევოლუციური კომიტეტის კოლეგიამ დართო ნება გამოეცათ „ხევისბერი გოჩა“, მაგრამ პოლიგრაფიულმა განყოფილებამ უთხრა უარი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, როდესაც განათლების კომისრის დადგენილება გამოიცა, რომ ყველა კულტურული დაწესებულება მის განკარგულებაში იქნებოდა, მთავრგამგეობამ კომისარიატს ჰკითხა თუ რას ნიშნავდა მათი ეს განცხადება, რაზეც უპასუხეს, რომ საზოგადოებას თავისი საქმიანობა კომისარიატთან შეთანხმებით უნდა გაეგრძელებინა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს წარუდგინეს მოხსენება, რომლითაც გააცნეს საზოგადოების მიზანი და სთხოვეს დახმარებოდნენ სტამბით, ფართით და ხელი შეეწყოთ ქაღალდის შოვნაში, თუმცა კომიტეტისგან პასუხი არ მიუღია მთავარგამგეობას.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სოფრომ გაბრიელის ძე ტარუაშვილს უპასუხა, რომ „დედა ენის“ ნაცვლად სხვა წიგნის შედგენის საკითხი არ იყო გარკვეული. მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ წიგნი იბეჭდებოდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვარის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ წაიკითხა 1921 წლის 3 ივლისის კრების ოქმი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებას დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გააცნო დღის წესრიგი: რწმუნებულთა საზოგადო კრების ოქმის დამტკიცება; მთავარგამგეობის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ და საზოგადოების ახლადშეცვლილი და შესწორებული პროექტის განხილვა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრება, რომელიც დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გახსნა. კრებას დაესწრო 20 რწმუნებული.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრნენ: ანა (ოლღა) ილიას ასული სოლოღაშვილი, ვარლამ ალექსანდრეს ძე რუხაძე და მიხეილ სვიმონის ძე ჭავჭანიძე.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წელს თბილისში, მელიქიშვილის სტამბაში მანეთად იყიდებოდა კ. ლორთქიფანიძის შედგენილი კრებული „ჩონგური“, რომელშიც დაბეჭდილი იყო აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძისა და სხვა მწერლების ლექსები.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრნენ: იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა და ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 თებერვლის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძის თხოვნა, რომ ცნობა მიეცათ განათლების კომისარიატში წარსადგენად, რათა თავისი წიგნების ჰონორარი აეღო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლის თხოვნა, უფლება მიეცათ წიგნსაცავიდან სახლში წაეღო „დროების“ 1882 წლის ნომრები.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი, ივანე გიორგის ძე ავალიშვილი და სამსონ დავითის ძე ბახტაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის ძველი ბინიდან ახალ ბინაში გადატანის საკითხი ჩაებარებინათ სპეციალურ კომისიისთვის, რომლის წევრიც მაღაზიის გამგის გარდა გამგეობის წევრი იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანიც იქნებოდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე, ანა ილიას ასული სოლოღაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების იურიდიული კონსულისთვის კირილე იესეს ძე ნინიძისთვის მიენდოთ დიმიტრი ჩოლოყაშვილის მიერ ნაანდერძევი ქონების განაღდება და სათანადო დაწესებულებების, ორგანოების წინაშე შუამდგომლობის აღძვრა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძე, ანა ილიას ასული სოლოღაშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და პავლე დავითის ძე საყვარელიძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 იანვარს გამართული ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ პავლე დავითის ძე საყვარელიძისთვის გადაეცათ ერთი ცალი „ვეფხისტყაოსანი“ 100 000 მანეთად.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 10 იანვარს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ გარეშე საქმეების კომისარიატი სთხოვდა გამგეობას წიგნის მაღაზიის ფართი დაეთმოთ ახალი საზოგადოებისთვის – „ინდუსტრიისთვის“.