რეგისტრირებული ფაქტები50348
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ლუარსაბ ალექსანდრეს ძე ერისთავს დავალიანება ჰქონდა 2052 მანეთი და 98 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში გიორგი ივანეს ძე ციციშვილს დავალიანება ჰქონდა 1663 მანეთი და 79 კაპიკი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში გაიმართა მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: საძოვრების კომისიის თავმჯდომარე სერგო ყაზახაშვილმა, გზების კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა, მეცხვარეობის დაცვის კომისიის თავმჯდომარე გაბრიელ ცისკარაშვილმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს და სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა ოფიციალური ცნობა მიიღო, რომ დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა საბჭომ სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 თებერვალს ქართულ თეატრში დაიდგა ორი ახალი პიესა „ცოლ-ქმრობის ყვავილები“ და „შიშს დიდი თვალები აქვს“, რომლებშიც მონაწილეობდნენ მაკო საფაროვა და ვასო აბაშიძე, რეჟისორი იყო ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კონსტანტინე შათირიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვარს ქართულ კლუბში უნდა გამართულიყო საოჯახო საღამო ქართული კლუბის მამასახლის კოტე ზაქარიას ძე მაყაშვილის ხელმძღვანელობით. რუსული დრამის თეატრი „ტარტოს“ წარმოადგენდა ერთმოქმედებიან ფარსს „მგლოვიარე მანდილოსანი“ და კონცერტს. მონაწილეობას მიიღებდნენ ალეშკო, ო.ს. კალანდაძე-ოგასოვა, ხორინა, გრიგოლ ინაშვილი, ლეონ ისეცკი და იური საბინინი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 აგვისტოს ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ყრმათათვის საკითხავი წიგნის „გაზაფხულის“ განხილვა, რომელიც ანთიმოზ ჯუღელმა გამოსცა. წიგნში დაბეჭდილი იყო აკაკი წერეთლისა და რაფიელ ერისთავის ლექსები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ილია, მიხეილ, პეტრე, გიორგი ალექსანდრეს ძე გრუზინსკებს დავალიანება ჰქონდათ 18 578 მანეთი და 20 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ზაქარია, გრიგოლ და ექვთიმე დიმიტრის ძე გაბაშვილებს დავალიანება ჰქონდათ 2950 მანეთი და 97 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანს დავალიანება ჰქონდა 14 173 მანეთი და 62 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში იოსებ ივანეს ძე შალიკოვს დავალიანება ჰქონდა 5107 მანეთი და 41 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ზაქარია გულბაათის ძე ჭავჭავაძეს დავალიანება ჰქონდა 3036 მანეთი და 71 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში სოლომონ, იოსებ და ზაქარია ადამის ძე ქობულაშვილებს დავალიანება ჰქონდათ 9969 მანეთი და 3 კაპიკი.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით,1881 წლის 1-ლ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის ახალ წევრებად აირჩიეს მიხეილ გიორგის ძე გეგიძე, მიხეილ ერასტის ძე დარახველიძე და ივანე სიმონის ძე მესხი.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრება, რომელზეც უნდა აერჩიათ გამგეობის ახალი თავმჯდომარე. კენჭს იყრიდა ნიკოლოზ ღოღობერიძე და მისი მოწინააღმდეგეები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის ცუდ პიროვნებად წარმოეჩინათ, ამიტომ წამოაყენეს არც თუ ისე ცნობილი პიროვნებების კანდიდატურა, ესენი იყვნენ: დ. თ. ბაქრაძე, ნიკოლოზ დადიანი, კირილე ლორთქიფანიძე და დიმიტრი დადიანი. თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძე.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ნიკოლოზ ყიფიანმა საზოგადო საჭიროებისთვის გადანახული თანხის განაწილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქალებო გიმნაზიას იმ პირობით უნდა დახმარებოდნენ თუ ქართულ ენას შესაფერის ადგილს დაუმკვიდრებდნენ ამ გიმაზიაში. ნ. ყიფიანის განცხადებას მამია გურიელმა დაურთო, რომ იმ შემთხვევაში. თუ კრება არ გაითვალისწინებდა ამ მოთხოვნას, საქალებო გიმნაზიას აღარ დაეხმარებოდნენ.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით, 1881 წლის 1-ლ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ღოღობერიძე თავმჯდომარეობდა, გაანაწილეს საზოგადო საჭიროებისთვის გადანახული თანხა 18 006 მანეთი და 8 კაპიკი.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ღოღობერიძე თავმჯდომარეობდა, დაამტკიცეს ბანკის აგენტების ჯამაგირები. პეტერბურგში მყოფ აგენტს დაუნიშნეს 600 მანეთი, ხოლო თბილისში 1 800 მანეთი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე აკაკი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, მიხეილ დარახველიძე, დავით ნაზარიშვილი და პავლე თუმანიშვილი ბანკის გამგეობის წევრთა ჯამაგირის შემცირებას მოითხოვდნენ, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე კონსტანტინე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ გარკვეული პირების ცდა, რაიმე სახის დარღვევა აღმოეჩინათ ბანკის საქმიანობაში, მხოლოდ პოლიტიკური ხრიკები იყო და მეტი არაფერი.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის სხდომაზე მიხეილ დარახველიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი ადამიანი უმიზეზოდ ცდილობდა იმისთანა უწესობის აღმოჩენას ბანკის საქმეებში, რაც არ არსებობდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით 1881 წლის პირველ მაისს გაიმართა ქუთაისის საადგილამულო ბანკის სხდომა ნიკოლოზ ღოღობერიძის თავმჯდომარეობით. სხდომაზე ნ. ღოღობერიძეს სიტყვით მიმართა კირილე ლორთქიფანიძემ და აღნიშნა, რომ ბანკი მსესხებელს უსამართლოდ ახდევინებდა პროცენტს, რაზეც თავმჯდომარემ მაგალითების საშუალებით დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხი გასცა მომჩინავს, თუმცა კ. ლორთქიფანიძისთვის ეს პასუხი არადამაჯერებელი აღმოჩნდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
ჟურნალ „ივერიის“ ცნობით,1881 წლის 1-ელ მაისს ქუთაისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ზედამხედველობის კომიტეტის წევრობაზე უარი განაცხადეს დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილმა, ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძემ და კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძემ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 6 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის სტატია „უმეცრების ამაყობა“, რომელიც სახალხო მასწავლებლებს მიუძღვნა, კერძოდ, ზახაროვსა და კუვშინსკის, რომლებსაც ისე ეჯავრებოდათ „დედა ენა“ და „ბუნების კარი“, რომ სემინარიის მმართველობას არაერთხელ ააკრძალინეს ამ სახელმძღვანელოებით სწავლება.