ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51276

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 6 ივლისის „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის ფელეტონის „მგზავრის შენიშვნები“ I ნაწილი დაიბეჭდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 დეკემბერს სასოფლო–სამეურნეო საზოგადოებამ ვლადიმერ მიქელაძის მოხსენება განიხილა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისამ ვერის საკვირაო სკოლის შესანახად 100 მანეთის ნაცვლად 200 მანეთის შემწეობის მიღების თხოვნით ქალაქ თბილისის გამგეობას მიმართა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 9 დეკემბერს ქუთაისში გამართულ ქალაქის საბჭოს კრებაზე მიხეილ დარახველიძემ ნანადირევით ვაჭრობის შესახებ სავალდებულო დადგენილება წარმოადგინა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „ქამანჩა და სიმები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „მოგზაურობა სისხლის წვეთისა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება ს. რემონიძის (სილიბისტრო თავართქილაძის) მოთხრობისა „ჯარისკაცი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „გ. მ. ხერხეულიძე (მ. ფოცხოველი)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის წერილი „სვ. პავ. სვიმონიძე (გოგოლაშვილი)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციამ იასე რაჭველის მოთხრობა „მარიანნა“ მიიღო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში დაიბეჭდა და გასაყიდად გამოვიდა იოსებ იმედაშვილის ჯიუტები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის იანვარში მოსკოვში დიმიტრი არაყიშვილის ნაწარმოებთა ახალი ტომი დაიბეჭდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 4 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო გურულის წერილი „დ. ხაშურში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ალანიას წერილი „გ. მ. ხერხეულიძე (მ. ფოცხოველი)“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქალაქ თბილისის გამგეობამ გადაწყვიტა სტამბის დაარსება, რისი ხარჯთ-აღრიცხვის შედგენა დაევალა სტეფანე ჭრელაშვილს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის დრამატული პოემის „ქალი გრძნეული“ I ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე სიხარულიძის ლექსი „საქართველოდან რუსეთში“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 თებერვალს ქართული სიტყვაკაზმული საზოგადოების კრებაზე უნდა წაეკითხათ შიო არაგვისპირელის ახალი ნაწარმოები „გაბზარული ზარი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გაგრძელება ვახტანგ კოტეტიშვილის სტატიისა „ბ. ახოსპირელი და მისი სიმღერა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 14 თებერვალს თბილისის სახაზინო თეატრში შიო მღვიმელისთვის გამართულ სადღესასწაულო დილაზე ივანე გომართელმა შიო მღვიმელის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ლუკა სიმონის ძე თათეიშვილმა ცალკე წიგნად გამოსცა პოემა „სიყვარული“, „ცხოვრება და წამება წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინესი“, „ადამიანის გულის ნდომა და წრფელი სინდისის დაკითხვა“ და „კავშირი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დია ჩიანელის (დავით ჩხეიძის) მოთხრობა „ცრემლები სულისა“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 26 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ილია ფერაძის მიერ ქაშუეთის ეკლესიაში ბავშვთა ქრისტიანული აღზრდის შესახებ წაკითხული მოხსენების პირველი ნაწილი გამოქვეყნდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე შანშიაშვილის დრამატული პოემის „ქალი გრძნეული“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის თხზულება „ღაღადისი“.