ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48899

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავა აღნიშნავდა, რომ იგი ყოველთვის უღრმესი და გულითადი სიყვარულით იყო განმსჭვალული ქართული საზოგადოებისადმი.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი ყოველთვის ხალისით ეკიდებოდა ბავშვებისათვის წერასა და ეს საქმე არასოდეს შეუწყვეტია.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს ვასილ კოპტონაშვილს მოთხრობის „კაკო დიაკვანი“ პატარა ბროშურად გამოცემის სურვილი ჰქონდა, მაგრამ მაშინდელ ცენზორს ამის ნება არ მიუცია მისთვის. ისიც უთხრა, რომ მისი მოთხრობის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდვა შეცდომა იყო, რადგან ნაწარმოები სამღვდელოების პატიოსან სახელს ჩირქს სცხებდა და დიაკვნებს მღვდლების წინაამღდეგ ამხედრებდა.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, გაზეთებში „მწყემსი“ და „საეპარქიო საექსარხოსო მოამბე“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის წერილები სულიერი მამების ცხოვრების შესახებ.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, გაზეთებში „მწყემსი“ და „საეპარქიო საექსარხოსო მოამბე“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის წერილები გაქრისტიანებული ქურთების შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

იაკობ ფანცხავა 1894 წელს მასწავლებლობის პერიოდში მოუხიბლავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს თავისი სიმდიდრითა და სილამაზით.

1909

ტიპი: ავტორობა

1902–09 წლებში წლებში სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას ხელმძღვანელობით გამოდიოდა სალიტერატურო გაზეთები „მზე“ და „ფასკუნჯი“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 29 დეკემბერს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ სისტემატურად დაიწყო წერა გაზეთ „ივერიაში“.

1906

ტიპი: ავტორობა

1906-07 წლებში სამსონ ფირცხალავას ხელმძღვანელობით გამოდიოდა ყოველკვირეული ჟურნალები „გლეხი“ და „მიწა“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლიდან ნიკოლოზ ჩხეიძე გაზეთ „კვალში“ სხვადასხვა ფსევდონიმით წერდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წელს შალვა ნუცუბიძე საჯარო ლექციებს კითხულობდა მარქსიზმის ფილოსოფიოს შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს გოგაშნის სამრევლო სკოლის გამგემ, მღვდელმა გრიგოლ კარბელაშვილმა გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა ახალციხის მაზრის სოფ. ოშორის მემამულე ჰამიგ- ბეგ ავალიშვილს, რომელმაც სკოლას 120 მანეთის ხის მასალა შესწირა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912-17 წლებში გიორგი ალექსანდრეს ძე გაგლოევი სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრესაში ბეჭდავდა სტატიებს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 30 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 25 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელტონი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ სერგეი მესხის ფელტონი „მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 დეკემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის სტატია „მშაკის რედაქტორს“ დაიბეჭდა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894-96 წლებში თბილისის რკინიგზის სამმართველოში მსახურობის პერიოდში სიმონ ალექსის ძე ქვარიანი რეგულარულად აქვეყნებდა წერილებს ქართულ და რუსულ პერიოდიკაში.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ჟურნალში „მოამბე“ დაიბეჭდა სიმონ ქვარიანის ნაშრომი „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს სიმონ ქვარიანის ნაშრომი „შოთა რუსთაველი და მისი პოემა“ ცალკე წიგნად გამოიცა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სიმონ ქვარიანის „ხეთი და ნაირი“ დაიბეჭდა ჟურნალში „განათლება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს სიმონ ქვარიანმა დაწერა ისტორიული მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“.

1910

ტიპი: ავტორობა

სიმონ ქვარიანის მიერ 1910 წელს დაწერილი მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“ გიორგი სააკაძის ეპოქას აღწერდა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წელს დაიბეჭდა სიმონ ქვარიანის მონოგრაფია „ქართული ერის ტრაგედია მე-17 საუკუნეში“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915-16 წლებში სიმონ ქვარიანმა გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართველი ერის ისტორია“.