ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49235

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 ოქტომბერს ოზურგეთში საქველმოქმედო მიზნით დაიდგა ვალერიან გუნიას პიესა „რაც არ მერგება, არ შემერგება”.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 მაისს თბილისის პირველი გიმნაზიის დარბაზში „შეგირდთა დამხმარე საზოგადოების” კრება გაიმართა. კრებაზე გადაწყდა, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინისთვის ამ საზოგადოების საპატიო წევრობა ეთხოვათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ზაქარია ჭიჭინაძემ წიგნად გამოსცა მოთხრობა „ქალ-ვაჟიანი”.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის ყოფილი გუბერნატორისთვის, გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძისთვის ალბომს ამზადებდნენ. ალბომს ვერცხლის ყდა ჰქონდა და შარვაშიძის სურათით იყო გაფორმებული.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 აგვისტოს სოფელ ხაშმში უსახლკარო ქალის დასახმარებლად ღონისძიება გაიმართა. ამ ღონისძიებაზე ხალხის თხოვნით ვალერიან ლევანის ძე გუნიას „და-ძმა” დაიდგა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 სექტემბრისთვის ნაძალადევში აკაკი წერეთლის პიესა „კინტო” იდგმებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 სექტემბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ქალაქისთავის კანდიდატებად თბილისში დაასახელეს კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი, გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვი, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე რეიტერი და პ. ნ. ოპოჩინინი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 10 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ რუსულ ჟურნალ „ნივაში” რაფიელ ერისთავისა და ილია ჭავჭავაძის სურათები იყო დაბეჭდილი. ამავე ჟურნალში მათი ბიოგრაფიისა და ნიჭის შესახებ ვასილ ველიჩკო წერდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 24 აგვისტოს ურიათუბანში ახლად აშენებული ტაძარი აკურთხეს, რომელიც განსვენებული დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძის მიერ დატოვებული ანდერძის მიხედვით მისმა ძმამ, ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძემ ააშენა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 აგვისტოს გრიგოლ გოლიცინმა რკინიგზის გამგის, ვურცელის თანდასწრებით ყარსის რკინიგზა დაათვალიერა. მას ძალიან მოეწონა ნამუშევარი და ვურცელს მადლობა გადაუხადა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 ოქტომბერს დიდების ტაძარში უნდა გამოეფინათ ალექსეი ეისნერის ნახატები. მხატვარმა ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის და ნიკოლოს ზებედეს ძე ცხვედაძის პორტრეტები დახატა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 სექტემბერს ბათუმში ჩასულ მარიამ რომანოვს გრიგორი გოლოცინი, ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი და სხვა საპატიო პირები შეეგებნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს ქართულ თეატრში მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე წარმოადგენდნენ ერთმოქმედებიან ვოდევილს „ბარაქალა მასწავლებელოს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს ქართულ თეატრში მარიამ მიხეილის ასულის საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე წარმოადგენდნენ სამმოქმედებიან კომედია „დავიდარაბას“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, ნინა ივანეს ასული მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი და სხვ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ივანე ივანეს ძე კერესელიძის განცხადება, რომ ქართული სამეურნეო გაზეთი „ცისკარი“ იყიდებოდა: გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში, სემინარიის პირდაპირ, ზუბალოვის სახლებში და ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე რაფიელ დავითის ძე ერისთავის მიერ გადმოკეთებულ ერთმოქმედებიან კომედიას „ბარაქალა ოსტატოს“ წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე ანრი მელიაკისა და ლუდოვიკ ჰალევის სამმოქმედებიან კომედიას წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 ნოემბერს მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისზე პიესა „დავიდარაბას“ წარმოადგენდნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი წერდა, რომ თავის აფიშებზე დატანილი ასოები გრავიორ გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის მიერ ამოჭრილ ასოებთან შეედარებინათ და ამით გაირკვეოდა, ჰქონდა თუ არა მას გამოყენებული ტატიშვილის ასოები. იმ შემთხვევაში თუ ეს დამტკიცდებოდა, მაშინ პასუხისმგებლობას აიღებდა ბრალდებაზე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი უარყოფდა გრავიორ გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის ბრალდებას მის მიერ ამოჭრილი ასოების აფიშებში გამოყენების შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ფრანგი მწერალი კანდიანი-კოლონა ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ შესახებ წერდა, რომ ეს პოემა საქართველოში გავრცელებული ძველებური თქმულება იყო, ლამაზად და ლექსად თქმული, რომელიც თავად ფრანგულ თარგმანში ცოტათი შეცვალა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრე მაისურაძე ილია მირიანის ძე ჭყონიას სთხოვდა, რომ ხელნაწერი „ბარამიანი“ დაებრუნებინა მფლობელ დავით ამირიძისთვის.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ალექსანდრე მაისურაძე წერდა, რომ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე და ილია მირიანის ძე ჭყონია წაიყვანა დავით ამირიძესთან, რომლისგანაც ლექსად თქმული ხელნაწერები „ბარამიანი“ და „როსტომიანი“ ითხოვეს. 1 წლის შემდეგ „როსტომიანი“ დაუბრუნა ამირიძეს, „ბარამიანი“ კი ილია ჭყონიამ წაიღო და აღარ დაუბრუნა მფლობელს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოებისთვის ცდილობდა ახალი დასი შეედგინა და წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად კოტე სიმონის ძე მესხსა და ეფემია სიმონის ასულ მესხს მოელაპარაკა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილი დრამატული საზოგადოებისთვის ცდილობდა ახალი დასი შეედგინა და წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად კოტე დიმიტრის ძე ყიფიანს მოელაპარაკა.