ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49240

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 306 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ კონსტანტინე დავითის ძე ნიჟარაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ტფილისის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი, სარდაფით და 332 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დავით, ალექსანდრე, ანტონ, სიმონ, ნესტორ და ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძეებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ორპირის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 153 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ბარბარე სოლომონის ასულ ნაკაშიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ტფილისის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი, ბაღით და 1314 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს, 12 საათზე სასოფლო სამეურნეო საზოგადოების შენობაში, ბარიათინის ქუჩა N5-ში, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, პროფესორი სიმონ ავალიანი საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველ ყრილობას გახსნიდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ლევან და პავლე ალექსანდრეს ძე თუმანოვებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ალექსანდრეს ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 252 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 6 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავის ასარჩევად ხმოსნები შეიკრიბნენ. გარეშე დამსწრეთა შორის ბათუმის ქალაქის მოურავი ლუკა ასათიანიც იმყოფებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ალექსანდრე როინაშვილმა საქართველოს საეკლესიო ნაშთთა საცავს რუსუდან მეფის დროინდელი ვერცხლის ფული შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს. სპირიდონ აბესაძემ სკოლას მოსწავლეებისთვის ფურცლები და ფანქრები, ხატი და ხელმწიფე იმპერატორის ჩარჩოში ჩასმული სურათი შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 16 მარტს სიღნაღის მთავარანგელოზის ეკლესიაში ნიკოლოზ ჭავჭავაძის პანაშვიდი გადაიხადეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ (რედაქტორი ვალერიან გუნია) წერს, რომ უფროსმა სავაჭრო-სამეურნეო ზედამხედველმა ქალაქის გამგეობაში აღწრა შუამდგომლობა, ჩარჩების გასაკონტროლებლად დაეშვათ ცხენოსან-დარაჯის თანამდებობა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ გრიგორი გოლიცინი ყოველდღე ხან ფეხით, ხანაც ეტლით ათვალიერებდა ქალაქის სხვადასხვა ნაწილს, აკვირდებოდა მუშებს და მათ ნამუშევარს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფილიმონ ქორიძემ ქუთაისში გამართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მარიამ კლდიაშვილ-ძნელაძისამ, ჭელიძისამ და ვლადიმერ ჟღენტმა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გასაყიდად გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი რუსული სახელმძღვანელო „русское слово“. წიგნი იყიდებოდა გრიქუროვის მაღაზიაში 10 შაურად, ვინც 20 ცალზე მეტს წაიღებდა 9 შაურად დაუთმობდნენ, ხოლო ვინც 50 ცალზე მეტს წაიღებდა 2 აბაზად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით ის დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლიდა იონა მეუნარგიას წაეკითხა ლექციები გრიგოლ ორბელიანის შესახებ აღმოიფხვა და საზოგადოება დიდი იმედით ელოდა ლექციების კვლავ განახლებას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში იბეჭდებოდა ეკატერინე გაბაშვილის ახალი წიგნი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, ელენე გრიგოლის ასული ამირაჯიბი და დარია გრიგოლის ასული თუმანოვისა ნათესავებსა და მეგობრებს აუწყებდნენ, რომ ვასილ გრიგოლის ძე სარაჯიშვილის გასვენება მოხდებოდა 1888 წლის 28 მარტს ელიმირზოვის სახლიდან, რომელიც ახალბებუთოვის ქუჩაზე მდებარეობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ მუშტაიდში ლატარეა-ალეგრი აპრილის დამლევს ან მაისის დასაწყისში გაიმართებოდა. მსურველებს შესაწირი უნდა გაეგზავნათ ოლღა ჭავჭავაძის სახელზე ან წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სტამბოლიდან მიიღებული ცნობის თანახმად, აპრილის დამდეგს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე ათონის ქართველთა მონასტრის მონახულებისა და იქაური წიგნსაცავის გაცნობის შემდეგ თბილისში დაბრუნდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ დიმიტრი ჯანაშვილი მღვდლად სოფელ ნუხაში გაამწესა. სოფელ თასმალოში მცხოვრევბი ინგილოები, რომლებიც დ. უტიაშვლმა გააქრისტიანა და ისევ აპირებდნენ სარწმუნოების შეეცვლას ჯანაშვილმა გადაარწმუნა, ასევე მან მიმართა „კავკასიაში მართმლმადიდებელ ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას“, რომ გაქრისტიანებული ინგილოებისთვის თასმალოში აეგოთ ტაძარი, რადგან ყორღანში მდებარე ეკლესია მათგან შორს იყო და ვერ ახერხებდნენ წირვაზე ხშირად წასვლას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გასაყიდად დაიბეჭდა იაკობ გოგოებაშვილის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო „русское слово“. წიგნის ფასი 10 შაური იყო, ხოლო ვინც 20 ცალს შეიძენდა 9 შაურად დაეთმობოდა. მსურველებს წიგნის შეძენა გრიქუროვის მაღაზიაში შეეძლოთ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 3 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარმოედგინა გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „დაქცეული ოჯახი“მონაწილეობას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ მარიამ საფაროვა-აბაშიძე, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი და სხვ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 იანვარს ახალციხეში საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ გაიმართა ქართულ-რუსული წარმოდგენა. ქართულად ითამაშეს „ხანუმა“. ღონისძიების მოთავენი იყვნენ ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილი და ანა მუსხელოვი, რომლებსაც დიდი მადლობა გადაუხადეს თავდაუზოგავი შრომისთვის, ასევე მემამულე ფიზულა ბეგი, რომელმაც სკოლას10 მანეთი შესწირა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1882 წლებში, ბარალეთის სკოლაში სწავლისას ვასილ კოპტონაშვილს ეკრძალებოდა ჭუჭყიანი ტანსაცმლით სკოლაში გამოცხადება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 24 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 26 იანვარს „ქართული დრამატული საზოგადოება“ გამართავდა კომედიას „პარიჟელი ბიჭი“ ორმოქმედებად. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, თამაროვისა, ლეონიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასო აბაშიძე, ხუციშვილი და კ. მაქსიმიძე.