ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51696

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1925

ტიპი: განათლება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვანო ფხალაძე იყო ჭიათურის ტექნიკუმის მოწაფე.

1925

ტიპი: განათლება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ ცნობით, ვასო კაპანაძე იყო 23 წლის, სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს გიორგი არჯევანიძემ პეტროვსკ-პოლტავის კადეტთა კორპუსის სასწავლებელი დაასრულა.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს გიორგი არჯევანიძემ ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

1917

ტიპი: განათლება

1917 წლამდე რუსეთის არმიაში ხანგრძლივი მოღვაწეობის გამო გიორგი კვინიტაძეს ქართული ენა დავიწყებული ჰქონდა, ამიტომ საქართველოში დაბრუნებისთანავე ენის სწავლას შეუდგა თედო სახოკიასთან.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში ივანე ყაზბეგმა სანკტ–პეტერბურგის 1-ელი სამხედრო გიმნაზია დაასრულა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში ივანე ყაზბეგმა კონსტანტინეს მე–2 სამხედრო სასწავლებელი და ოფიცერთა საარტილერიო სკოლა დაასრულა.

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის აპრილ-ოქტომბერში ივანე ყაზბეგმა გაიარა გადამზადება საარტილერიო კურსებზე, ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში ქალაქ ტორუნში.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს დიმიტრი თოფურიამ დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში დიმიტრი თოფურიამ თბილისის იუნკერთა სასწავლებელი დაასრულა.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დავით მაჭავარიანმა დაწყებითი განათლება მიიღო რეალურ სასწავლებელში.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს დავით მაჭავარიანმა თემირხანშურას რეალური სასწავლებლის მექანიკა-ტექნიკური ფაკულტეტი დაასრულა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს დავით მაჭავარიანმა თბილისის იუნკერთა სასწავლებელი დაასრულა.

1909

ტიპი: განათლება

1909 წელს დავით მაჭავარიანმა ოფიცრების მსროლელთა სკოლა დაასრულა.

1926

ტიპი: განათლება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, ივანე ბეგლარის ძე ღლონტს პირველდაწყებითი განათლება ჰქონდა მიღებული.

1926

ტიპი: განათლება

1926 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლის“ (N14) ცნობით, დავით ქარცივაძემ მიიღო სამხედრო განათლება.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დაწყებითი განათლება კოტე აფხაზმა სახლში მიიღო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს კოტე აფხაზმა თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელი დაასრულა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს კოტე აფხაზი პავლეს I სამხედრო სასწავლებელში შევიდა პეტერბურგში.

1886

ტიპი: განათლება

1888 წელს კოტე აფხაზმა პავლეს სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

1890

ტიპი: განათლება

1890 წელს კოტე აფხაზმა ოფიცერთა საარტილერიო სკოლაში დაასრულა სწავლა.