ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50661

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ იაკობ ფანცხავას ავტობიოგრაფიაში არ იყო მოთხრობილი გიორგი წერეთელსა და მის მეუღლე ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისაზე, მარიამ დემურიაზე, გრიგოლ დიასამიძისა და მის მშობლებზე, ილია ჭავჭავაძესა და კიდევ სხვების შესახებ, რადგან მათთან ურთიერთობა იაკობს ვრცლად ჰქონდა აღწერილი „ჩემ თავგადასავალში“.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს იაკობ ფანცხავას მცირე მოგონება დაიბეჭდა აკაკი წერეთლის შესახებ „ლიტერატურული მატიანეს“ №3-4-ში.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს დაწერილი თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, ლავრენტი ბერია ივანე ლუზინს ახსენებდა თავის წიგნში „ამიერკავკასიის ორგანიზაციის ისტორიის საკითხისათვის“.

1923

ტიპი: ავტორობა

1923-1924 წლებში ვასილ კოპტონაშვილმა ცენტრალურ არქივში არსებული გაზეთებიდან გადმობეჭდილი ნაწერების კრებულში მოათავსა მესხეთ-ჯავახეთის ხალხის ცხოვრების ამსახველი სურათები.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წელს გამოქვეყნებულ ვასილ კოპტონაშვილის ნაწარმოებში „აღდგომა დღეს“ მოთხრობილია აღდგომა დღეს წითელი კვერცხების გატეხვისათვის კაცის მოკვლის ამბავი.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისს მისი მღვდლობის იმედი ქონდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს ალექსანდრე აბაზაძეს ჰქონდა ნათარგმნი ავენარიუსის ნაწარმოები „ბანჯგვლიანი ფუტკარი“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მღვდლის, გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილის დასაფლავებაზე სიტყვა წარმოსთქვა მღვდელმა გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორმა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ვალერიან გუნიას მიერ შედგენილი საქართველოს კალენდარი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ყვირილის სამკითხველოს გამგეობამ გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა სამკითხველოსათვის ქართული და რუსული წიგნების შემომწირველებს: გერმოგენ და ამბერკი გაბიჩვაძეებს, ვარლამ გორგაძეს, დეკანოზი დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძეს, გ. დ. მაღლაკელიძეს, ივ. ჭანკოტაძეს, ნ. რ. გიგაურსა და ვლ. ჩირგაძეს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ელ მარტს იმპერატორმა ალექსანდრე II-მ მოიწონა მიხეილ ლორის-მელიქოვის პროექტი დროებითი სათათბირო კომისიების შექმნის შესახებ. პროექტი იმპერიაში მდგომარეობის გაუმჯობესება-დაწყნარების მიზნით შეიქმნა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის მაისში ქართულ დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ თანხა გაიღეს: ი. ბ. გასპარიანცმა, ქ. ბარათაშვილისამ, ი. კ. თუმანიშვილისამ, ბ. დ. სტაროსელსკიმ, ს. ვ. ჩემესოვმა, ი. გ. ტერ-დავიდოვმა, მარიამ ვახტანგის ასულმა ორბელიანმა, ვ. მ. თამამშევმა და კლ. ვ. სერებრიაკოვისამ.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიაში დიდი მღელვარების ორგანიზატორებმა, ფილიპე მახარაძემ, ნოე ჟორდანიამ და თედო კიკვაძემ სემინარიის ხელმძღვანელობას მიმართეს 18-19-მუხლიანი განცხადებით, რომელშიც ითხოვდნენ სემინარიაში ქართული ლიტერატურისა და ისტორიის სწავლებას, ჟურნალ-გაზეთების თავისუფლად კითხვის უფლებას, ინსპექციის ზოგიერთი წევრის გადაყენებას და სხვ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს თბილისის ვაჭართა საზოგადოებამ საგუბერნიო მთავრობას სთხოვა, ახლად დაარსებული სავაჭრო სკოლისათვის ალექსანდრე ი. მანთაშევის სახელი დაერქმიათ, რადგან მანთაშევს, რომ არ გაეღო ხუთი ათასი თუმანი სკოლა ვერ გაიხსნებოდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლიდან ჭიათურის შავი ქვის საწარმოში მუშაობის პერიოდში თევდორე კიკვაძე რეგულარულად ათავსებდა წერილებს გაზეთ „ივერიასა“ და ჟურნალ „კვალში“, სადაც იცავდა შავი ქვის საწარმოს მუშების ინტერესებს და ცდილობდა ეს რაც შეიძლება მარქსისტული მეთოდით გაეკეთებინა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლიდან ჭიათურის შავი ქვის საწარმოში მუშაობის პერიოდში თევდორე კიკვაძე ქალაქის კულტურული განვითარების აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა პრესის მეშვეობით.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს ფილიპე ლევიცკის მიერ მაკვანეთის სკოლის ორკლასიან სამინისტრო სკოლად დამტკიცების შემდეგ სოფელი გათავისუფლდა მასწავლებლის ანაზღაურების გადასახადისგან.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს გამოსულ თხზულებათა მეორე ტომში დაბეჭდილ წერილში ეგნატე ნინოშვილი გაკვირვებას გამოთქვამდა, რომ თედო კიკვაძემ შეძლო გომის შავი ქვის განყოფილებაში არსებულ რთულ სიტუაციაში მთელი წელი ემუშავა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წელს გომის შავი ქვის განყოფილებაში თევდორე კიკვაძის მუშაობისას ჭიათურიდან გადმოჰქონდათ მადანი და აქედან ფოთში გზავნიდნენ ვაგონებით.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს დიდი ჯიხაიშის ქსენონის კომიტეტმა თხოვნით მიმართა გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქციას, მადლობა გადაეხადათ ქსენონის ასაგებად თანხის შემომწირველებისთვის: რაჟდენ მიხეილის ძე კახიანი – 15 მან., ივანე მიხეილის ძე კახიანი – 15 მან., პავლე თევდორეს ძე სანაძე – 1 მან., ივანე სიმონის ძე ფანცულაია – 3 მან., ბესარიონ მაქსიმეს ძე ბექაია – 3 მან., ილიკო მიხეილის ძე დევიძე – 2 მან.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს დიდი ჯიხაიშის ქსენონის კომიტეტმა თხოვნით მიმართა გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქციას, მადლობა გადაეხადათ ქსენონის ასაგებად თანხის შემომწირველებისთვის, ესენი იყვნენ: ნესტორ დიანოსის ძე კახაძე – 3 მან., გლახუა დავითის ძე კაჭახიძე – 1 მან., ივანე დიანოსის ძე კახაძე –1 მან., გიგო ოტიას ძე კოხრეიძე – 2 მან., მაქსიმე ოტიას ძე კოხრეიძე – 2 მან.

1893

ტიპი: ავტორობა

1893-1894 წლებში, იაკობ ფანცხავას ბათუმში ყოფნის პერიოდში სასწავლებლის მასწავლებლები თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ გაკვეთილების შემდეგ გასართობად. ასეთ შეკრებებზე მიხა შარაშიძე ხშირად უკრავდა გიტარაზე და მღეროდა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ოქტომბერს კოლია ჭუმბურიძემ წერილი მისწერა სტამბულიდან ევგენი გეგეჭკორს ნოე რამიშვილის საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებით.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 2 მარტს მამია ორახელაშვილმა და შალვა ელიავამ სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ ლენინს აცნობეს, რომ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების განსამტკიცებლად აუცილებელი იყო, რომ წითელი არმიის ორგანოები არ ჩარეულიყვნენ საქართველოს რევოლუციური კომიტეტის საქმიანობაში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1ელ ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე სამხედრო მინისტრმა გრიგოლ გიორგაძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოსა და ოსმალეთს შორის ზავის შესახებ.