რეგისტრირებული ფაქტები51284
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ მარიამ მაღრაძე, ნიკოლოზ ივანეს ძე მაჭავარიანი, ნადეჟდა სილიბისტროს ასული მაჭარაშვილი და დავით მელქისედეკის ძე მუჩაიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნინო მიქაუტაძე, დომნა მიქაუტაძე, ვალერიან მურუსიძე, თადეოზ მელაშვილი და გიორგი მაღრაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: თინათინ ქაიხოსროს ასული მაყაშვილი, მირონ გიორგის ძე მირიანაშვილი, ფლორენცია მაისურაძე, ვლადიმერ მიხას ძე მალანია და სილიბისტრო მაღლაფერიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ მარკარ სოლომონის ძე მარქაროვი, მანეფ მამედოვი და ლიზა მაყაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მიხეილ მახაშვილი, ნოშრევან ნიკოლოზის ძე მერკვილაძე, გიორგი თევდორეს ძე მაჭავარიანი, ნატალია მაყაშვილი და ლევან მიხეილის ძე მასხულია. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ გიორგი უთურაშვილის სხვა უწყებაში გადასვლის საკითხი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 ნოემბრის საქართველოს რესპუბლიკის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად, სახალხო სკოლა უნდა ყოფილიყო საყოველთაო, სავალდებულო, საერო (განცალკევებული ეკლესიისგან), უფასო, ერთგვარი და საზოგადო განათლების რვაწლიანი კურსის შემცველი. ოქმს ხელი მოაწერა ნოე რამიშვილმა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პროტოკოლი ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის მამულების ლიკვიდაციის შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885-დან 1904 წლამდე, სანამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელი გახდებოდა, ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე სამინისტრო სკოლებში ასწავლიდა.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრები იყვნენ: სარდიონ კაკულია, ივანე კეკელია, იულია კვერეხაძე, სოფიო კევლიშვილი, პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალეიშვილი, ოლღა კიკალიშვილი და თამარ ვასილის ასული კარბელაშვილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ილია მათეს ძე ხვადაგიანი, ვლადიმერ იოსების ძე ხელაძე, გიორგი ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი, სიმონ პილატეს ძე ჯუღელი და ვლადიმერ ანტონის ძე ჯუღელი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას წინადადება საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგისა და თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატების თაობაზე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლაზარე შურღაიას თხოვნა სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, თხოვნა დაეკმაყოფილებინა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 7 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განსახილველი ლაზარე შურღაიას თხოვნა ივნისის სტიპენდიის წინასწარ ჩარიცხვის შესახებ გადაიდო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ ბოდბისხევის სკოლის მასწავლებელ ტრიფონ კაჭარავას შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია ცქიტიშვილის, მარიამ ჯავროვის, ზურაბ იოსების ძე ბაქრაძის, შალვა სილოვანის ძე გოგორიშვილის, ივანე აბრამის ძე ნასიძის, ტერენტი ეფრემის ძე ტყემალაძის, დავით ილარიონის ძე კასრაძის, ერმილე ვაჩაძის, კონდრატე თათარაშვილისა და მ. ხუხუნაშვილის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვის შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივლიანე ალექსის ძე ლასხიშვილის, ივანე დავითის ძე მეტრეველის, თერაპიონ არჩილის ძე მანჯავიძის, დავით პეტრეს ძე ნაზემაცოვის, გიორგი ნიორაძის, ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილის, გიორგი იოსების ძე სიდამონოვ-ერისთავის, ნიკოლოზ სოლომონის ძე ღოღობერიძის, ელიზბარ ანდრიას ძე შურღაიასა და ბესარიონ დიმიტრის ძე შარაშენიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.
1890
ტიპი: ავტორობა
1890 წლის მარტში ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თუ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლებასთან დაკავშირებით პედაგოგიური საბჭოს პროტოკოლში ცვლილების შეტანას გადაწყვეტდნენ, ცვლილება მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდებოდა (თუმცა პროტოკოლი 1890 წლის მაისამდე უნდა განეხილათ).
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, შიო ქუჩუკაშვილი საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგის თანამდებობიდან გადაეყენებინათ.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს სიღარიბის, ტანსაცმლის უქონლობის, ავადმყოფობისა და სხვადასხვა შინაური საქმის გამო. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.